ტრაქტატის ტექსტი

24 პარაგრაფი
სარედაქციო პრინციპები და აღნიშვნები

ტექსტის წყარო

წინამდებარე გამოცემა ემყარება მზექალა შანიძის კვლევას (1990), რომელშიც კრიტიკული ტექსტი შეჯერებულია ორი ხელნაწერის მიხედვით: A (ათონის ივერთა მონასტრი, A-6) და S (საფარული კრებული, თბილისი S-132).

კრიტიკული აპარატი

ტექსტში ვარიანტული წაკითხვები აღნიშნულია ნუმერაციით (¹ ² ³).
აპარატში მოცემულია ლემა (საბაზისო წაკითხვა) და მისი ვარიანტი ხელნაწერის სიგლით.
შენიშვნებში ნაჩვენებია ორივე ნუსხის ყველა ვარიანტი - ერთი გამონაკლისით: უჱ დაწერილობანი (შუჱნიერ, საძირკუჱლ და სხვა) გასწორებულია საგანგებო მითითების გარეშე - მ.შ.

]
გამყოფი ლემასა და ვარიანტს შორის
[—]
გამოტოვება ხელნაწერში (omisit)

სარედაქციო ნიშნები

სასწავლო მინიშნება („შეისწავე" ტექსტში მითითებულია მძიმის მსგავსი მარჯვნივ წაწვეტებული ნიშნით - მ. შ.)
სტრიქონზე გადატანა ხელნაწერში
[ ]
რედაქტორის მიერ შევსებული ლაკუნა
გადამწერის მიერ წაშლილი ასო
ႣႤႣႠႪႬႨ
აშიაზე მინაწერი (მარგინალია)

ხელნაწერთა შერჩევა

ღილაკებით A და S შეგიძლიათ აირჩიოთ ხელნაწერი. ძირითადი ტექსტი (ლემა) წარმოადგენს რედაქტორის მიერ დადგენილ წაკითხვას.

ლექსიკონი, LOD

ხაზგასმული ტერმინები დაკავშირებულია ლექსიკონთან. ლექსიკონი, თავის მხრივ, ბმულებითაა დაკავშირებული Logeion-თან და სხვა რესურსებთან.

|
ათონის მთა·ივერთა მონასტერი·32r—37r
ხელნაწერების შესახებ
ჩვენება:
ყველა პარაგრაფი | პარაგრაფებად
§ 1 #
A 32r S 106r A 32va

[A 32r] [S 106r] შეისწავე, რამეთუ ვინაჲთგან ართრონთა ძლით უმეცრად1 და ბნელად საგონებელ არს ენასა ზედა ჩუენსა2 ლექსი თარგმანებული, რომელსა წმიდათა შორის იოანე ოქროპირი მწვალებელთაგან მოღებულად წინა-აღსადგომელად ჩუენ მართლმადიდებელთა მომართად იტყჳს ლექსსა მას მიერ თქუმულსა ძისათჳს; და ბერძულსა შინა ვიდრემე ნათლად ძეს ლექსი იგი; ხოლო გარდამოითარგმნოს რაჲ, დაბნელდების [A 32va] უართრონობისათჳს ენისა ჩუენისა და ცხადსა და ნათელსა სიტყუასა3 უცნაურ ვინაჲმე ჰყოფს, რამეთუ შეუძლებელ არს თარგმანებაჲ მისი ენასა ზედა ქართულსა; ხოლო რაჲთა გამოვაჩინოთ, თუ რაჲ არს ართრონი და ვითარ ვერ ეგების ენასა4 ზედა ქართულსა თარგმნაჲ5 მისი და ვითარ იჴუმევენ ამას ართრონსა ბერძენნი, არა დავფაროთ ძალისაებრ და გულისჴმის-ყოფისა6 ჩუენისა7.

§ 2 #

ხოლო საჭირო არს პირველად თქუმად, თუ რანი არიან ართრონნი. საცნაურ უკუე იყავნ8, რამეთუ სახელნი ყოველნი9 — სულიერთა და უსულოთანი, ხილულთა და უხილავთანი — სამთა სახელის-დებათაგან საცნაურ იქმნებიან და იწოდებიან ბერძენთა10 შორის, ესე იგი არს: მამალთა და დედალთა11 და შუათაგან. ამათ მამალთა და დედალთა და შუათა სახელთაგან არა თითოეულსა12 სახელსა სამნივე და სამთაგანვე სახელის-დებათა ეწოდებიან, არამედ ყოველთა სახელთა შორის გინა თუ მამალი ეწოდების სახელი, გინა თუ დედალი, გინა თუ შუაჲ13 და თჳსისა სახელისა აქუს განკუთნვილებაჲ; და არა გარდაერწყუმის ერთი მეორისასა სახელთა ცვალებულებაჲ, არამედ თითოეულისა ნათესავისასა14 სცავს თითოეული დრეკასა სახელთასა15.

§ 3 #
A 33rb S 106v

და ართრონნი16 თითოეულისა17 ნათესავისანი18 არიან ათცამეტ;[A 33rb] ათცამეტნი ვინაჲ მამლისა ვიდრემე ნათესავისანი19 რომელთა ყოველთა დრეკათა შინა სახელთასა წინა დაუსხმენ სახელთა, არიან ესე:

20 [], ტუ21 [τοῦ], ტო [τῷ], ტონ22 [τόν], 23 [];

ტო [τώ], ტჳნ [τοῖν], 24 [];

[οἱ], ტონ [τῶν], ტჳს [τοῖς], ტუს25 [τούς], 26 [].

ესე ვიდრემე მამალთა სახელთა ართრონნი არიან, ესე იგი არს [S 106v]დასაწყისნი სახელთანი. და რამეთუ ართრონნი სხუანი არანი არიან, თჳნიერ საძირკუელნი სახელთანი27, ვინაჲთგან, იტყოდიან რაჲ სახელთა28 წინა დაუსხმენ თითოეულისა29 ჟამისა შემსგავსებულთა ართრონთა.

§ 4 #

რამეთუ სამებისა ვიდრემე სახელი დედალი არს მათისაებრ ენისა, ხოლო ღმრთისაჲ მამალი; და ღმერთსა ვიდრემე ეწოდების თეოს [θεός], ხოლო და-რაჲ-უწერონ ართრონი პირველი, ესრეთ იტყჳან30, ვითარმედ: ო თეოს [ὁ θεός]. და ონ-ი არს პირველი ართრონი, რაჟამს ადვილობითად იჴმევდენ ჴსენებასა სახელისასა; და რამეთუ სამგუარად დაუსხმენ ართრონთა31: ხუთთა ერთსა პირსა ზედა და სამთა — ორობითთასა.

§ 5 #
A 33va

ორობითთანიცა32 ხუთნი არიან და განმრავლებითთანიცა; გარნა ორობითთასა ორთა33 ართრონთა გარდაარწყუმენ სხუათა ორთა ზედა. ამისთჳს, ხუთთაგან ორნი რაჲ ორთა ზედა გარდაარწყუნე, სამად შეიქმნებიან, რომელ არიან პირველისა და ერთისა სახელისანი ესე:

34 [] ტუ [τοῦ], ტო [τῷ], ტონ [τόν], [];

ხოლო ორობითისანი35, რომელნი ორთა პირთა საცნაურ-ჰყოფენ მხოლოდ, ესენი არიან:

ტო [τώ], ტჳნ [τοῖν], [];

[A 33va]და განმრავლებითთა ესენი საცნაურ-ჰყოფენ:

[οἱ], ტონ [τῶν], ტჳს [τοῖς], ტუს [τούς], [].

§ 6 #

ვინაჲ პირველსავე სიტყუასა ზედა36 აღვიდეთ. რამეთუ რაჟამს, პირველად37 ადვილობითად და ერთსა პირსა აჴსენებდენ და ართრონი დაუსუან38 ესრეთ იტყჳან39, ვითარმედ: ო თეოს [ὁ θεός], ხოლო უკუეთუ უართრონოდ იტყოდინ40, გამოუღებენ ონ-სა და ესრეთ იტყჳან, ვითარმედ: თეოს [θεός] ესე იგი არს, ვითარმედ: ღმერთი. რამეთუ ჩუენსა ენასა არა ჰქონან სახელთა წინა დასასხმელნი ართრონნი, ვინაჲცა41, რაჟამს გეგულებოდის ბერძულსა ართრონიანსა42 სახელსა თარგმანებაჲ, ო თეოს-სა [ὁ θεός] ესრეთ სთარგმნი, ვითარმედ: ღმერთი ხოლო უკუეთუ თეოს-სა [θεός] თჳნიერ ართრონისა, ესრეთვე, ვითარმედ: ღმერთი.43 რამეთუ არა არს ართრონი ენასა ზედა ჩუენსა44 და ვერ შესაძლებელ45 არს თარგმნაჲ46 მისი, ვინაჲთგან არა არს. რამეთუ ართრონი47 წინა-დასადებელი48 არს სახელისაჲ49 და შუენიერ-ჰყოფს სახელსა და რეცა პატივსა რასმე მიჰმადლებს50.

§ 7 #

ხოლო შობილობითად რაჲ იტყოდინ51 საზღვართაებრ მათთა ღრამმატიკოსთა52 განწესებისა53, ესრეთ იტყჳან, ვითარმედ: ტუ თეუ [τοῦ θεοῦ], ესე იგი არს, ვითარმედ54: ღმრთისაჲ; ხოლო მიცემითად რაჲ იტყოდინ55ტო თეო56 [τῷ θεῷ], ესე იგი არს, ვითარმედ: ღმერთსა; და57 მიზეზობითად58 რაჲ, ესრეთ, ვითარმედ: ტონ თეონ [τὸν θεόν]; ხოლო წოდებითად რაჲ, კუალად: 59 თეე [ὦ θεέ], ესე იგი არს, ვითარმედ: ჵ ღმერთო.

§ 8 #
A 34rb S 107r

ხოლო ორობითთათჳს ვითარღა ცხად-ვყოთ, რამეთუ60 არცა იგინი არიან ენასა ზედა ქართულსა? გარნა ითქუმოდენვე, [A 34rb]რამეთუ ორობითნი მათ ეწოდებიან, რომელნი მხოლოდ ორთა პირთა საცნაურ-ჰყოფენ: რამეთუ თქუმითა, ვითარმედ: ტო თეო [τώ θεώ] ორნი პირნი საცნაურ ექმნნეს61 მსმენელსა. ხოლო ტჳნ თეჳნ [τοῖν θεοῖν], ესე იგი არს, ვითარმედ62: ღმერთთანი63, გარნა ორთასა საცნაურ-ჰყოფს და არა მრავალთასა: რამეთუ ღმერთი ერთსა64 პირსა, ხოლო ღმერთნი [S 107r]მრავალთა პირთა დაჰსახვენ65 და არა ორთა ამისთჳს, ვინაითგან ორთა პირთა დამსახველნი არა გუქონან სახელნი. და წოდებითი66 ორობითთაჲ67: ო თეო [ὦ θεώ].

§ 9 #

ხოლო განმრავლებითთა68 რაჲ იტყოდინ69 სახელთა70 ღმერთთასა, არა ეგრეთ იტყჳან, ვითარცა ორობითთა შინა, ზემო ცხად-ქმნილთა, არამედ ესრეთ, ვითარმედ: ჳ თეჳ [οἱ θεοί], ესე იგი არს, ვითარმედ: ღმერთნი და ნათესაობითად71 ტონ თეონ72 [τῶν θεῶν], ვითარმედ: ღმერთთანი, რამეთუ ამას ეწოდების შობილობითი და ნათესაობითი73 დრეკაჲ74 სახელისაჲ75. ხოლო მიცემითი76: ტჳს თჳს [τοῖς θεοῖς], ვითარმედ: ღმერთთა; და მიზეზობითი: ტუს თეუს [τούς θεούς], ვითარმედ: ღმერთთა.77

§ 10 #

რამეთუ ბერძულად განყოფილებაჲ აქუს მიცემითსა და მიზეზობითსა, ვითარცა ზემო78 თჳთ იგი ლექსნი გჳჩენიან, გარნა ქართულად ერთ ლექსად ითქუმის, დაღაცათუ ძალი79 ორი აქუს. და ესე ესრეთ გულისხმა-ყავ80, რამეთუ მიცემითი81 ამისთჳს ეწოდების ლექსსა მას: რაჟამს ეტყოდი82 ვისმე, ვითარმედ: ვის მისცემ ამას რასმე83? და მან გრქუას, ვითარმედ: ღმერთსა, გინა თუ ღმერთთა, ანუ თუ კაცთა გინა ანგელოზთა; ხოლო მიზეზობითი — ამისთჳს, ვინაჲთგან, იკითხვიდე, რაჲ ვისგანმე, ვითარმედ: ვის ეძიებ84? და მან გრქუას, ვითარმედ: ღმერთსა გინა თუ85 ღმერთთა, გინა თუ კაცთა, ანუ სხუათა86 რათამე87.

§ 11 #
A 34v

[A 34v] ესრეთ88 ორი ძალი აქუს ლექსსა89 ამას და ერთითა გუარითა ითქუმის ორივე ქართულსა ენასა90 ზედა, გარნა არა ბერძულსცა91, არამედ მიცემითი92 ერთობითთაჲ93 ტო თეო [τῷ θεῷ] და მიცემითი94 განმრავლებითთაჲ95 ტჳს თეჳს [τοῖς θεοῖς], ეგრეთვე მიზეზობითი96 ერთობითთაჲ97 ტონ თეონ98 [τὸν θεόν]. ხოლო [მიზეზობითი] განმრავლებითთაჲ99 ტუს100 თეუს101 [τοὺς θεούς], ესრეთ102 განყოფილებაჲ აქუს ურთიერთას. ხოლო წოდებითი103 განმრავლებითთაჲ104: თეჳ105 [ὦ θεοί], ესე იგი არს, ვითარმედ: ღმერთნო.

ესრეთ ათცამეტ არიან დრეკანი106 სახელთა მამალთანი, ვითარცა ზემო აღგვწერიან, ართრონნი ათცამეტნი; და კუალად თითოეულისა107 საჴმარებისაებრცა108 წარმოგჳჩენიან109 ათცამეტნი110 იგი ართრონნი. და ესე ვიდრემე მამალთა ართრონთათჳს.

§ 12 #

ხოლო დედლისა სახელისა ართრონნი თავით კერძო დასასხმელნი, ვითარცა საფუძველნი რაჲმე და საშუენებელნი111, ვითარცა ზემო112 გჳთქუამს, არიან ესე:

[], ტის [τῆς], ტი [τῇ]113, ტინ [τήν], [];

ტა [τά], ტენ [ταῖν]114, [];

[αἱ], ტონ115 [τῶν], ტეს [ταῖς]116, ტას [τάς], [].

§ 13 #
A 35rb

რამეთუ სამებისა სახელი დედალი არს და ითქუმის ესრეთ: ტრიას [τριάς]. ხოლო117 ართრონიანად რაჲ იტყოდინ118 ამათ ზემო წერილთა ათცამეტთა ართრონთაგან თავისა119 ართრონსა, რომელ არს ინ-ი, თავით120 კერძო დაუსუმენ121 და იტყჳან122 ესრეთ, ვითარმედ: ტრიას123 [ἡ τριάς]; და ნათესაობითად124 რაჲ იტყოდინ125 უართრონოდ: ტრიადოს [τριάδος] და126 ართრონიანად: ტის ტრიადოს [τῆς τριάδος]. ეგრეთვე მიცემითად უართრონოდ: ტრიადი127 [τριάδι] და ართრონიანად: ტი ტრიადი [τῇ τριάδι]; და მიზეზობითად უართრონოდ: ტრიადა [τριάδα] და ართრონიანად: ტინ ტრიადა [τὴν τριάδα]; [A 35rb] და წოდებითად უართრონოდ: ტრიას [τριάς] და ართრონიანად: ო ტრიას [ὦ τριάς]. ესე ვიდრემე ერთისა პირისა სახელის-დრეკანი128 არიან ხუთნი, რომელსა ერთობითად უწოდენ.

§ 14 #
S 107v

ხოლო ორობითნი არიან ესე: რაჟამს ორთა პირთა ცხად-ჰყოფდენ129 უართრონოდ: ტრიადე [τριάδε], ხოლო ართრონიანად: ტა130 ტრიადე [τὰ τριάδε]; და ნათესაობითად131 და [S 107v] მიცემითად უართრონოდ: ტრიადჳნ [τριάδοιν] და ართრონიანად: ტენ ტრიადჳნ132 [ταῖν τριάδοιν]; ხოლო წოდებითად უართრონოდ: ტრიადე [τριάδε] და ართრონიანად: ო ტრიადე [ὦ τριάδε].

§ 15 #

ხოლო მრავალთა რაჲ პირთა ცხად-ჰყოფდენ ადვილობითად133, უართრონოდ134: ტრიადეს [τριάδες], ვითარმედ: სამებანი, ხოლო ართრონიანად: ე ტრიადეს [αἱ τριάδες], ვითარმედ: სამებანი; ეგრეთვე ნათესაობითად135 უართრონოდ: ტრიადონ [τριάδων] და ართრონიანად: ტონ ტრიადონ [τῶν τριάδων], ვითარმედ: სამებათანი; ხოლო მიცემითად უართრონოდ: ტრიასი136 [τριάσι] და ართრონიანად: ტეს137 ტრიასი [ταῖς τριάσι], ვითარმედ: სამებათა; ხოლო მიზეზობითად უართრონოდ: ტრიადას [τριάδας] და ართრონიანად: ტას ტრიადას138 [τὰς τριάδας], ვითარმედ: სამებათა. ხოლო წოდებითად უართრონოდ: ტრიადეს [τριάδες], და ართრონიანად: ო ტრიადეს [ὦ τριάδες], ვითარმედ: ჵ სამებანო.

ესრეთ სხუა-სახე და139 განყოფილების მქონებელ, არიან მამალთაგან დედალნი ართრონნი და სახელნი.

§ 16 #

ამითვე სახითა შუანი ართრონნი არიან, რამეთუ ჰგვანან ვიდრემე რიცხჳთაცა140 და გუარითა141 დრეკისაჲთა142, გარნა განიყოფებიან მამალთა და დედალთაგან. და ზემო თქუმულნი არიან მამალნი და დედალნი; ხოლო რომელთა აწ ვიტყჳთ143, არიან შუანი:

ტო [τό], ტუ [τοῦ], ტო [τῷ], ტო [τό], [];

ტო [τώ], ტჳინ [τοῖν], [];

ტა [τά], ტონ144 [τῶν], ტჳის [τοῖς], ტა [τά], [].

§ 17 #
A 35va

[A 35va] და სულსა წმიდასა არა მამალი ეწოდების სახელი, არცა დედალი, არამედ შუაჲ145. ამისთჳსცა და შუათაცა მოქენე არს ჴუმევად ართრონთა, რამეთუ რაჟამს ერთობითთა პირთა ცხად-ჰყოფდენ146, პირველად ესრეთ იტყჳან უართრონოდ: პნევმა [πνεῦμα]; და ართრონიანად: ტო პნევმა [τὸ πνεῦμα], ვითარმედ: სული; და ნათესაობითად147 უართრონოდ: პნევმატოს [πνεύματος] და ართრონიანად: ტუ პნევმატოს [τοῦ πνεύματος], ვითარმედ: სულისაჲ148; ხოლო მიცემითად უართრონოდ: პნევმატი [πνεύματι] და149 ართრონიანად: ტო პნევმატი [τῷ πνεύματι] ვითარმედ: სულსა; და მიზეზობითად უართრონოდ: პნევმა [πνεῦμα], და ართრონიანად: ტო პნევმა [τὸ πνεῦμα], ვითარმედ: სულსა; ხოლო წოდებითად უართრონოდ: პნევმა [πνεῦμα] და ართრონიანად: ო პნევმა [ὦ πνεῦμα], ვითარმედ: ჵ სულო.

§ 18 #

ეგრეთვე ორობითნი უართრონონი: პნევმატე [πνεύματε], პნევმატჳნ [πνευμάτοιν], პნევმატე [πνεύματε]; ხოლო ართრონიანად: ტო პნევმატე [τὼ πνεύματε], ტჳნ პნევმატჳნ150 [τοῖν πνευμάτοιν], ო პნევმატე [ὦ πνεύματε], ვითარმედ: ორნი სულნი, სულთანი, სულნო.

ხოლო განმრავლებითნი უართრონონი: პნევმატა [πνεύματα], პნევმატონ [πνευμάτων], პნევმასი [πνεύμασι], პნევმატა [πνεύματα], პნევმატა151 [πνεύματα]; ხოლო ართრონიანად: ტა პნევმატა [τὰ πνεύματα], ტონ პნევმატონ [τῶν πνευμάτων], ტჳს პნევმასი [τοῖς πνεύμασι], ტა152 პნევმატა [τὰ πνεύματα], პნევმატა153 [ὦ πνεύματα], ვითარმედ: სულნი, სულთანი, სულთა, სულთა, ჵ სულნო.

§ 19 #
A 36rb

და ამათ ათცამეტთა ართრონთაგან ერთი ოდენ მხოლოდ შესაძლებელ არს ენისა ჩუენისაგან თქუმად, რომელ არს წოდებითისა თავით კერძო -ჲ; და სხუანი ართრონნი ქუე დაგჳტევიან154, და არა თუ ესრეთ ვინმე, ვითარცა ბერძულად არიან, დაუსხნეს, სხუებრ155 შეუძლებელ არს თარგმნაჲ156. [A 36rb]

ხოლო ბერძულთავე ართრონთა ქართულსა დაუსხმიდე თუ157, ესრეთ იქმნებიან, ვითარმედ158: ო ღმერთი, ტუ ღმრთისაჲ159, ტო ღმერთსა, ტონ ღმერთსა, ჵ ღმერთო; ტო160 ღმერთნი ორნი, ტჳნ ღმერთთანი, ჵ ღმერთნო; ჳ ღმერთნი მრავალნი, ტონ ღმერთთანი, ტჳს ღმერთთა161, ტუს ღმერთთა, ჵ ღმერთნო.

§ 20 #

ესრეთვე და162 დედალნი ართრონნი სამებისანი, ვითარმედ: ი სამებაჲ, ტის სამებისაჲ163, ტი სამებასა, ტინ სამებასა164, ჵ სამებაო; ხოლო ორობითად: ტა165 სამებანი, ტენ სამებათანი166, ჵ სამებანო; და განმრავლებითად: ე სამებანი, ტონ სამებათანი, ტეს სამებათა167, ტას168 სამებათა, ჵ სამებანო.

ამათდავე მსგავსად შუანი ართრონნი169, ვითარმედ: ტო სული, ტუ სულისაჲ170, ტო სულსა, ტო სულსა, ჵ სულო; ორობითნი: ტო სულნი, ტჳნ სულთანი, ჵ სულნო; განმრავლებითნი: ტა სულნი, ტონ171 სულთანი, ტჳს სულთა, ტა სულთა, ჵ სულნო; გარნა არცა ეგების ესრეთ თქუმაჲ172 ქართულად და არცა ჰშუენის ენასა ჩუენსა ართრონი ბერძული173 და ართრონნი ბერძულნი ქართულნი ართრონნი არა არიან.

§ 21 #
A 36va

და ოდეს ართრონისათჳს174 ითარგმანებოდის, რაჲცა175 სიტყუაჲ ბერძულისაგან, ბნელად ვიდრემე176 და შეუგუარად177 იქმნების თარგმნაჲ178 ართრონიანისა სიტყჳსაჲ179, ვითარცა ესერა ქმნილ არს ღმრთისმეტყუელისა და მახარებელისა მიერ180 თქმულსა სიტყუასა შინა თავსა სახარებისასა, და ართრონსა ძისათჳს არა დაჰრთავს181; ხოლო თარგმნის და განუმარტებს მწვალებელთა სიტყუასა182 მას უართრონოსა და აღუჴსნის მრავალთა გამოსაჩინებელთა მიერ, მეტყუელი, ვითარმედ: დაღათუ აქა ართრონი183 არა იჴუმია184 მახარებელმან, [A 36va] რამეთუ არა შეჰგვანდა რეცა, და მრავალგზის უართრონოდცა იტყჳან მრავალნი წმიდათაგანნი და ართრონიანადცა; გარნა მრავალთაგან ართრონიანადცა185 იტყჳს186 ესევე მახარებელი და ამით ვიდრემე187 სახითა188 დაჰჴსნის მრავალგამომეძიებლობასა მწვალებელთასა.

§ 22 #

ხოლო სიტყუაჲ იგი უართრონოჲ189 ესე არს, რომლისა მიერ წინა-აღუდგებიან190 მწვალებელნი, ვითარმედ: ღმერთი იყო სიტყუაჲ. რამეთუ არა ესრეთ თქუაო მახარებელმან, ვითარმედ: ო თეოს [ὁ θεός] იყო სიტყუად, არამედ ვითარმედ: თეოს [θεός] იყო სიტყუაჲ. და რამეთუ ესრეთ თქუმაჲ191, თუ: ო თეოს [ὁ θεός] ართრონიანი არს, რაჟამს ონ-ი თავით კერძო დაუსუა; და რაჟამს ონ-ი, რომელ არს ართრონი, არა დაუსუა თავით კერძო, ესრეთ ითქუმის, ვითარმედ: თეოს [θεός]. და192 აქა სიტყუასა ამას შინა არა არს ართრონი, რომელსა ღმრთისმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: ღმერთი იყო სიტყუაჲ. რამეთუ არა იტყოდის193, თუ: ო ღმერთი იყო სიტყუაჲ, არამედ ვითარმედ: ღმერთი იყო სიტყუაჲ. და ამისთჳს იტყოდეს მწვალებელნი, ვითარმედ: უკუეთუ უართრონოდ აჴსენებს ღმრთად ძესა, არა სადამე194 სწორ არსო მამისა ძე, რამეთუ უართრონობაჲ უმდაბლესობასა გამოაჩინებსო ძისა მამისაგან. გარნა დაჴსნის და უკუნარღუევს ყოველსა195 წმასნასა მწვალებელთა196 ძის-მბრძოლთასა197 დიდი ესე წმიდათა შორის .

§ 23 #
A 37r

ხოლო არიან დამორჩილებითნი ამათ პირველთა ართრონთანი სხუანიცა ართრონნი198, ათ-ათი თითოეულისა199 ნათესავისა და დამორჩილებული, რომელ არიან ესე:

მამალთანი ვიდრემე:

ოს [ὅς], 200 [οὗ], [], ონ201 [ὅν];

[], ჳნ [οἷν];

[A 37r]

[οἵ], ონ [ὧν], ჳს [οἷς], უს [οὕς].

ხოლო დედალთანი დამორჩილებითნი:

[], ის [ἧς], [], ინ [ἥν];

202 [], ჳნ203 [οἷν];

[αἵ], ონ [ὧν], ეს [αἷς], ას [ἅς].

ხოლო შუათანი დამორჩილებითნი:

[], [οὗ], [], [];

[], ჳნ [οἷν];

[ἅ], ონ [ὧν], ჳს [οἷς], [ἅ]204.

§ 24 #
S 108v

[S 108v] ესენი ვიდრემე დამორჩილებითნი არიან პირველთა ართრონთანი ართრონნი ესეცა; გარნა ვინაჲთგან ამათსაცა ძალსა აწ განმარტებაჲ205 სატჳრთოდ აღუჩნდებოდა მკითხველსა და აწინდელსა სიტყუასა ამათისა ძალისა განმარტებაჲ არარად206 ეჴმარებოდა, ამისთჳს ნამეტავად207 ვჰგონეთ208 ამათთჳს209 სიტყჳსა განვრცობაჲ210, ვინაჲთგან და თჳთ პირველთა ართრონთა ძლითიცა ესე სიტყუაჲ ნუუკუე და საწყინო უჩნდეს მკითხველსა სიმრავლისათჳს211 ქცევათა სახელისათა. გარნა აჩუენოს თუ მოსწრაფებაჲ, გულსმოდგინებით მრავალ გზის, და უწყინოდ წარკითხვითა ყოველივე განმარტებულად ეპოვოს212 ძალი213 ართრონთა ვითარებისაჲ214, თუ რანი215 არიან ართრონნი, ვინაჲთგან თჳნიერ ტკივილისა შეუძლებელ არს ყოველი216 საქმე217 მოღუაწებად.

კრიტიკული აპარატი (217 ჩანაწერი)

1 უმეცრად] უმეცრ̃დ S

2 ენასა ზედა ჩუენსა] ენასა ჩუენსა ზედა S

3 სიტყუასა] სიტყჳს̃ჲ S

4 ენასა] ენაჲსა S

5 თარგმნაჲ] თარგმნა S

6 გულისჴმის-ყოფისა] ყოფისაჲ S

7 ჩუენისა] ჩუენისაებრ S

8 იყავნ] იყვ̃ნა S

9 ყოველნი] ყოველთა S

10 ბერძენთა] ბრძენთა S

11 დედალთა] დედალთა შორის S

12 თითოეულსა] თჳთეულსა S

13 შუაჲ] შუა S

14 ნათესავისასა] ნათესავისა S

15 თითოეული დრეკასა სახელთასა] S

16 და ართრონნი] ართრონნი A

17 თითოეულისა] თჳთეულისა S

18 ნათესავისანი] ნათესავნი S

19 ნათესავისანი] ნათესავნი S

20 ] ო ო S

21 ტუ] ტოო S

22 ტონ] ტონი S

23 ] ო ო S

24 ] ო ო S

25 ტუს] ტო უს S

26 ] ო ო S

27 სახელთანი] სახელთანი და S

28 სახელთა] ს̃ხლთაჲ S

29 თითოეულისა] თჳთეულისა S

30 იტყჳან] იტყჳნ S

31 ართრონთა] ართრონთა გარდააწყუმენ S

32 ორობითთანიცა] ორობითნიცა S

33 ორთა] ორსა S

34 ] ო ო S

35 ორობითისანი] ორობით̃თსნი S

36 ზედა] S

37 პირველად] პირველად და A

38 დაუსუან] დასუან S

39 იტყჳან] იტყჳ̃ნ S

40 იტყოდინ] იტყ̃დიან S

41 ვინაჲცა] ვინაცა S

42 ართრონიანსა] ართრონიანისა S

43 ხოლო უკუეთუ თეოს-სა [θεός] თჳნიერ ართრონისა, ესრეთვე, ვითარმედ: ღმერთი.] S

44 ენასა ზედა ჩუენსა] ენასა ჩუენსა ზედა S

45 შესაძლებელ] შემძ̃ლბლ S

46 თარგმნაჲ] თარგმნა S

47 ართრონი] ართრონნი S

48 წინა-დასადებელი] წინა დასადებელნი S

49 სახელისაჲ] სახელისა S

50 მიჰმადლებს] მიმადლებს S

51 იტყოდინ] იტყ̃დიან S

52 ღრამმატიკოსთა] ღრმამატიკოსთა S

53 განწესებისა] განწესებისაებრ S

54 ვითარმედ: ტუ თეუ [τοῦ θεοῦ], ესე იგი არს, ვითარმედ] ვ̃დ ესე იგი არს S

55 იტყოდინ] იტყ̃დიან S

56 თეო] თეუ S

57 და] ხოლო S

58 მიზეზობითად] მზეზობითად S

59 ] ტონ S

60 რამეთუ] S

61 ექმნნეს] იქმენ S

62 ვითარმედ] S

63 ღმერთთანი] ერთისათანი S

64 ერთსა] ერთსა საცნაურ ჰყოფს რამეთუ ღმერთი ერთსა S

65 დაჰსახვენ] დასახვე S

66 წოდებითი] წოდებითნი S

67 ორობითთაჲ] ორობითთა S

68 განმრავლებითთა] განმრავლებითა S

69 იტყოდინ] იტყ̃დიან S

70 სახელთა] სახელსა S

71 ნათესაობითად] ნათესავობითად S

72 თეონ] თეო S

73 და ნათესაობითი] S

74 დრეკაჲ] დრეკა S

75 სახელისაჲ] სახელისა S

76 მიცემითი] მიცემით S

77 და მიზეზობითი: ტუს თეუს [τούς θεούς], ვითარმედ: ღმერთთა.] S

78 ზემო] ზემოთ S

79 ძალი] ძალი რ̃ი S

80 გულისხმა-ყავ] გლისჴ̃ჲ S

81 მიცემითი] მიცემით S

82 ეტყოდი] ეტყოდეს S

83 რასმე] რ̃ჲსამე S

84 ეძიებ] ეძიებდა S

85 ღმერთსა გინა თუ] S

86 სხუათა] სხთაჲ S

87 რათამე] რაჲთმე S

88 ესრეთ] ესე S

89 ლექსსა] ლექსა A, ღ̃ისსა S

90 ქართულსა ენასა] ენასა ქართულსა S

91 ბერძულსცა] ბერძულსაცა S

92 მიცემითი] მიცემით S

93 ერთობითთაჲ] ერთობითთა S

94 მიცემითი] მიცემითთა S

95 განმრავლებითთაჲ] განმრავლებითთა S

96 მიზეზობითი] მიზეზობითთა S

97 ერთობითთაჲ] ერთობითთა S

98 თეონ] თეოს S

99 განმრავლებითთაჲ] განმრავლებითთა S

100 ტუს] ტჳს S

101 თეუს] თეჳს S

102 ესრეთ] ერთ S

103 წოდებითი] წოდებითა S

104 განმრავლებითთაჲ] განმრაბლებითთა S

105 თეჳ] თეო S

106 დრეკანი] დრჰ̃კანი S

107 თითოეულისა] თჳთეულისა S

108 საჴმარებისაებრცა] საჴმარისაებრცა S

109 წარმოგჳჩენიან] წარმოგჳჩენია S

110 ათცამეტნი] აცამეტნი S

111 საშუენებელნი] ს̃შუჱბლნი S

112 ზემო] S

113 ტი [τῇ]] S

114 ტენ [ταῖν]] S

115 ტონ] ტჳნ S

116 ტეს [ταῖς]] S

117 ხოლო] S

118 იტყოდინ] იტყ̃დიან S

119 ამათ ზემო წერილთა ათცამეტთა ართრონთაგან თავისა] ამათ ზემო ათცამეტთა S

120 თავით] თავის S

121 დაუსუმენ] დაუსხუმენ A

122 იტყჳან] იტყვიან და S

123 ტრიას] ტურიას S

124 ნათესაობითად] ნათესავობითად S

125 იტყოდინ] იტყ̃დინ A, იტყ̃დიან S

126 და] S

127 ტრიადი] ტრიადე S

128 სახელის-დრეკანი] სახელ-დრეკანი S

129 ცხად-ჰყოფდენ] ჰყოფენ S

130 ტა] S

131 ნათესაობითად] ნ̃ესაობითად S

132 ტრიადჳნ] ტრჳადინ S

133 ადვილობითად] ადვილობითად და S

134 უართრონოდ] უართრონოდე S

135 ნათესაობითად] ნათესავობითად S

136 ტრიასი] ტრიას S

137 ტეს] ტჳს A

138 ტას ტრიადას] ტრიადას S

139 სხუა-სახე და] სხ̃ი სახედ S

140 რიცხჳთაცა] რიცხვ̃ცა S

141 გუარითა] გუარითცა S

142 დრეკისაჲთა] დრეკისათა S

143 ვიტყჳთ] ვიტყვ̃ S

144 ტონ] ტუნ S

145 შუაჲ] შუა S

146 ცხად-ჰყოფდენ] ჰყოფენ S

147 ნათესაობითად] ნათესავობითად S

148 სულისაჲ] სულისა S

149 და] S

150 პნევმატე [πνεύματε], პნევმატჳნ [πνευμάτοιν], პნევმატე [πνεύματε]; ხოლო ართრონიანად: ტო პნევმატე [τὼ πνεύματε], ტჳნ პნევმატჳნ] S

151 პნევმატა] პნევმატე S

152 ტა] ტან S

153 პნევმატა] პნევმატე S

154 დაგჳტევიან] დაგუცკვიან A, დაგეცვიან S

155 სხუებრ] ღმერთთა S

156 თარგმნაჲ] თარგმნა S

157 დაუსხმიდე თუ] დაუსხმიდეს S

158 ვითარმედ] S

159 ღმრთისაჲ] ღ̃ო S

160 ტო] ტუნ S

161 ღმერთთა] სამებათანი S

162 და] S

163 სამებისაჲ] სამებისა S

164 სამებასა] სამ̃ბისა S

165 ტა] ტან S

166 სამებათანი] სამებათა S

167 სამებათა] ს̃მ̃ბ̃თ̃ნი S

168 ტას] ტის S

169 ართრონნი] ართრონნი არიან S

170 სულისაჲ] სულისა S

171 ტონ] ტინ S

172 თქუმაჲ] თქუმა S

173 ართრონი ბერძული] და ართრონნი ბერძულნი არიან S

174 ართრონისათჳს] ართრონთათვს S

175 რაჲცა] რაცა S

176 ვიდრემე] ვითამე A, ვითმე S

177 შეუგუარად] შეუგარად A, უგურად S

178 თარგმნაჲ] თარგმნა S

179 სიტყჳსაჲ] სიტყვსა S

180 მიერ] S

181 დაჰრთავს] დართავს S

182 სიტყუასა] სიტყვსა S

183 ართრონი] ართონი S

184 იჴუმია] იკუმუა S

185 იტყჳან მრავალნი წმიდათაგანნი და ართრონიანადცა; გარნა მრავალთაგან ართრონიანადცა] S

186 იტყჳს] იტყ̃ვნ S

187 ამით ვიდრემე] ამითვემე S

188 სახითა] სახით S

189 უართრონოჲ] უართრონო S

190 წინა-აღუდგებიან] წინა-აღდგებიან A

191 თქუმაჲ] თქუმად S

192 და] S

193 იტყოდის] იტყ̃დეს S

194 სადამე] სადმე A

195 ყოველსა] ყოველთა S

196 მწვალებელთა] მწვალებელთა და S

197 ძის-მბრძოლთასა]

198 სხუანიცა ართრონნი] S

199 თითოეულისა] თჳთეულისა S

200 ] ოსუ S

201 ონ] ონო S

202 ] A

203 ჳნ] ენ A, ენ S

204 [ἅ], ონ [ὧν], ჳს [οἷς], [ἅ]] eye-skip: scribe's eye jumped from ეს (fem. pl. dat.) to ონ (neut. pl. gen.), omitting 10 forms S

205 განმარტებაჲ] განმართებაჲ S

206 არარად] არად S

207 ნამეტავად] ნამეტნავად S

208 ვჰგონეთ] ჰგონეთ S

209 ამათთჳს] ამისთვს S

210 განვრცობაჲ] განვრცომა S

211 სიმრავლისათჳს] სიმრავლისაგან S

212 ეპოვოს] ეპოოს S

213 ძალი] ძალი რ̃ი S

214 ვითარებისაჲ] ვედრებისაჲ S

215 რანი] რ̃ჲნი S

216 ყოველი] ყოვლისა S

217 საქმე] საქმისა S

კოლაციური ცხრილი

217 ვარიანტი
# § ლემა A S ტიპი
1 1 უმეცრად უმეცრად უმეცრ̃დ ორთ
2 1 ენასა ზედა ჩუენსა ენასა ზედა ჩუენსა ენასა ჩუენსა ზედა ლექს
3 1 სიტყუასა სიტყუასა სიტყჳს̃ჲ ორთ
4 1 ენასა ენასა ენაჲსა ორთ
5 1 თარგმნაჲ თარგმნაჲ თარგმნა ორთ
6 1 გულისჴმის-ყოფისა გულისჴმის-ყოფისა ყოფისაჲ ორთ
7 1 ჩუენისა ჩუენისა ჩუენისაებრ მორფ
8 2 იყავნ იყავნ იყვ̃ნა ორთ
9 2 ყოველნი ყოველნი ყოველთა მორფ
10 2 ბერძენთა ბერძენთა ბრძენთა ორთ
11 2 დედალთა დედალთა დედალთა შორის დამ
12 2 თითოეულსა თითოეულსა თჳთეულსა ორთ
13 2 შუაჲ შუაჲ შუა ორთ
14 2 ნათესავისასა ნათესავისასა ნათესავისა ორთ
15 2 თითოეული დრეკასა სახელთასა თითოეული დრეკასა სახელთასა თითოეული დრეკასა სახელთასა გამ
16 3 და ართრონნი და ართრონნი და ართრონნი გამ
17 3 თითოეულისა თითოეულისა თჳთეულისა ორთ
18 3 ნათესავისანი ნათესავისანი ნათესავნი მორფ
19 3 ნათესავისანი ნათესავისანი ნათესავნი მორფ
20 3 ო ო ორთ
21 3 ტუ ტუ ტოო ორთ
22 3 ტონ ტონ ტონი ორთ
23 3 ო ო ორთ
24 3 ო ო ორთ
25 3 ტუს ტუს ტო უს ორთ
26 3 ო ო ორთ
27 3 სახელთანი სახელთანი სახელთანი და დამ
28 3 სახელთა სახელთა ს̃ხლთაჲ ორთ
29 3 თითოეულისა თითოეულისა თჳთეულისა ორთ
30 4 იტყჳან იტყჳან იტყჳნ ორთ
31 4 ართრონთა ართრონთა ართრონთა გარდააწყუმენ დამ
32 5 ორობითთანიცა ორობითთანიცა ორობითნიცა ორთ
33 5 ორთა ორთა ორსა მორფ
34 5 ო ო ორთ
35 5 ორობითისანი ორობითისანი ორობით̃თსნი ორთ
36 6 ზედა ზედა ზედა გამ
37 6 პირველად პირველად პირველად დამ
38 6 დაუსუან დაუსუან დასუან ორთ
39 6 იტყჳან იტყჳან იტყჳ̃ნ ორთ
40 6 იტყოდინ იტყოდინ იტყ̃დიან ორთ
41 6 ვინაჲცა ვინაჲცა ვინაცა ორთ
42 6 ართრონიანსა ართრონიანსა ართრონიანისა მორფ
43 6 ხოლო უკუეთუ თეოს-სა [θεός] თჳნიერ ართრონისა, ესრეთვე, ვითარმედ: ღმერთი. ხოლო უკუეთუ თეოს-სა [θεός] თჳნიერ ართრონისა, ესრეთვე, ვითარმედ: ღმერთი. ხოლო უკუეთუ თეოს-სა [θεός] თჳნიერ ართრონისა, ესრეთვე, ვითარმედ: ღმერთი. გამ
44 6 ენასა ზედა ჩუენსა ენასა ზედა ჩუენსა ენასა ჩუენსა ზედა ლექს
45 6 შესაძლებელ შესაძლებელ შემძ̃ლბლ ორთ
46 6 თარგმნაჲ თარგმნაჲ თარგმნა ორთ
47 6 ართრონი ართრონი ართრონნი მორფ
48 6 წინა-დასადებელი წინა-დასადებელი წინა დასადებელნი მორფ
49 6 სახელისაჲ სახელისაჲ სახელისა ორთ
50 6 მიჰმადლებს მიჰმადლებს მიმადლებს ორთ
51 7 იტყოდინ იტყოდინ იტყ̃დიან ორთ
52 7 ღრამმატიკოსთა ღრამმატიკოსთა ღრმამატიკოსთა ორთ
53 7 განწესებისა განწესებისა განწესებისაებრ მორფ
54 7 ვითარმედ: ტუ თეუ [τοῦ θεοῦ], ესე იგი არს, ვითარმედ ვითარმედ: ტუ თეუ [τοῦ θεοῦ], ესე იგი არს, ვითარმედ ვ̃დ ესე იგი არს ლექს
55 7 იტყოდინ იტყოდინ იტყ̃დიან ორთ
56 7 თეო თეო თეუ ორთ
57 7 და და ხოლო ლექს
58 7 მიზეზობითად მიზეზობითად მზეზობითად ორთ
59 7 ტონ ორთ
60 8 რამეთუ რამეთუ რამეთუ გამ
61 8 ექმნნეს ექმნნეს იქმენ ორთ
62 8 ვითარმედ ვითარმედ ვითარმედ გამ
63 8 ღმერთთანი ღმერთთანი ერთისათანი ლექს
64 8 ერთსა ერთსა ერთსა საცნაურ ჰყოფს რამეთუ ღმერთი ერთსა დამ
65 8 დაჰსახვენ დაჰსახვენ დასახვე ორთ
66 8 წოდებითი წოდებითი წოდებითნი მორფ
67 8 ორობითთაჲ ორობითთაჲ ორობითთა ორთ
68 9 განმრავლებითთა განმრავლებითთა განმრავლებითა ორთ
69 9 იტყოდინ იტყოდინ იტყ̃დიან ორთ
70 9 სახელთა სახელთა სახელსა მორფ
71 9 ნათესაობითად ნათესაობითად ნათესავობითად ორთ
72 9 თეონ თეონ თეო ორთ
73 9 და ნათესაობითი და ნათესაობითი და ნათესაობითი გამ
74 9 დრეკაჲ დრეკაჲ დრეკა ორთ
75 9 სახელისაჲ სახელისაჲ სახელისა ორთ
76 9 მიცემითი მიცემითი მიცემით ორთ
77 9 და მიზეზობითი: ტუს თეუს [τούς θεούς], ვითარმედ: ღმერთთა. და მიზეზობითი: ტუს თეუს [τούς θεούς], ვითარმედ: ღმერთთა. და მიზეზობითი: ტუს თეუს [τούς θεούς], ვითარმედ: ღმერთთა. გამ
78 10 ზემო ზემო ზემოთ ორთ
79 10 ძალი ძალი ძალი რ̃ი ორთ
80 10 გულისხმა-ყავ გულისხმა-ყავ გლისჴ̃ჲ ორთ
81 10 მიცემითი მიცემითი მიცემით ორთ
82 10 ეტყოდი ეტყოდი ეტყოდეს მორფ
83 10 რასმე რასმე რ̃ჲსამე ორთ
84 10 ეძიებ ეძიებ ეძიებდა მორფ
85 10 ღმერთსა გინა თუ ღმერთსა გინა თუ ღმერთსა გინა თუ გამ
86 10 სხუათა სხუათა სხთაჲ ორთ
87 10 რათამე რათამე რაჲთმე ორთ
88 11 ესრეთ ესრეთ ესე ლექს
89 11 ლექსსა ლექსსა ღ̃ისსა ორთ
90 11 ქართულსა ენასა ქართულსა ენასა ენასა ქართულსა ლექს
91 11 ბერძულსცა ბერძულსცა ბერძულსაცა ორთ
92 11 მიცემითი მიცემითი მიცემით ორთ
93 11 ერთობითთაჲ ერთობითთაჲ ერთობითთა ორთ
94 11 მიცემითი მიცემითი მიცემითთა მორფ
95 11 განმრავლებითთაჲ განმრავლებითთაჲ განმრავლებითთა ორთ
96 11 მიზეზობითი მიზეზობითი მიზეზობითთა მორფ
97 11 ერთობითთაჲ ერთობითთაჲ ერთობითთა ორთ
98 11 თეონ თეონ თეოს ორთ
99 11 განმრავლებითთაჲ განმრავლებითთაჲ განმრავლებითთა ორთ
100 11 ტუს ტუს ტჳს ორთ
101 11 თეუს თეუს თეჳს ორთ
102 11 ესრეთ ესრეთ ერთ ლექს
103 11 წოდებითი წოდებითი წოდებითა ორთ
104 11 განმრავლებითთაჲ განმრავლებითთაჲ განმრაბლებითთა ორთ
105 11 თეჳ თეჳ თეო ორთ
106 11 დრეკანი დრეკანი დრჰ̃კანი ორთ
107 11 თითოეულისა თითოეულისა თჳთეულისა ორთ
108 11 საჴმარებისაებრცა საჴმარებისაებრცა საჴმარისაებრცა ორთ
109 11 წარმოგჳჩენიან წარმოგჳჩენიან წარმოგჳჩენია ორთ
110 11 ათცამეტნი ათცამეტნი აცამეტნი ორთ
111 12 საშუენებელნი საშუენებელნი ს̃შუჱბლნი ორთ
112 12 ზემო ზემო ზემო გამ
113 12 ტი [τῇ] ტი [τῇ] ტი [τῇ] გამ
114 12 ტენ [ταῖν] ტენ [ταῖν] ტენ [ταῖν] გამ
115 12 ტონ ტონ ტჳნ ორთ
116 12 ტეს [ταῖς] ტეს [ταῖς] ტეს [ταῖς] გამ
117 13 ხოლო ხოლო ხოლო გამ
118 13 იტყოდინ იტყოდინ იტყ̃დიან ორთ
119 13 ამათ ზემო წერილთა ათცამეტთა ართრონთაგან თავისა ამათ ზემო წერილთა ათცამეტთა ართრონთაგან თავისა ამათ ზემო ათცამეტთა გამ
120 13 თავით თავით თავის ორთ
121 13 დაუსუმენ დაუსუმენ დაუსუმენ ორთ
122 13 იტყჳან იტყჳან იტყვიან და დამ
123 13 ტრიას ტრიას ტურიას ორთ
124 13 ნათესაობითად ნათესაობითად ნათესავობითად ორთ
125 13 იტყოდინ იტყოდინ იტყ̃დიან ორთ
126 13 და და და გამ
127 13 ტრიადი ტრიადი ტრიადე ორთ
128 13 სახელის-დრეკანი სახელის-დრეკანი სახელ-დრეკანი ორთ
129 14 ცხად-ჰყოფდენ ცხად-ჰყოფდენ ჰყოფენ მორფ
130 14 ტა ტა ორთ
131 14 ნათესაობითად ნათესაობითად ნ̃ესაობითად ორთ
132 14 ტრიადჳნ ტრიადჳნ ტრჳადინ ორთ
133 15 ადვილობითად ადვილობითად ადვილობითად და დამ
134 15 უართრონოდ უართრონოდ უართრონოდე ორთ
135 15 ნათესაობითად ნათესაობითად ნათესავობითად ორთ
136 15 ტრიასი ტრიასი ტრიას ორთ
137 15 ტეს ტეს ტეს ორთ
138 15 ტას ტრიადას ტას ტრიადას ტრიადას გამ
139 15 სხუა-სახე და სხუა-სახე და სხ̃ი სახედ ლექს
140 16 რიცხჳთაცა რიცხჳთაცა რიცხვ̃ცა ორთ
141 16 გუარითა გუარითა გუარითცა ორთ
142 16 დრეკისაჲთა დრეკისაჲთა დრეკისათა ორთ
143 16 ვიტყჳთ ვიტყჳთ ვიტყვ̃ ორთ
144 16 ტონ ტონ ტუნ ორთ
145 17 შუაჲ შუაჲ შუა ორთ
146 17 ცხად-ჰყოფდენ ცხად-ჰყოფდენ ჰყოფენ მორფ
147 17 ნათესაობითად ნათესაობითად ნათესავობითად ორთ
148 17 სულისაჲ სულისაჲ სულისა ორთ
149 17 და და და გამ
150 18 პნევმატე [πνεύματε], პნევმატჳნ [πνευμάτοιν], პნევმატე [πνεύματε]; ხოლო ართრონიანად: ტო პნევმატე [τὼ πνεύματε], ტჳნ პნევმატჳნ პნევმატე [πνεύματε], პნევმატჳნ [πνευμάτοιν], პნევმატე [πνεύματε]; ხოლო ართრონიანად: ტო პნევმატე [τὼ πνεύματε], ტჳნ პნევმატჳნ პნევმატე [πνεύματε], პნევმატჳნ [πνευμάτοιν], პნევმატე [πνεύματε]; ხოლო ართრონიანად: ტო პნევმატე [τὼ πνεύματε], ტჳნ პნევმატჳნ გამ
151 18 პნევმატა პნევმატა პნევმატე ორთ
152 18 ტა ტა ტან ორთ
153 18 პნევმატა პნევმატა პნევმატე ორთ
154 19 დაგჳტევიან დაგჳტევიან დაგეცვიან ორთ
155 19 სხუებრ სხუებრ ღმერთთა გამ
156 19 თარგმნაჲ თარგმნაჲ თარგმნა ორთ
157 19 დაუსხმიდე თუ დაუსხმიდე თუ დაუსხმიდეს მორფ
158 19 ვითარმედ ვითარმედ ვითარმედ გამ
159 19 ღმრთისაჲ ღმრთისაჲ ღ̃ო ორთ
160 19 ტო ტო ტუნ ორთ
161 19 ღმერთთა ღმერთთა სამებათანი ლექს
162 20 და და და გამ
163 20 სამებისაჲ სამებისაჲ სამებისა ორთ
164 20 სამებასა სამებასა სამ̃ბისა ორთ
165 20 ტა ტა ტან ორთ
166 20 სამებათანი სამებათანი სამებათა ორთ
167 20 სამებათა სამებათა ს̃მ̃ბ̃თ̃ნი ორთ
168 20 ტას ტას ტის ორთ
169 20 ართრონნი ართრონნი ართრონნი არიან დამ
170 20 სულისაჲ სულისაჲ სულისა ორთ
171 20 ტონ ტონ ტინ ორთ
172 20 თქუმაჲ თქუმაჲ თქუმა ორთ
173 20 ართრონი ბერძული ართრონი ბერძული და ართრონნი ბერძულნი არიან ლექს
174 21 ართრონისათჳს ართრონისათჳს ართრონთათვს ორთ
175 21 რაჲცა რაჲცა რაცა ორთ
176 21 ვიდრემე ვიდრემე ვითმე ორთ
177 21 შეუგუარად შეუგუარად უგურად ორთ
178 21 თარგმნაჲ თარგმნაჲ თარგმნა ორთ
179 21 სიტყჳსაჲ სიტყჳსაჲ სიტყვსა ორთ
180 21 მიერ მიერ მიერ გამ
181 21 დაჰრთავს დაჰრთავს დართავს ორთ
182 21 სიტყუასა სიტყუასა სიტყვსა ორთ
183 21 ართრონი ართრონი ართონი ორთ
184 21 იჴუმია იჴუმია იკუმუა ორთ
185 21 იტყჳან მრავალნი წმიდათაგანნი და ართრონიანადცა; გარნა მრავალთაგან ართრონიანადცა იტყჳან მრავალნი წმიდათაგანნი და ართრონიანადცა; გარნა მრავალთაგან ართრონიანადცა იტყჳან მრავალნი წმიდათაგანნი და ართრონიანადცა; გარნა მრავალთაგან ართრონიანადცა გამ
186 21 იტყჳს იტყჳს იტყ̃ვნ ორთ
187 21 ამით ვიდრემე ამით ვიდრემე ამითვემე ლექს
188 21 სახითა სახითა სახით ორთ
189 22 უართრონოჲ უართრონოჲ უართრონო ორთ
190 22 წინა-აღუდგებიან წინა-აღუდგებიან წინა-აღუდგებიან ორთ
191 22 თქუმაჲ თქუმაჲ თქუმად ორთ
192 22 და და და გამ
193 22 იტყოდის იტყოდის იტყ̃დეს ორთ
194 22 სადამე სადამე სადამე ორთ
195 22 ყოველსა ყოველსა ყოველთა მორფ
196 22 მწვალებელთა მწვალებელთა მწვალებელთა და დამ
197 22 ძის-მბრძოლთასა ძის-მბრძოლთასა ძის-მბრძოლთასა
198 23 სხუანიცა ართრონნი სხუანიცა ართრონნი სხუანიცა ართრონნი გამ
199 23 თითოეულისა თითოეულისა თჳთეულისა ორთ
200 23 ოსუ ორთ
201 23 ონ ონ ონო ორთ
202 23 ორთ
203 23 ჳნ ჳნ ენ ორთ
204 23 [ἅ], ონ [ὧν], ჳს [οἷς], [ἅ] [ἅ], ონ [ὧν], ჳს [οἷς], [ἅ] eye-skip: scribe's eye jumped from ეს (fem. pl. dat.) to ონ (neut. pl. gen.), omitting 10 forms გამ
205 24 განმარტებაჲ განმარტებაჲ განმართებაჲ ორთ
206 24 არარად არარად არად ორთ
207 24 ნამეტავად ნამეტავად ნამეტნავად ორთ
208 24 ვჰგონეთ ვჰგონეთ ჰგონეთ ორთ
209 24 ამათთჳს ამათთჳს ამისთვს ორთ
210 24 განვრცობაჲ განვრცობაჲ განვრცომა ორთ
211 24 სიმრავლისათჳს სიმრავლისათჳს სიმრავლისაგან მორფ
212 24 ეპოვოს ეპოვოს ეპოოს ორთ
213 24 ძალი ძალი ძალი რ̃ი ორთ
214 24 ვითარებისაჲ ვითარებისაჲ ვედრებისაჲ ლექს
215 24 რანი რანი რ̃ჲნი ორთ
216 24 ყოველი ყოველი ყოვლისა მორფ
217 24 საქმე საქმე საქმისა მორფ
ორთ ორთოგრაფიული ლექს ლექსიკური მორფ მორფოლოგიური გამ გამოტოვება დამ დამატება

ექსპორტი

TEI-XML
URN დაკოპირდა!