ტრაქტატის ტექსტი

24 პარაგრაფი
სარედაქციო პრინციპები და აღნიშვნები

ტექსტის წყარო

წინამდებარე გამოცემა ემყარება მზექალა შანიძის კვლევას (1990), რომელშიც კრიტიკული ტექსტი შეჯერებულია ორი ხელნაწერის მიხედვით: A (ათონის ივერთა მონასტრი, A-6) და S (საფარული კრებული, თბილისი S-132).

კრიტიკული აპარატი

ტექსტში ვარიანტული წაკითხვები აღნიშნულია ნუმერაციით (¹ ² ³).
აპარატში მოცემულია ლემა (საბაზისო წაკითხვა) და მისი ვარიანტი ხელნაწერის სიგლით.
შენიშვნებში ნაჩვენებია ორივე ნუსხის ყველა ვარიანტი - ერთი გამონაკლისით: უჱ დაწერილობანი (შუჱნიერ, საძირკუჱლ და სხვა) გასწორებულია საგანგებო მითითების გარეშე - მ.შ.

]
გამყოფი ლემასა და ვარიანტს შორის
[—]
გამოტოვება ხელნაწერში (omisit)

სარედაქციო ნიშნები

სასწავლო მინიშნება („შეისწავე" ტექსტში მითითებულია მძიმის მსგავსი მარჯვნივ წაწვეტებული ნიშნით - მ. შ.)
სტრიქონზე გადატანა ხელნაწერში
[ ]
რედაქტორის მიერ შევსებული ლაკუნა
გადამწერის მიერ წაშლილი ასო
ႣႤႣႠႪႬႨ
აშიაზე მინაწერი (მარგინალია)

ხელნაწერთა შერჩევა

ღილაკებით A და S შეგიძლიათ აირჩიოთ ხელნაწერი. ძირითადი ტექსტი (ლემა) წარმოადგენს რედაქტორის მიერ დადგენილ წაკითხვას.

ლექსიკონი, LOD

ხაზგასმული ტერმინები დაკავშირებულია ლექსიკონთან. ლექსიკონი, თავის მხრივ, ბმულებითაა დაკავშირებული Logeion-თან და სხვა რესურსებთან.

|
ათონის მთა·ივერთა მონასტერი·32r—37r
ხელნაწერების შესახებ
ჩვენება:
| ყველა ერთად
§ 22 #

ხოლო სიტყუაჲ იგი უართრონოჲ189 ესე არს, რომლისა მიერ წინა-აღუდგებიან190 მწვალებელნი, ვითარმედ: ღმერთი იყო სიტყუაჲ. რამეთუ არა ესრეთ თქუაო მახარებელმან, ვითარმედ: ო თეოს [ὁ θεός] იყო სიტყუად, არამედ ვითარმედ: თეოს [θεός] იყო სიტყუაჲ. და რამეთუ ესრეთ თქუმაჲ191, თუ: ო თეოს [ὁ θεός] ართრონიანი არს, რაჟამს ონ-ი თავით კერძო დაუსუა; და რაჟამს ონ-ი, რომელ არს ართრონი, არა დაუსუა თავით კერძო, ესრეთ ითქუმის, ვითარმედ: თეოს [θεός]. და192 აქა სიტყუასა ამას შინა არა არს ართრონი, რომელსა ღმრთისმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: ღმერთი იყო სიტყუაჲ. რამეთუ არა იტყოდის193, თუ: ო ღმერთი იყო სიტყუაჲ, არამედ ვითარმედ: ღმერთი იყო სიტყუაჲ. და ამისთჳს იტყოდეს მწვალებელნი, ვითარმედ: უკუეთუ უართრონოდ აჴსენებს ღმრთად ძესა, არა სადამე194 სწორ არსო მამისა ძე, რამეთუ უართრონობაჲ უმდაბლესობასა გამოაჩინებსო ძისა მამისაგან. გარნა დაჴსნის და უკუნარღუევს ყოველსა195 წმასნასა მწვალებელთა196 ძის-მბრძოლთასა197 დიდი ესე წმიდათა შორის .

კრიტიკული აპარატი

189 უართრონოჲ] უართრონო S

190 წინა-აღუდგებიან] წინა-აღდგებიან A

191 თქუმაჲ] თქუმად S

192 და] S

193 იტყოდის] იტყ̃დეს S

194 სადამე] სადმე A

195 ყოველსა] ყოველთა S

196 მწვალებელთა] მწვალებელთა და S

197 ძის-მბრძოლთასა]

კოლაციური ცხრილი

9 ვარიანტი
# ლემა A S ტიპი
189 უართრონოჲ უართრონოჲ უართრონო ორთ
190 წინა-აღუდგებიან წინა-აღუდგებიან წინა-აღუდგებიან ორთ
191 თქუმაჲ თქუმაჲ თქუმად ორთ
192 და და და გამ
193 იტყოდის იტყოდის იტყ̃დეს ორთ
194 სადამე სადამე სადამე ორთ
195 ყოველსა ყოველსა ყოველთა მორფ
196 მწვალებელთა მწვალებელთა მწვალებელთა და დამ
197 ძის-მბრძოლთასა ძის-მბრძოლთასა ძის-მბრძოლთასა
ორთ ორთოგრაფიული ლექს ლექსიკური მორფ მორფოლოგიური გამ გამოტოვება დამ დამატება

ექსპორტი

TEI-XML
URN დაკოპირდა!