იოანე ოქროპირის ჰომილია Ი̃Თ

76 პარაგრაფი · 103 შენიშვნა · 231 ტერმინი

f. 26v
კომენტარი და აღწერა

წყარო

იოანე ოქროპირის Ი̃Თ ჰომილია შემონახულია ათონის ივერთა მონასტრის A-6 ხელნაწერში (ff. 26v–41r), რომელიც XII–XIII საუკუნეებით თარიღდება.

შენიშვნები

ბიბლ. ბიბლიური მითითებები (წიგნი, თავი, მუხლი)
სარედ. სარედაქციო შენიშვნები

ტერმინები

ხაზგასმული ტერმინები დაკავშირებულია ლექსიკონთან. დააჭირეთ ტერმინს განმარტების სანახავად.

A · ათონის მთა · ივერთა მონასტერი · 26v—41r
ხელნაწერის აღწერა

Ი̃Თ. მისივე წმიდისა მამისა ჩუენისა იოანე ოქროპირისა კონსტანტინუპოლელ მთავარეპისკოპოსიაჲ. სიტყჳსა მისთჳს, ვითარმედ: „ქრისტე აღმოსავალი არს აღმოსავალთაჲ“ და ვითარმედ „აღვიდა“ და „შთავიდა“ და სულისათჳს წმიდისა, ვითარმედ: „ყოვლისა მპყრობელ არს“.

ამაო, გუაკურთხენ

1 გუშინ, ჩუენ, ჵ ქრისტეს მოყუარენო, წინაჲსწარმეტყუელთა და მახარებელთა შემოსრულთა ჴმათა მხოლოდ-შობილისა ღმრთისმეტყუელებაჲ განგჳბრწყინვეს ქრისტეს მოყუარესა ერსა. და ეჴსენების ესე ტკივილთ-მოყუარეთა და მოსწრაფეთა მსმენელთაგანთა, თუ ვითარ ჩუენ ღმრთისმეტყუელებისა ძლით განგუემარტა სიტყუაჲ მრავლად ვიდრემე ღირსებისაგან დაკლებული, გარნა ეგრეთცა, რაოდენ დასატევნელ იყო ენისა უკუდავთა ფილოსოფოსობად იძულებულისა. ხოლო არარაჲს დამაკლებელ............ სასა მოქენ..........არ ვიდრემე არს ჭეშმარიტებისა სიტყუაჲ და დიდსა 27r უკუე(?) ზესთ(?) სოფლისა სიბრძნესა(?). და კაცობრივი სიტყუაჲ გლახაკი და უძლური და მოკუდავი დაშურების უკუდავთა წარმოდგინებად იძულებული. 1

2 ყოვლითურთ ვიდრემე ჭეშმარიტებისმოყუარებით თქუმითა არავის კაცთაგანსა ძალ-უც სიტყჳსა ღმრთისა ღირსებით ქებად; რამეთუ იგი მხოლოჲ სადმე ღირს იყოს, რომელი დაკნინებასა თჳსსა აღიარებდეს და სამეუფოსა მეცნიერ იყოს ღირსებასა. ნუ ვინაჲ უკუე კაცობრივი სიტყუაჲ, დაკნინებული სამეფოჲსა ღირსებისაგან, სირცხჳლეულ არს; არამედ უფროჲსღა იგი სირცხჳლეულ იქმენინ, რომელი საღმრთოთა ძლევად მეცადინობდეს; და რამეთუ გრძნობადთა შორის ღუაწლთა მძლეველნი ვიდრემე გჳრგჳნთა მოიხუმენ, ხოლო ძლეულნი სირცხჳლსა მიითუალვენ. ხოლო კეთილმსახურების ძლითთა ტკივილთა შინა და ღმრთისმეტყუელებასა კანონთა ძლევად ვიდრემე მეცადინნი სირცხჳლეულ იქმნებიან, ხოლო ძლეულებისა აღმსარებელნი კეთილგონიერებისა მიიხუმენ გჳრგჳნთა.

3 აწ უკუე გაჴსოვს, ვითარ მოაქუნდა სიტყუასა ჩუენსა გრძნობადისა და გონიერისა ნათლისა განყოფილებაჲ, ვითარმედ გრძნობადი ვიდრემე ნათელი განატფობს სხეულთა ბუნებასა და უძღჳს თუალსა აგებულთა გულისჴმის-ყოფად, რაჲთა და საქმენიცა გჳკჳრდენ. ხოლო „სიმართლისა მზე“ — გონიერი და ჭეშმარიტი და წმიდაჲ ნათელი, მხოლოდ-შობილი მამისაჲ, სამარადისოჲსაგან ნათლისა ნათელი სამარადისოჲ გამობრწყინვებული, ზესთსოფლისათაცა ძალთა განაბრწყინვებს და კიდეთა სოფლისათა განანათლებს თქმულისა მისებრ: „დაფარნა ცანი სათნოებამან მისმან და ქებითა მისითა სავსე არს ქუეყანაჲ“2.

4 გაჴსოვს უკუე — და რამეთუ არა უწესო არს კუალად მოჴსენებად — თუ ვითარ წინა-შესავალთა ვიდრემე კეთილმსახურებისათა მქონებელად ვითარცა ცისკარი ჩანს, ხოლო წარმართებასა შინა ქმნილთა ყოვლად თავსა თჳსსა უჩუენებს სიმართლისა მზე და აღმოსავალსა საკჳრველისა მომღებელსა ლამპრისა კეთილმსახურებისასა; რამეთუ წმიდანი წინაჲსწარმეტყუელნი არა მხოლოდ „მზედ სიმართლისად“3 უწოდდეს მაცხოვარსა და „ცისკრად“4 და „ნათლად ჭეშმარიტად“5, არამედ „ლამპრადცა“, ვითარცა წამებს ღმერთი 27v ისაიაჲს მიერ: „ამას იტყჳს უფალი: მოახლდების სიადრით სიმართლე ჩემი მოსლვად“6 და „მაცხოვარებაჲ ჩემი ვითარცა ლამპარი ეგზებოდის“7 და „მკლავისა მომართ ჩემისა წარმართნი ესვიდენ“. „მაცხოვარებაჲ ჩემი ვითარცა ლამპარი ეგზებოდის“ — და რაჲ არს ლამპარი? ნუვინ კაცობრივი გონებაჲ თარგმნის ღმრთისათა; რამეთუ არა არს ჭეშმარიტად სწავლაჲ, არა თუ მისგან მიეცეს სწავლაჲ მისი.

5 ოდეს უკუე მხოლოდ-შობილი უფალი ჩუენი იესუ ქრისტე მოვიდა უქორწინებელისაგან ქალწულისა სოფლად უცხოჲსა გზისა მჩუენებელი და უცხოჲსა შობისა შემომღებელი საწუთოსა ამას შინა, ჯერეთცა ჩჩჳლად მოქმედი საიდუმლოისაჲ, იტჳრთა იგი დედამან და მიიყვანა მღდელთმოძღურისა სჳმეონისსა. ხოლო მან მიიქუა რაჲ მკლავთა მაცხოვარებაჲ თქუა მისა მიმართ მეტყუელმან: „აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳდობით. რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი“8.

6 აწ უკუე უკუეთუ მაცხოვარებაჲ არს ქრისტეს მოსლვაჲ, კეთილად სადმე იტყოდის წინაჲსწარმეტყუელი: „პირისაგან ღმრთისა და მაცხოვარებისა ჩემისა ლამპარი ეგზებოდის“ და „მკლავსა ჩემსა წარმართნი ესვიდენ“. ხოლო კუალად „მკლავად“ უწოდს მხოლოდ-შობილსა, არა ვითარცა ნათელსა ღმრთეებისასა, არამედ ვითარცა არსებითა შეერთებულსა. რამეთუ ვითარცა მკლავი მის არსებისა მისისა არს, რომლისა იყოს მკლავ, ესრეთ მამისად მხოლოდ-შობილი სახელ-იდების, ვითარცა თჳთ მისისა არსებისაჲ და ვითარცა თანამოქმედი მამისა შემოქმედებისაჲ.

7 და ამის გამოსაჩინებელისა მოწამე არს ნეტარი იოვანე მახარებელი, მკერდსა ზედა იესუჲსსა მიყრდნობილი და ვითარცა სამარადისოჲსა წყაროჲსაგან აღმომვსებელი; რამეთუ რასა იტყჳს იოვანე მკლავისა მიმღებელი მაცხოვრისა განგებულებისად და მისისა აღვსებისად? „მრავალთა სასწაულთა ქმნასა მის მიერო“, — იტყჳს, — „არა ჰრწმენა მისა მიმართ იუდეანთა“9, რაჲთა აღესრულოს თქუმული ისაიაჲს მიერ: „უფალო, ვის ჰრწმენა სმენაჲ ჩუენი და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა“?10 იგივე უკუე და სიმართლეცა, რამეთუ „მოახლდების სიმართლე ჩემი მოსლვად“. ესრეთვე და მაცხოვარებაჲ მისი მაჩუენებელი მისთჳს და ... შემომკითხველი ... აღიყვანებს ღირსებასა მეტყუელი მაცხოვრისათჳს: „რომელი იშვა ჩუენდა ღმრთისაგან სიბრძნე და სიმართლე და სიწმიდე და გამოჴსნად“11.

8 ესრეთ ჩუენდა აღმოჴდა აღმოსავალი სიმართლისაჲ. რამეთუ „აჰა ესერა აღმოუვლინოო“, — იტყჳს, — „სახლსა დავითისსა აღმოსავალი სიმართლისაჲ და განმეფნეს მეფე მართთალი“12. ერთი ვიდრემე არს აღმოსავალი, გარნა მრავალ არიან შარავანდედნი მისნი. ესე იგი არს შარავანდედნი კაცთ მოყუარებისანი, შარავანდედნი კურნებისანი, შარავანდედნი განკურნებისანი, შარავანდედნი მშჳდობისანი, შარავანდედნი სიმართლისანი, და გნებავსა ხილვად მისა აღმომავალისა და თანა-აღმომავალთა მისთა სათნოებათა? ისმინე წინაჲსწარმეტყუელისა დავითის მეტყუელისად: „აღმოაბრწყინვოს დღეთა მისთა სიმართლე და სიმრავლე მშჳდობისაჲ, ვიდრემდის ნაცვალ-მოისპოს მთოვარე“13.

9 ესე უკუე აღმოსავალი და სიმაღლითცა აღმოჰჴდა და ქუეყანითცა; სიმაღლით ვიდრემე ღმრთეებისათჳს, ხოლო ქუეყანით — განგებულებისათჳს; — და რამეთუ მაღლითცა აღმოჰჴდების და სიღრმითცა, და ცაჲცა მასვე აჩუენებს აღმომავალად და ქუეყანაჲცა; მაღლით ვიდრემე სიტყჳსაებრ ზაქარიაჲსსა — არა წინაისწარმეტყუელთა შინა აღრაცხულისა, არამედ მამისა იოვანე წინამორბედისა — რამეთუ რასა იტყჳს მამაჲ მისგან შობილისა მიმართ? „და შენ, ყრმაო, წინაჲსწარმეტყუელ მაღლის იწოდო; რამეთუ წარსძღუე შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა, მიცემად მეცნიერებაჲ ერსა თჳსსა მიტევებითა ცოდვათა მათთაჲთა, მოწყალებითა და წყალობითა ღმრთისა ჩუენისაჲთა, რომელთა მიერ მოგუხედნა ჩუენ აღმოსავალმან მაღლით გამოჩინებად მათ ზედა, რავდენნი სხენან ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა“14. იხილე, რამეთუ აღმოსავალმან ზეცით მოიხილა და „ჭეშმარიტებაჲ ქუეყანით აღმოჰჴდა15.

10 და ისმინე უკუე, გევედრები განმკაცრებით, აღმოსლვაჲ ესე; რამეთუ ვინაჲთგან ღმერთმან დასჯასა მას ადამისსა პირველად 28v სადმე განჩინებაჲ შემოიღო მეტყუელმან, ვითარმედ: „ეკალთა და კუროჲსთავთა აღმოავლენდეს შენდა ქუეყანაჲ“16, ნაცვალად უკუე წყევისა მის, გულისჴმა-ყავ, რაოდენ ზესთა აღმატებაჲ სიმართლისად აღმოეცენა? ადამის გარდასლვისა ძლით ეკალნი ქუეყანამან აღმოავლინნა; და მაცხოვრისა მოსლვითა ჭეშმარიტებაჲ ქუეყანით აღმოჰჴდა. აღმოჰჴდა უკუე ჭეშმარიტებაჲ, რაჲთა ტყუვილი წარიოტოს; გამოჩნდა ცხორებაჲ, რაჲთა სიკუდილი ექსორია-ყოს; გამოჩნდა გზაჲ, რაჲთა საცთური დაჰჴსნას. რამეთუ იტყჳს: „მე ვარ გზაჲ და ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ“17.

11 ესე ცხად იქმნა ჩუენდა მეფე ისრაელისაჲ, მეფე დიდი, რომელსა ღაღადებდეს ვიდრემე წინაჲსწარმეტყუელნი; რომელთა თანა დავითცა მეფედ უწოდდა მას დიდად თჳსობითად მისა მიმართ აღმავლენელი წინაჲსწარმეტყუელებისაჲ და მეტყუელი, ვითარმედ: „ღმერთი მაღალ, საშინელ, მეფე დიდ ყოველსა ქუეყანასა ზედა“18. და ვინაჲთ ესე იტყჳს, რამეთუ არა მამისა მიმართ აღიყვანებს სიტყუასა, რამეთუ არა არს აღმოჩენილი ჴმაჲ, არამედ სა.............. გარნა იხილვებ........ განა(?)]სხნნა [....] ებანი გ[...] რიბ].

12 და ჰპოო გაგონებითა ძალი, ვითარმედ: „ღმერთი მაღალ და საშინელ და მეფე დიდ ყოველსა ქუეყანასა ზედა; დაგუამორჩილნა ჩუენ ერნი და წარმართნი ქუეშე ფერჴთა ჩუენთა“19. ვინაჲ არა უკუე საჴმარ არს დღეს ყოვლისა ფსალმუნისა თარგმანებაჲ, არამედ უფროჲსღა წინამდებარისა მიმართ შევანაწევროთ გონებაჲ და დამტევებელნი შორის წინამდებარისა მიმართ მოვიდეთ: „გამომირჩინა ჩუენ სამკჳდრებელად თავისა თჳსისა სიკეთედ იაკობისად, რომელ შეიყუარა“20. მერმეცა მეყსეულად შესძინებს: „აღვიდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ჴმითა საყჳრისაჲთა“21.

13 ხოლო „აღვიდა“-სა არცა ჩემდა მოგონებად სათანამდებო არს ვითარცა მნებავს, არცა მწვალებელისა ვითარცა ჰნებავს; რამეთუ ჯერ-არს ჩუენდა მოწაფე-ყოფად წერილისა და არა ახალ-მკuეთელობად მისა. რამეთუ მოძღურებაჲ კაცობრივი განმხრწნელი ღმრთისათაჲ სასჯელის-ქუეშედ მოვალს 29r და სატანჯველსა შეუ | ...კუე უფლისად ... ვანთა .... საჲ და ურჩ ექმნენით მცნებასა ღმრთისასა მოძღურებითა თქუენითა.

14 ხედავა, ვითარ კაცობრივი მოძღურებაჲ ურჩებად იქმნების ღმრთისა? მოძღურებასა კაცობრივსა ვიტყჳ, არა ვინაჲთგან რამეთუ კაცი ასწავებს, არამედ რაჟამს გარეშე თჳსთა გულისსიტყუათასა თარგმნიდეს. რამეთუ არა არს კაცობრივი პირი გარეშე შეწევნისა საღმრთოთა სიტყუათაჲსა მასწავლელი გინა თარგმანებაჲ სამეფოჲ. და ვითარცა-იგი მეფეთა წინაშე მდგომარე არიან მესაშოვლენი, შორის მიმღებელნი კითხვათა და მიგებათანი, რაჲთა სამეფოჲსაგან ღირსებისა დაცვულ იქმნეს უვნებელად პატივი და წინაშე მდგომელნი ნეტარ-ჰყოფდენ მეფისა ღირსებასა, ესრეთვე წინაჲსწარმეტყუელნიცა შორის შემოსრულსა ღმრთისა ღირსებასა და კაცთა უძლურებასა იქმნეს ვითარცა მთარგმანებელნი პირისაგან ღმრთისა. ვითარცა უკუე თარგმანებულსა ზედა უკუეთუ თქუას მთარგმანებელმან, ვითარცა პირისაგან მეფისა, ვითარმედ: „მიბრძანებიეს“, „განმისაზღვრებიეს“ — არა მთარგმანებელისა ზედა აღიყვანების სიტყუაჲ, არამედ თჳთ მის თარგმანებულისა ზედა.

15 ესრეთვე უკუე ვინაჲთგან წინაჲსწარმეტყუელნი ჴმობენ, ნუ კაცისა მიმართ მიხედავ, არამედ ღმრთისა მიმართ მათ შორის მჴმობელისა. ამისთჳს უკუე და ნეტარი ისაია, თავისა მიერ თჳსისა წესითა მთარგმანებელთაჲთა მოქადული, ვითარცა პირისაგან თჳსისა იტყოდა: „უკუეთუ გენებოს და ისმინოთ ჩემი, კეთილთა ქუეყანისათა სჭამდეთ“22. უკუეთუ ვისმინოთ შენი, კეთილთა ქუეყანისათა ვჭამდეთა? ვინ უკუე ხარ შენ? არა ერთი კაცთაგანია? არა ჩუენ თანა ქუეყანასა ჰმკჳდრობა? არა მისგან იზარდებია? არა მისდა მიმართვე მიიქცევია? რაჲსათჳს არა იტყჳ: „უკუეთუ ინებოთ და ისმინოთ ღმრთისაჲ“, არამედ „უკუეთუ ინებოთო და ისმინოთ ჩემი, კეთილთა ქუეყანისათა სჭამდეთ. ხოლო უკუეთუ არა ინებოთ და არა ისმინოთ ჩემი, მახჳლმან შეგჭამნეს თქუენ“23. და ესოდენად აღიყვანება თავისა შენისა ღირსებასა?“ „არაო“, იტყჳს, — „რამეთუ პირმან ღმრთისამან თქუა ესენი“.

16 ესრეთ ჯერ-არს წინაჲსწარმეტყუელთა მიერ სმენად; ესრეთ ჯერ-არს მოციქულთაგან შეწყნარებად ვითარცა წერილთა 29v სამეფოთა და წერილთა კალმოსანთა(?) რამეთუ ძალ-უც შენდაცა ბუნებასა კალმისასა ჴელპყრობილ-ყოფად გაგონებისა მიმართ სჯულისა ღმრთისა.... კალამი ხილულისა ვიდრემე ჩანს იგი მწერალად, ხოლო ძალისა — არა, არამედ ჴელი მპყრობელი მისი, რამეთუ არა რაოდენი ჰნებავს, არცა რაოდენი ძალ-უც, წერს — რამეთუ უძლურ არს ვით თჳსით და უგონებელ — ხოლო რაოდენსა გონიერებისაგან ჴელისა და გრძნობადისა ჴუმეული წერს, — ესე ყოველთა მიერ აღმოიკითხვის.

17 ესრეთვე გულისჴმა-ჰყოფდ წინაჲსწარმეტყუელისა სიტყუასა და თქუა-თა და ენათა მათთა ვითარცა კალამსა ღმრთისასა, უკუდავისა ჴელისა მიერ პყრობილსა, თქუმულისა მისებრ იეზეკიელისა: „და იქმნა ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ“24, რამეთუ შეეხების ენათა წინაჲსწარმეტყუელთასა ჴელი წმიდაჲ უკუდავი და გონიერი, ვინაჲცა ენასა წესი კალმისაჲ უპყრიეს თქუმულისაებრ: „ენაჲ ჩემი კალამ მწერლისა მახჳლ-მწერლისა25.

18 აწ უკუე ითქუა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ წინაჲსწარმეტყუელებული; ხოლო ითქუა არა რაოდენ ჯერ-იყო, არამედ რაოდენ ძალ-ედვა; რამეთუ იტყჳან კაცნი ღმრთისათჳს არა რაოდენი თანა-აც, — რამეთუ ესე შეუძლებელ არს, —არამედ რაოდენი შესაძლებელ არს; რამეთუ ესე კ....... ........ არს. და ვითარცა-იგი მამანი, რაჟამს იხილონ ბრგუნილი ენაჲ შვილთა თჳსთაჲ, არა მიხედვენ ლექსსა ჴელოვნებულსა, არამედ სურვილსა გონებისასა სიყუარულითა მოხარულნი და არა ლექსითა განმზომელნი სიტყუათანი უტკბილეს შეჰრაცხენ რიტორთაცა მასწავლელობისა ბრგუნვილთა ყრმათა მათთა ჴმებსა, ესრეთვე და ღმერთი იშუებს ჩუენ მიერ თქუმულთა ზედა — არა სრულებისათჳს მოძღურებისა, არამედ სრულებისათჳს სურვილისა. ვინაჲ ღმრთისა ვიდრემე მაქებელნი, დაღაცათუ ვბრგუნვილობთ, არამედ ბრგუნვასა შინა მშჳდობასა ვქადაგებთ, რაჲთა სრულ იქმნეს ისაიაჲს მიერ თქუმული, ვითარმედ: ენათა ბრგუნვილთა ისწაონ სიტყუად მშჳდობისა.

19 გუშინ ვიდრემე გჳჩუენეს წინაჲსწარმეტყუელთა ყოვლისა მპყრობელი ძე ყოვლისა მპყრობელისაჲ. ხოლო მოძღურებულ იქმნა არა სიტყჳთა იძულებულითა, არამედ სიტყჳთა წამებულითა, გარნა ნუ შეურაცხ-ვჰყოფთ დაშთომილსაცა 30r ნეშტსა, ვითარმედ ..დენ წინა ქ[...] „აღვიდა ღმერთი ღაღადებითა“26. აწ უკუე მოციქული არა მნებებელობს თქუმად რომელი ეგულების, არცა ჩემდა გაგონებად ვითარცა მნებავს, არცა შენდა მოსაჯულობად ვითარცა გნებავს. და რამეთუ ამიერ განსრულ იქმნა სხჳსა მიმართ შემდგომობისა სიტყუაჲ, რომელსა უკუე იტყჳს პავლე და რომელსა პირსა ზედა შეუნდობს. შეწყნარებად აღსლვასა, საშურო არს განხილვად. ისმინე უკუე პავლესი მეტყუელისაჲ ეფესელთა-მიმართსა ეპისტოლესა შინა: „ხოლო თითოეულსა თქუენსა მოეცემის მადლი საზომისაებრ ნიჭისა ქრისტესისა“27.

20 ამით პავლე და წამებასაცა შემოართუამს დამბეჭდველი თავისა(?) თჳსისაჲ (?) წინაჲსწარმეტყუელისა დავითის მოძღურებითა, რამეთუ იტყჳს: „აღვიდა სიმაღლესა, წარმოტყუენა ტყუე, მისცა ნიჭად კაცთა“28. მერმეცა გამოვალს ადგილისაგან საწინაჲსწარმეტყუელოჲსა და თანა შემოიღებს თავისა-თჳსისა-ძლითსა არა შეძინებისა ძლით, არამედ განცხადებულისა თარგმანებისა. ხოლო რაჲ არსა „აღვიდა?“ ამას პავლე, ვითარმედ: „არა თუმცა ბნელსა შინა უკუე ქუესკნელთა ქუეყანისათა შთასრული. იგი არს და აღსრულიცა ზესთა ცათა, რაჲთა აღავსნეს ყოველნი?“29

21 ხედავა, ვითარ აღსლვასა ამას არა შეუნდობს პავლე სხჳსა პირისათჳს მოღებად, გარნა მხოლოდ-შობილისა? და სამართლად, რამეთუ შიშულისა ღმრთეებისადა ვითარმედ: „აღვიდა“ სიცოფე არს, და ვითარმედ: „შთავიდა“ — ნამეტავ. რამეთუ ყოვლისა შემცველი ძალი, ყოვლითგან ყოველთა შორის მყოფი, ყოველთა თჳსისა სულისა მიერ შემომნივთებელნი, არა ვინაჲ გარდადგების ადგილითი ადგილად. რამეთუ მისი არს ჴმაჲ ესე: „ცასა და ქუეყანასა მე აღვავსება“30. აწ უკუე უკუეთუ აღავსებს, სადა გარდადგების?

22 ესრეთ უკუე „აღსლვაჲ“ და „შთასლვაჲ“ ნამეტავად პოოს ვინმე, ხოლო საკუთრად მაცხოვრისა ზედა იყო. შ...] კ[.....]. არამედ „იყავნო“, — იტყჳს, — „აღსლვაჲ“, ვინაჲთგან ჴორცისა მქონებელი აღვიდა; ხოლო „შთასლვაჲ“ ვითარ გულისჴმა იქმნას? რამეთუ შიშუელი ღმრთეებაჲ არა შთამოვიდა; გარნა „შთამოსლვად“ მისსა თანა-შთამოსლვასა 30v უწოდს ............. აღსლვასა და შთასლვასა ქრისტესსა განასაზღვრებს პავლე განცხადებულად.

23 იტყუამან აჩუენა, რამეთუ რაჟამს თქუას, ვითარმედ: „აღვიდა ღმერთი“, ესე არს, ვითარმედ: აღვიდა განგებულებად, ხოლო ვითარმედ: „ღაღადებითა“ — შესხმითა ანგელოსთაჲთა; „უფალი ჴმითა საყჳრისაჲთა“31, ხოლო საყჳრად უწოდს ანგელოზთა აღჭურვილებასა, რამეთუ მაშინ ანგელოზნი წინა-უძღოდეს მას. და მეორედ მოსლვასა შინა ანგელოზნივე უძღოდინ მას თქუმულისა მისებრ ანგელოზისა მიერ, უფროისღა ანგელოზთა მიერ: „კაცნო გალილეველნო, რაჲსა მდგომარენი ხართ მხედველნი ცად მიმართ? ესე იესუ, რომელი ამაღლდა თქუენგან, ესრეთვე მოვიდეს, რომლითა გუარითა იხილეთ იგი აღმავალი ზეცად“32. ესრეთ ვითარ, რამეთუ უკუეთუმცა არა აღვიდა ჴმითა საყჳრისაჲთა, უკუეთუმცა არა აღვიდა ანგელოზთა მიერ წინა-ძღუანვილი, არამცა მოვიდა ანგელოზთა მიერ წინა-ძღუანვილი.

24 აწ უკუე მოვიდეს მაშინ იგი ვიდრემე, ვითარცა საყჳრი თჳსითა ჴმითა მჴმობარე. ხოლო წინა-უძღუების მოსლვასა მისსა მთავარანგელოზი, და ვითარ-იგი ქადაგებულ-იქმნების წინა-ძღოლითა ანგელოზთაჲთა ... ვიდრემე და ახარებს მუნ მყოფისა მთავრისა უფლებასა, ხოლო შიშსა შეუქმს მთავრებულთა და ღირსებასა სცავს წინა-ძღუანვილისასა; ესრეთვე და მუნ არა შეუ...]ბს მაცხოვრისა გამოცხადებაჲ პირველად გამოჩინებად სამეფოჲსა ხატისა. არამედ წინა-რბის ანგელოზთა მჴედრობაჲ და წინა-ძღჳს ანგელოზი მქადაგებელი, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „თავადი უფალი ბრძანებითა ჴმითა მთავარანგელოზისაჲთა შთამოვიდეს ზეცით“33, რომლისა ჴმაჲ მქადაგებელი მეფისა საცნაურ-ჰყოფს მოსლვასა. და გულისჴმა-ყავ სიდიდე ჴმისაჲ, რომელი შემძლებელ არს აღვსებად ყოვლისა სოფლისა. ხოლო ესენი ვიდრემე ესოდენ.

25 ხოლო ვინაჲთგან ძმათა ვიეთმე მოსწრაფეთაგანთა სულისა წმიდისათჳს ითხოეს სიტყუაჲ სურვილითა ვიდრემე სათნოჲთა აღძრულთა, ხოლო სულითა წმიდითა განმტკიცებად მნებებელთა, აწ უკუე საჭირო არს დაწყნარებით, ძალისაებრ ჩუენისა, ლოცვითა წმიდათა მამათაჲთა, ფრთოან ქმნითა გონებისა და ენისა ჩუენისაჲთა თქუმად არა ...........რსა ..... და (?) წმიდისა სამებისა. და რამეთუ დამაკლდების ჩუენ მამისა მიმართ და ძისა და წმიდისა სულისა ყოველი კაცობრივი გონებაჲ, ხოლო ითხოენ ჩუენგან წერით ჴმასა, უკუეთუ იპოებისა „ყოვლისა მპყრობელად“ სახელ-დებულად სული წმიდაჲ?

26 ხოლო მე სიადრით ვიჴუმიო ამის-ძლითი სიტყუაჲ არა იძულებულითა მოძღურებითა, არამედ თჳთ მის წმიდისა სულისა მიერ წამებულითა და შემძლებელითა რწმუნებად ყოველსა კაცსა კეთილცნობიერსა, უკუეთუ განმარტებით ლექსეულად ითხოონ ჴმაჲ. ხოლო მნებავს პირველად მხოლოდ-შობილისა ღირსებისა უარ-ქმნილისა ძლით განმარტებად მოძღურებისა, რამეთუ სულისა ძლით ვიდრემე აღსაარებულ არს ძეცა ყოვლისა მპყრობელად, ხოლო თჳთ ძე უარქმნილად არცაღა ესე შესაწყნარებელ არს.

27 არიანოზთა უკუე ჰნებავს არცა ძისა, არცა სულისა ყოფად ყოვლისა მპყრობელად. აწ უკუე ერთისა მიერ სიტყჳსა არიანოზთაცა და სულისა მბრძოლთა წინა-აღუდგებით; ხოლო სიტყუაჲ ვთქუათ განმარტებული ვიდრემე გონებით, ხოლო | ორ[...]-ითა(?) რამეთუ ძალ-უც სიტყუასა ღმრთისასა ერთისაგან ენისა ორთა მიხუმად პირთა და ორთა მწვალებელთასა დაყოფად პირთა. რამეთუ, ვინაჲთგან საჴმარებაჲ არს ორთა პირთაჲ, – ხოლო პირად ვიტყჳ პირთა შინა ქადაგებულ სა..]ლსა, ხოლო ვინაჲთგან საჴმარებად არს ორთა პირთა მბრძოლთად: ერთისაჲ ვიდრემე მწვალებრებრი საცთური არიანოზთაჲ, ხოლო მეორისაჲ — სულისა მბრძოლთაჲ, ვივასხოთ სულისაგან წმიდისა მახჳლი ღმრთისაჲ, რომლისათჳს იტყჳს პავლე : „რამეთუ ცხოველი სიტყუაჲ ღმრთისაჲ და საქმიერი და უმკუეთელესი უფროჲს მახჳლისა ორპირისა“34.

28 იტყჳან უკუე მწვალებელნი ძისა უარის-მყოფელნი, უფროჲსღა თავთა თჳსთა მაცხოარებისა უარის-მყოფელნი, — რამეთუ უარის-მყოფელმან თავი თვსი უარ-ყო, არა მეფისა დიდებაჲ დაავსო, ვითარცა იტყჳს მოციქული: „უკუეთუ უარ-ჰყოთ იგი, სარწმუნოდ ჰგიეს, რამეთუ უარ-ყოფად თავისა თჳსისა ვერ შემძლებელ არს“35, — ვინაჲთგან უკუე იგინი მიგუჴდიან ჩუენ და იტყჳან, ვითარმედ: „სადა წერილ არს ძე ყოვლისა მპყრობელად ლექსეულად?“ კითხულ იქმენინ და ჩუენ მიერცა: სადა წერილ არს მამად ყოვლისა მპყრობელად ლექსეულად?. რამეთუ არა შენდა ვიდრემე ჯერ-არს უჭირველად თქუმად მოსრულთა, ხოლო ჩემდა დაყენებულ არს თჳნიერ ლექსისა არა-წარმოდგინებად საძიებელისა.

29 აწ უკუე უკუეთუ ჰპოებ სახელდებით მამასა ყოვლისა მპყრობელად დაწერილსა, მიგუჴდიდ სახელ-დებულად ძესაცა ყოვლისა მპყრობელად. და ნუ განმარტებით ახლისა-მკუეთელობ წმიდათა მიმართ წერილთა, და მოძღუართა დაემორჩილე; რამეთუ მოწაფე ხარ. — არა მოძღუარი, — სხუათა შთათესული და სხუათა შთამთესველი სული თესულ-ყოფად უკუე გისწავიეს არა თესვადცა მოძღურებულ-ყოფად და არა მოძღურებად. სადა უკუე წერილ არს მამაჲ ყოვლისა მპყრობელად? გარნა არა-მპოვნელი ლექსისაჲ უღონოებს და უღონო-ქმნილი მიივლტის სიტყუათა ზედა წინაჲსწარმეტყუელთასა: „ამას იტყჳსო უფალი ყოვლისა მპყრობელი36. იტყჳს: „უფლად“ თქუა და არა „მამად“, აჩუენა [...] და არა[..........] ხა.

30 ხოლო რომელი მრავალ გზის მითქუამს, მომღებელი აწ კუალადცა ვიტყჳ, რაჲთა არა ვისი სცთეს გონებაჲ და შთარბიოდის სიტყჳსა მიმართ. ჩემდა ვიდრემე მდგომარე არს ღმრთისმეტყუელებისა საზღვარი შეუძრველი: დაღათუ უფლად ყოვლისა მპყრობელად იქადაგოს, მამად გულისჴმა-იყოფების და ძედ სარწმუნო იქმნების და სულად წმიდად განცხადნების. არამედ რამეთუ სიტყუაჲ აღიჭურვის განცხადებულად, რაჲთა ოდეს ამხილოს წვალებისა ცილისწამებასა, მაშინ აჩუენოს სულისა ჭეშმარიტებაჲ.

31 „ამას იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი“. უფლად გესმა, ხოლო მამად გამოჩინებად არა გაქუს. და უკუეთუ გნებავს, სიტყვთ იპოების ძე ყოვლისა მპყრობელად, რამეთუ მოციქულისაებრ: „ერთ არს ღმერთი მამაჲ“37, ერთ არს უფალი იესუ ყოვლისა მპყრობელი მხოლოდ-შობილი; რამეთუ განმცდელობენ მწვალებელთა შვილნი განყოფილებისაგან სახელთაჲსა შექმნად არსებისაცა განყოფილებისა. ვითარ-იგი იტყჳან, ვითარმედ: „არა საგონებელ არს ღმერთი უფლად, არამედ სხუასა ვიდრემე ღირსებასა აჩუენებს „ღმერთი“, ხოლო სხუასა ღირსებასა საცნაურ ჰყოფს „უფალი“. „ესრეთ მრავლად უქუენაესად აჩუენებსო ძესა“ — იტყჳან — „ამიერ ვიდრემე ძესა „უფლად“ თქუმითა, ხოლო მამასა — „ღმრთად“.

32 რაჲსა ესრეთ ჰფილოსოფოსობ შენ, უფროჲსღა ამაოდ ჰბრძნობ? ჭეშმარიტებაჲ ვიდრემე არა ესრეთ მისცემს. არამედ უწყის მრავალ-გზის შენ მიერ მეორედ საგონებელსა სახელსა პირველსა წესსა შინა ქონებად და მხოლოდ უფლად აღსაარებად. შენ ვიდრემე დიდად ჰგონებ თქუმად მამისათჳს, უკუეთუ უწოდო მამასა „ღმრთად“; ხოლო მე დავითს დავემორჩილო უფროჲსღა ვიდრე შენ, რამეთუ იტყჳს ნეტარი დავით ესრეთ: „ცნედ, რამეთუ სახელი შენი უფალ არს. შენ მხოლოჲ მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა“38.

33 და ამას ვიტყჳთ არა უღონონი ჩუენებად. ვითარმედ და მხოლოდ-შობილიცა ღმრთად იწოდების, რამეთუ პავლესი არს ჴმაჲ და მოძღურებაჲ: „ქრისტე ჴორცთაებრ, რომელი არს ყოველთა ზედა ღმერთი კურთხეული“39. პავლე ვიდრემე ღმრთად ქადაგებს მას, ხოლო დავით იტყჳს: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა; ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ“40; ეგრეთვე და მახარებელიცა: დასაბამსა იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ“41.

34 გარნა იხილე, თუ რაჲ პოა მწვალებელთა სიბოროტემან, რამეთუ იტყჳან ვითარმედ: „თეოს“ ვიდრემე წერილ არს, რომელ არს „ღმერთი“, უართრონოდ, ხოლო „ო თეოს“ არა წერილ არსო, რომელ არს „ღმერთი“ ართრონიანი. იხილე წულილმოქმედებაჲ სიბოროტისაჲ, ვითარმედ: „რაჟამს მამისათჳს წერილი იტყოდისო“, — იტყჳან, — „ართრონსა დაუდებს მეტყუელი, ვითარმედ: „ო თეოს“ და არა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ „თეოს“ და ვითარმედ „ო თეოს დიდი“, „ო საუკუნე“, „ო შემოქმედი ცისა და ქუეყანისაჲ“ წინაისწარმეტყუელისა მოძღურებისაებრ. ხოლო ძესა თჳნიერ ართრონიანისა სიტყჳსა წერილი, რაჲთა გასწაოს განყოფილებაჲ, რამეთუ ართრონისა ვიდრემე მქონებელსა უფლებაჲცა უმეტესი აქუსო, ხოლო არ-მქონებელსა ართრონისასა უდარესი აქუს ღირსებაჲ“.

35 კანონნი ესე სადაჲთ მიგიხუმან, ჵ ამაოო მწვალებელო და არა-ღმრთისმეტყუელო? პავლესგანა გინა სხჳსა ვისგანმე?. და ჰპოვეა განცხადებული მოძღურებაჲ, ვითარმედ ართრონისა ქონებაჲ უდიდესად აჩუენებს ღმერთსა?. რამეთუ მე ვიდრემე ამას არა ვჰპოვებ; ხოლო ვჰპოებ ნაცვალსაკუეთებელსა საცთურისა შენისასა მახჳლსა. რამეთუ არა უღონო ვარ ჩუენებად — ვინაჲთგან ართრონისაგან ჰფილოსოფოსობ და არა ჭეშმარიტებისა — არა უღონო ვარ ჩუენებად ძისაცა ართრონიანად ქადაგებულისა.

36 ისმინე უკუე წინაჲსწარმეტყველისა მეტყუელისაჲ: „აჰა [ქალწული] მიუდგეს და შვეს ძჱ და უწოდონ სახელი მისი ემმანოელ“42, რომელი ითარგმანების არა ვითარმედ: „ჩუენ თანა თეოს“ — ღმერთი უართრონოდ, არამედ ვითარმედ: „ჩუენ თანა ო თეოს“ — ღმერთი ართრონიანად. ართრონთაგან კეთილმსახურებისათა გარეგან-ქმნილნი ართრონთათჳს ჩუენ თანა ჴელოვან-მეტყუელებენ.

37 კუალად უკუე ნეტარმან თომა, ერთმან მოციქულთაგანმან, ურწმუნო-ქმნილმან მაცხოვრისა აღდგომისამან და მნებებელმან განცხადებულად სახილველად მიღებად ურწმუნოებისა ძლით და აღმომთქუმელმან ამის ჴმისამან, ვითარმედ: „არა თუ დავსდვა ჴელი ჩემი ადგილსა სამსჭუალთასა და გუერდსა, რომელსა ეცა ლახუარი, არა მრწმენეს“43 ხოლო მაცხოვარმან გამოჩინებულმან — რაჲთა შემოკლებულად თანაწარვჰჴდე ამის-ძლითთა — მოუწოდა თომას მეტყუელმან: „მოვედ, დასდევ ჴელი შენი ადგილსა სამსჭ[უალთასა“44 ... ... ...]ბელმან მ[ ]სა საქმიერობასა ეს [...] მაქებელმან საიდუმლოჲსამან. და რასა იტყოდაა? რამეთუ არა იტყოდა უართრონოდ თუ: „კჳრიოს მუ“ და „თეოს მუ“, რომელ არს „უფალი ჩემი“ და „ღმერთი ჩემი“ უართრონოდ, არამედ, ვითარმედ: „ო კჳრიოს მუ“ და „ო თეოს მუ“45 ართრონიანად.

38 არამედ გამოსაჩინებელნი ესე არიან ვიდრემე სახარებისანი, და რამეთუ თომა სახარებისაჲ არს, და ჴმაჲცა გაბრიელისი, დაღაცათუ საწინაჲსწარმეტყუელოსა ჴმასა თარგმნის, გარნა ეგრეთცა სახარებისა მოძღურებასა შინა დაწესებულთა; ხოლო წარმოვადგინო შიშუელი ჴმაჲ [იერე]მია წინაჲსწარმეტყუელისაჲ ........]ისა ღირ[............ს]აუკუნე [.........მქ]ადაგებე[ლისაჲ.. ] იჴუმევ[და...] ამას სი]ტყ[უასა ვ̃დ: „ესე ო]თეოს ჩუენი, [არა შეირაცხოს სხუაჲ“] არა თქუა, [თუ, ვ̃დ: „ესე თ]ეოს ჩუენი და არა შეირაცხოს სხუაჲ [მის თანა“. დას]დგეა ჴმასა [...]არა ცხო[....] ოს ჩუენი; „უფალ არს (ღმერთი ჩუენი) [არა შეირა]ცხოს სხუაჲ მის თანა“46. ლექსსა ვჰმონოა და დაუტეო მამისაჲ? ნუ იყოფინ!.

39 რამეთუ მე დაღაცათუ პირისაგან მამისა მესმას თქუმულად სიტყუაჲ, ვითარმედ: „არა არს სხუაჲ“, არა უკუნსაქცეველად ძისა გულისჴმა-ვჰყოფ სიტყუასა, არამედ განგდებისათჳს მაშინ მპყრობელ-ქმნილისა კერპთმსახურებისა, ვითარცა იტყჳს ღმერთი სხჳსა მიერ წინაჲსწარმეტყუელისა, ვითარმედ: „მე ვარ [ღმერთი პირველი და] მე შემდგომად ამისა [და თჳნი]ერ ჩემსა სხუაი არა არს“47. ვინაჲთგან მრავალღმრთეებასა დაეპყრა, განსაგდებელად მისა ამას იტყოდა და არა უკუნსაქცეველად დიდებასა მხოლოდ-შობილისასა. და იხილე საკვრველი!. რამეთუ საცთურსაცა უკუნაქცევს სამებისა საიდუმლოსა ............ „მე ვარ ღმერთი პირველი და მე შემდგომად ამისა და თჳნიერ ჩემსა ღმერთი არა არს“.

40 ამისთჳს უკუე იტყვს „პირველსა“ და „შემდგომად ამისსასა“, ვინაჲთგან მან მოსცა სჯული და კუალად შემდგომად მანვე მოსცა სახარებაჲ, რაჲთა არა განყოფილებასა სჯულის-დებათასა მიმხედველნი კაცნი ჰგონებდენ სხჳსა ღმრთისა მიერ ვიდრემე მოცემად სჯული [...] სხჳსა მიერ [ღმრთეებისა]. „მე ვარ ღმერთიო“ — იტყჳს — „პირველი მოსეს მიერ მეტყუელი, და „მევე“ შემდგომად ამისა სახარებისა მიერ — „მაცხოვარებისა დამდებელი. და თუნიერ ჩემსა ძუელისა და ახლის შინავსა ღმერთი არა არს“. და სხუაგან იტყჳს: „მე ვარ ღმერთი უფალი და მომავალთა შინა მე [ვე] ვარ. [...] უცხო გყოფსო შენ [...]ს განყოფილებაჲ [............] რთსა(?) [ვითარ(?)]ცა მოციქული მეცნიერი, ვითარმედ არა სხუასა ღმერთსა ჰმსახურებდა სჯულსა შინა და სხჳსა ღმრთისა მომართ მოვიდა სახარებასა შინა. არამედ ვითარმედ ერთსა და მასვე მუნ და აქა თაყუანის-სცემდა, იტყოდა: „ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა, რომელსა ვჰმსახურებ პირველთა მშობელთაითგან“48, ვინაიცა იტყვს: „მე ვარ ღმერთი პირველი და მე შემდგომად ამისა“ და „დიდებაჲ ჩემი სხუასა არა მივსცე“49.

41 ამასცა უკუე | იჴუმევენ(?) [...ბოროტ]ნი მწვალებელნი და [...] მეტყუელნი: „ვითარღა ეზიარების ძე დიდებასა მამისასა, რამეთუ წერილ არს: „დიდებაჲ ჩემი სხუასა არა მივსცე?“. „სხუასა“ არა ძე თქუა ამიერ, გარნა უცხოჲ; ყოვლად უცხოჲ უცხოსა არა მისცემს. ხოლო რაჲ არს უცხოჲ, თარგმანენინ წინაჲსწარმეტყუელმან და დაყოფილ იქმნენინ პირნი მწვალებელთანი. რამეთუ უკუე აჩუენა წინაჲსწარმეტყუელმან, ვითარმედ არა ძესა განაგდებს დიდებისაგან, არამედ კერპთა განაქიქებს. შესძინა: „დიდებაჲ ჩემი სხუასა არა მივსცე, არცა სათნოებანი ჩემნი ქანდაკებულთა50. სხუასა იტყჳს ტომსა ცნობითა; ხოლო რამეთუ სხუასა არა მისცემს, ესე იგი არს — უცხოსა ღმრთეებისაგან.

42 და ვითარმედ ძესა მამისაჲ აქუს დიდებაჲ, ისმინე უფლისა მეტყუელისაჲ: „ოდეს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა მამისა თჳსისაჲთა“51. გაქუს დიდებაჲ!. რამეთუ ვითარცა-იგი მეტყუელი მამაჲ დიდებასა სხჳსა არა-მიცემად, არა ძესა იტყჳს, არამედ ......]ე[.....] ცობათა(?) და საცთურსა ამხილებს, ესრეთვე და იერემია, ოდეს იტყოდის: „ესე ღმერთი ჩუენი, არა შეირაცხოს სხუაჲ მის თანა“, არა მამასა აგინებს, არამედ მრავალ-ღმერთთა საცთურსა სტანჯავს.

43 ხოლო ვიხილოთ, უკუეთუ ძისა მიმართ მიიღებისა სიტყუად: „ესე ღმერთი ჩუენი, არა შეირაცხოს სხუად მისა მიმართ. მოიპოვა ყოველი გზაი მეცნიერებისა და მისცა იგი იაკობს ყრმასა თუსსა და იზრაილ შეყუარებულსა მისსა. შემდგომად ამისა ქუეყანასა ზედა გამოჩნდა და კაცთა შორის იქცეოდა“52. ვინ „ესე ღმერთი ჩუენი?“ იხილე, რასა ჰყოფს. წინაჲსწარმეტყუელებრი უცთომელობაჲ; რამეთუ ვინაჲთგან უწყოდა იუდეანთა სიბოროტე, მოსწრაფე მარადის შეფარილებად სიტყუათა საღმრთოთა და შემჩრდილველად მაცხოვრისათჳს წინაჲსწარმეტყუელებათა, პირსა დაუყოფს ზენაჲთგან ......სა წამებასა მათსა, [რაჲთამცა არა] შემძლებელ იყო თქუმად იუდეანი, ვითარმედ: „ესე ღმერთი ჩუენი | მხ[......... ..........]მულ არს [ ] ჩუენ მეცნიერებაჲ და სჯული მოსეს მიერ და საწინაჲსწარმეტყუელოთა სიტყუათაგან, ვითარმედ: „ქუეყანასა ზედა გამოჩნდა“. რამეთუ გამოჩნდა მთასა ზედა სინასა, ოდეს სჯულსა მოსცემდა: იხილა იგი დანიელცა მდინარესა ზედა ხოვარსა. ოდეს უკუე იხილეს წინაჲსწარმეტყუელთა, მაშინ „ქუეყანასა ზედა გამოჩნდა“.

44 აწ უკუე ნუ წარმოადგინებ ვითარცა უცხოსა ბუნებისასა ღმრთისა მიმართ თქუმულთა; რაჲთა უკუე არა მტყუვად წარმოადგინოს ჭეშმარიტებაჲ, არამედ რაჲთა ძირითგან აღმოსჭრას ცილისწამებაჲ, არა თქუა განმარტებით: „ქუეყანასა ზედა გამოჩნდა“, გარნა შესძინა, ვითარმედ: „და კაცთა შორის იქცეოდა“, რამეთუ სხუაჲ არს გამოჩინებაჲ ღმრთეებრი და სხუაჲ თანაქცევაჲ კაცობრივთა ჴორცთაჲ; ხოლო რაჲ არს თანა-ქცევაჲ, რომელსა თარგმნის მახარებელი? რ̃ლთა შორის წარმოადგინა თავი თჳსი ცხოველი შემდგომად ვნებისა დღეთა შინა ორმეოცთა და თანა-იქცეოდა მათ თანა53. ესე არს თანა-ქცევაჲ იგი; რამეთუ კაცობრივი არს მქცევარობაჲ და ჭამაჲ და სუმაჲ, სწავებაჲ, სმენაჲ და სლვაჲ უბანთა შორის. ესე არს კაცობრივი მქცეობაჲ.

45 იტყჳს უკუე წინაჲსწარმეტყუელი; შემდგომად ამათსა, შემდგომად მოცემისა სჯულისა, შემდგომად მოცემისა წინაჲსწარმეტყუელთაჲსა, დასასრულსაღა შემოიღებს განგებულებასა, ვითარმედ: „შემდგომად ამისა ქუეყანასა ზედა გამოჩნდა და კაცთა შორის იქცეოდა“54. ვინაჲ მოლოდებადსა წარმოაჩინებდა, რამეთუ ართრონითა უწოდა წინაჲსწარმეტყუელმან ღმრთად ძესა მეტყუელმან: „ესე ო თეოს ჩუენი“, ესე იგი არს, ვითარმედ: „ესე ღმერთი ჩუენი“.

46 რაისათჳს უკუე იტყჳს, ძმაო, უკუეთუ სულსა უწოდს „ღმრთად“, და ძესა არა უწოდსა „ღმრთად“?. რაჲსათჳს უკე განყვნა ენისა მიერ სიტყუანი და რომელიმე „ღმრთად“ და რომელიმე „უფლად“ თქუა: „ერთ ღმერთი მამაჲ, რომლისაგან ყოველი და ერთ უფალი იესუ, რომლისა მიერ ყოველი?“55. რაჲთა უკუე არა შეიმრღჳო სიტყუათა ძლით, საჭირო არს თქუმად მიზეზისა: მოციქულნი რომელსა განვიდეს ჟამსა კიდეთა... მათ სოფლისათა, არა შეანაწევრეს სიტყუაჲ სრულებისა მიმართ ქადაგებათაჲსა, არამედ უძლურებისა მიმართ მსმენელთაჲსა და დამპყრობელისა საცთურისა ძირითგან აღმოფხურად მნებებელთა.

47 ხოლო საცთური იყო მრავალ-ღმერთი; ამისთჳს შეაჩრდილებულად წარმოადგენდეს სიტყუასა ღმრთისასა; რამეთუ მრავალ-ღმრთეებასა შინა დაბერებულსა და მსმენელსა მრავალთა ღმერთთა მამალ-დედალთასა და შვილთა და შვილისშვილთა ღმერთთასა სავნებელ ეყოფვოდა მეყსეულად შიშულად ქადაგებული სიტყუაჲ, არა თუმცა სიბრძნითა მოციქულებრითა მიფარულ-ქმნილ იყო. არცა იყო უჭირველ თქუმად, თუ „ირწმუნეთ მამისა მიმართ“, „ირწმუნეთ მამისა მიმართ“, „გრწმუნენით ძისა მიმართ,ერწმუნენით სულსა წმიდასა“, „ღმერთ არს მამაჲ, ღმერთ არს ძე, ღმერთ არს სული წმიდაჲ“. ამას იგინი ვიდრემე ჰგონებდეს, ხოლო თქუმად ვერ იკადრებდეს — არა დევნულებათაგან გამომთხოვნელნი თავთანი, არცა ვნებისაგან ჭეშმარიტებისა ძლით, არამედ მოშიშნი წყლვად სასმენელთა მარტივთასა. ნუსადა ჰგონონ ურწმუნოთა, ვითარმედ მრავალ-ღმრთეებისაგან მრავალ-ღმრთეებად მიიწოდნეს.

48 და იხილე, ვითარ საცთომელ იყო სიტყუაჲ შიშულად ქადაგებული ქალაქსა შინა... ელლინთასა. შევიდა უკუე ოდესმე პ[ავლე] ათინათა შინა, სადა-იგი მჴნობდა მრავალღმრთეებად, სადა ჰბერვიდეს გამომეტყუელთა ზღაპარნი, რიტორთა სიტყუანი, ჴელოვნებანი მასწავლელთანი, ფილოსოფოსთა ვრცელმეტყუელებანი და აქუნდა მისა მიმართ ძუელითგან დამპყრობელი საცთური. ნაცვალად განამჴედრა სიტყუაჲ ქადაგებად ვიდრემე ღმრთისა, ხოლო მხოლოდ-შობილისა ვითარცა მამაკაცისა სრულისა; რაჲთა არა თქვან მეყსეულად მათ, ვითარმედ: „ღმერთი და ღმერთი ქადაგებს, მრავალთა ღმერთთა ქადაგებს“, რამეთუ ურწმუნოსა არა უსწავიეს რწმუნებად, არამედ უფროჲსღა რიცხუვად, მქადაგებელმან უკუე ათინათა შინა იწყო მოძღურებასა ესრეთ: „ღმერთმან შემოქმედმან ცისა და ქუეყანისამან“56, რომელსა შინა იჴუმევს სიტყუასა ღმრთისა მქადაგებელი.

49 და მრავლად ამის-შემდგომად მეტყუელმან, ვინაჲთგან საცთურსა მათსა პირველ დამპყრობელსა ამხილა ერთითა სიტყჳთა შესულებულად მეტყუელმან ესრეთ: „ჟამთა ვიდრემე უმეცრებისათა შეურაცხისმყოფელმან ღმერთმან“57, არა თქუა „მამამან“, რაჲთა [ჴუ]მევითა „მამი[სა]ჲთა“ გ[...........] გონებაჲ არაოდეს სწავლულთაჲ გულისსიტყჳთა საღმრთოჲთა ხედვად საღმრთოთა, რამეთუ ურწმუნოჲ, მსმენელი „მამასა და ძესა“, კაცობრივითა გულის სიტყჳთა შეამწინკულებს წმიდათა და მისა მიმართ მხედველი შეაბავთებს სიტყუასა.

50 ამისთჳს არა იტყჳს „მამასა“, ვინაჲთგან არა ოდეს სმენილ იყო, არამედ რასა იტყჳს?. „ჟამნი ვიდრემე უმეცრებისანი შეურაცხ-ყვნა ღმერთმან, ამიერ ამცნებს ყოველთა კაცთა ყოვლით კერძო სინანულსა; ვინაჲთგან დაადგინა დღე, რომელსა შინა ეგულებისო განსჯად სოფლისა სიმართლით მამაკაცისა მიერ, რომელი განასაზღვრა58 სარწმუნოებისა მიმცემელმან და აღმადგინებელმან მისმან მკუდრეთით. მო-ვიდრემე-იღებს მათდა მიმართ ქადაგებასა, არა ღმრთისა მიმართ შემაერთებელი, არამედ მამაკაცისა მართლისა ღმრთისა მიერ განსაზღვრებულისა მსაჯულად ცხოველთა და მკუდართა და ესოდენ აღდგომილისა მკუდრეთით და ესოდენ კაცად ქადაგებულისა ვიდრე აღდგინებისა ღმრთისა მიერ გონებად.

51 ვინაჲთგან ელლინთა შორის მამალნი და დედალნი მოქალაქობდეს | ღმერთნი და ზღაპარნი ამათნი აღავსებდეს, ჰგონებდეს, ვითარმედ ორთა უცხოთა ღმერთთა ჰქადაგებს — ერთსა მამალსა და ერთსა დედალსა და ვითარ, ისმინე, რამეთუ ვიეთნიმე იტყოდეს, ვითარმედ: „რაჲ-მე ჰნებავს მთესვარასა ამას თქუმად“59, ხოლო სხუანი იტყოდეს, ვითარმედ: „უცხოჲსა ეშმაკისასა გონებულ არს განმთქუმელად60. არა თქუა „უცხოთა“, არამედ „უცხოჲსა“, და აღდგომაჲ იხარებოდა. აწ უკუე ვინ შემძლებელ იყო დატევნად შიშულად ღმრთეებისა სიტყუასა?. ვინაჲცა მიუთხრობს მათ მოძღურებასა ამას სიმშჳდით ყრმათ-მყვანებელი მათი და ვითარცა ხარისხეულად აღმყვანებელი მათი სიმაღლედ მიმართ ღმრთისმეტყუელებისა.

52 ესრეთვე უკუე კორინთელთაცა მიმართ ჰყოფდა, რამეთუ ჰმეზობლობდეს კორინთელნი ათინელთა; ამისთჳს უკუე და კორინთელთაცა იტყჳს, რომლისა ეპისტოლისაგან მიიღებენ მიზეზსა მწვალებელნი; რამეთუ კორინთელთა-მიმართსა მოძღურებასა შინა იპოების ესე, ვითარმედ: „ერთ არს ღმერთი მამაჲ, რომლისაგან ყოველი და ერთ უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ ყოველი“61, რამეთუ კორინთელნი მითვე [..]ითა სნეულებდეს. სენთა განსაგდებელად უკუე მრავალღმრთეებისა შემოიღებს ერთსა ღმერთსა არა ძისა ღმრთეებისა უარისმყოფელი, არამედ მრავალღმრთეებასა ძირითურთ აღმომფხურელი.

53 და ვითარმედ არა განსაგდებელად ძისა იტყოდა, ისმინე მისი მეტყუელისაჲ, ვითარმედ: „რამეთუ დაღაცათუ არიან მრავლად თქუმულნი ღმერთნი და მრავლად უფალნი, გარნა ჩუენდა ერთ არს ღმერთი მამაჲ“ და „ერთ უფალი იესუ ქრისტე“62, არა უარსაყოფად ძისა, არამედ განსაგდებელად მრავალღმრთეებისა. და უწოდს მამასა ვიდრემე „ღმრთად“. ხოლო ძესა „უფლად“, არა სხჳსა რაჲსმე გულისჴმისმყოფელი უფლობისა ძლით და სხჳსაჲ ღმრთისათჳს, არამედ რაჲთა განყოფილებითა სახელთაჲთა გამოიპაროს მრავალღმრთეებისა საგონებელობაჲ.

54 და ვითარმედ, ძმანო, კორინთელთა მიმართ მწერალი არა იყო სრულთა მოძღურებათაჲ, არამედ თან-შთამომავალობითთაჲ, ისმინე პავლესი მეტყუელისაჲ კორინთელთა მიმართ: „და მეცა, ძმანო, ვერ შემძლებელ ვიქმენ სიტყუად თქუენდა ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ჴორციელთა და ჩჩჳლთა ქრისტეს მიერ“63. და მნებებელი ჩუენებად [......... ]ლი მათდა მიმართ(?) [...] თასა(?) თან-შთაჰყვებოდა და არა სრულებად სამებისა წმიდისა უქადაგა, იტყჳს, ვითარმედ: „ვერ შემძლებელ ვიქმენ სიტყუად თქუენდა ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ჩჩჳლთა ქრისტეს მიერ. სძე გიწდე თქუენ, არა საჭმელი, რამეთუ არა ძალ-გედვა, არცაღა ჯერეთ ძალ-გიც“64.

55 აწ უკუე პავლე უძლურებისა მიმართ მსმენელთაჲსა მისწერს მოძღურებასა; ხოლო შენ გამოწულილვისა მიმართ სრულისა რწმენილთა სჯულთაჲსა მიიღება განყოფილებასა სახელთასა? აწ უკუე მამად უფალი წერილთა მიერ იქადაგების: უფალ არს ძე, უფალ არს სული წმიდაჲ, რამეთუ „უფალი სულ არს“ — ვითარცა იტყჳს პავლე„ხოლო სადა სული უფლისაჲ, მუნ თავისუფლებაჲ“65.

56 აწ უკუე განმკაცრდი ჩემდად გამოწულილვით, ვითარ მოციქულნი პირველად ჴორციელად განგებულებასა უფლისასა მიუთხრობდეს და მის ძლით ყოველსავე სიტყუასა ჰყოფდეს, ვითარმედ: გამოჩნდა ქრისტე ვითარცა კაცი მჩუენებელი ღმრთისაჲ თავსა შორის თჳსსა და აჩუენებდეს მაცხოვარსა არა თჳთ მას მოქმედად, არამედ ღმერთსა მის მიერ, ვითარცა იტყჳს; „[იესუ ნაზარეველ]ი, რომელი სცხ[ო ღმერთმან სულითა წმიდითა და] ძალითა, ესე ვიდოდა ქველისმოქმედი ყოველთა მძლავრებულთა ეშმაკისა მიერ, მით რამეთუ ღმერთი იყო მის თანა“66 ხოლო მაცხოარი იტყვს: „მამაჲ ჩემ შორის დადგრომილი იქმს საქმეთა თჳსთა“67 ამას მიჰფარვიდა იუდეანთა გონებისაგან, რამეთუ არა აქუნდა სესხებული მის შორის მოქმედად, ვითარცა ორღანოსა შინა, არამედ თჳსსა მამისასა იტყოდა ძალსა.

57 და ვითარმედ არა სხჳთ ვინაჲმე ივასხებდა, არამედ მისგან მიანიჭებდა მაცხოარებასა მოქენეთა, ისმინე ლუკაჲსი, მეტყუელისაჲ, ვითარმედ: „ყოველნი განკჳრდებოდესო მოძღურებასა ზედა მისსა, რამეთუ ჴელმწიფებით იტყოდა“68 და „ძალნი გამოვიდოდეს მისგან და განჰკურნებდა ყოველთა“69. მის მიერ და არა სხჳსა მიერ! გარნა ლუკა ვიდრემე დამთხუევითრე იჴუმია ჴმაჲ მეტყუელმან: „ძალნი გამოვიდოდეს და განჰკურნებდა ყოველთა“.

58 ხოლო თჳთ მაცხოარი სხუასა შინა მჩუენებელი ჴმასა მისგან წყაროებულისა მაცხოარებისასა, ოდეს წიდოანმან შეახო ფესუსა მისსა, „შემახო ვინმეო“, — თქუა — „რამეთუ მე ვცან ძალი განსრული ჩემგან“70 აწ უკუე უფალ არს და ღმერთ; ოდეს მამაჲ იქადაგებოდის და ძეცა და სული წმიდაჲ, უფალ არს და პირველ ღმერთ მამაჲ და არავინ ესჯის; უფალ არს და [ღმერთ] ძე და არავინ ეცილობვის. რამეთუ „ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ“71, და თომა იტყჳს. „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“72 უფალ არს და სულიცა წმიდაჲ, რამეთუ „უფალი სულ არს“73. და სხუაგან პავლე იტყჳს, ვითარმედ: „ხოლო ჩუენ ყოველნი შიშულითა პირითა მითვე ხატითა ცვალებულნი დიდებითი დიდებად, ვითარცა უფლისაგან სულისა“74.

59 რაჟამს უკუე გესმას, ვითარმედ „ამას იტყჳსო უფალი ყოვლისა მპყრობელი“. გულისჴმა-ჰყოფდ სულსა წმიდასა, რამეთუ უფალი სული არს. გარნა არა კმა არსა ესე გამოსაჩინებელად? რამეთუ ვითარცა აქა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს უფლად ყოვლისა მპყრობელად, ესრეთვე მოციქულნიცა, მჩუენებელნი ღირსებასა სულისასა, იტყჳან: „ამას იტყჳს სული წმიდა“75 და ფრიადცა სამართლად; რამეთუ რომელთა ერთ-პატივ არს ღირსებაჲ, ერთ-პატივ და სიტყუაცა

60 ხოლო განცხადებულად ისმინე სულისა წმიდისათჳს თქუმული: ამას იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი: „მე ვარ დამამყარებელი ცისაჲ და აღმგებელი ქუეყანისაჲ: ჴელთა ჩემთა შექმნეს მჴედრობაჲ ცათაჲ; მე - გამოგიყვანენ 39v თქუენ ქუეყანით ეგჳპტით სახლისაგან მონებისა; მე გამოგიყვანენ უდაბნოსა ზედა და გიძღოდე უვალთა შინა“, ნაცვალად ვითარმედ: „მე ვარ ყოვლისა მპყრობელი“. რამეთუ ამისი გულისჴმის-ყოფად საჭირო არს და სათანადო უდაბნოსა ზედა მძღურისა და მმწყსელისათჳს ვიხილოთ უკუე, ვინ არს მმწყსელი ესე, უდაბნოსა ზედა წინამძღუარ-ქმნილი ერისა ვლტოლვილისაჲ და მათ მიერ განცდილი? ისმინე ნეტარისა დავითისა მეტყუელისაჲ: „დღეს თუ ჴმისა მისისა ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა, ვითარ-იგი განმწარებასა მას“76.

61 გევედრები, უკუე, დაადგინენ პირნი, რამეთუ ძნელ სანადირო არს ჭეშმარიტებისა სიტყუაჲ და შემძლებელ კეთილ ჟამიერობით გნ[...]ვად. გულისჴმა-ყავ უკუე მეტყუელი, რამეთუ მრავალნი ჰგონებენ წინაჲსწარმეტყუელისა პირისაგან თქმულად სიტყუასა ამას: „დღეს თუ ჴმისა მისისაჲ ისმინოთ“. ისმინე მეტყუელისა წინაჲსწარმეტყუელისაჲ, დღეს ერისა მიმართ სიტყჳს მყოფელისაჲ: „დღეს, ჵ ერო, მე ვიტყჳ წინაჲსწარმეტყუელი: „დღეს უკუეთუ მისა მისისად ისმინოთ, არა თქუა: ჴმისა ჩემისაჲ“, არამედ „ჴმისა მისისა“. | „[თ]უ [ჴმისა მისისაჲ ისმინოთ, ნუ განიფიც]ხებ[თ გულთა თქუენთა ვითარცა გან]მწარებასა მას, რომლითა განმცადეს მე მამათა თქუენთა“77.

62 სხჳსა მიმართ ვიდრემე წარმავლინენ ჩუენ და თავსა თჳსსა ზედა სიტყუაჲ მოიღეა? აღიღე სიტყუაჲ და დაადგინე გონებასა შინა გაგონებაჲ, უკუეთუ წინაჲსწარმეტყუელი არსა მეტყუელი: „დღეს თუ ჴმისა მისისად ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა, ვითარცა განმწარებასა მას დღისა მისებრ განცდისა უდაბნოსა ზედა“78, რაჲსათჳს შესძინა „რომლითა განმცადეს მე მამათა თქუენთა?“ რამეთუ რომელთ]ა „განმცადეს მე და იხილნეს საქმენი ჩემნი, ორმეოც წელ მოვიწყინე ნათესავი იგი“79.

63 ვინ არს უკუე ამისი მეტყუელი, არა-მე ღმერთი? რაჲსათჳს არა თქუა: „დღეს თუ ჴმისა ჩემისა ისმინოთ“. არამედ: „უკუეთუ ჴმისა მისისად ისმინოთ“? ვითარ ვითარცა სხჳსა მიმართ ვიდრემე წარავლენს სიტყუასა, ხოლო ვისა მომართ მოიღებს ღმრთის მეტყუელებასა: გინა თუ ცხად არს, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელისა შორის მეტყუელი სული წმიდაჲ თჳთ თჳსისა პირისა მიმართ მიიხუამს სასწაულთა, მეტყუელი: „რომლითა განმცადეს მე მამათა თქუენთა“.

46 დაუტეო მოგონებაჲ და პავლე | ...] რაჲთა ამან [...] ჴმაჲ ისმინე პავლესი მეტყუელისაჲ, რომლისათჳს „ვითარცა იტყჳს სული წმიდაჲ: დღეს უკუე თუ ჴმისა მისისად ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა“80. ხედავა უიძულებელსა და წამებულსა მოციქულთა მიერ ჭეშმარიტებასა, რომლისათჳს, ვითარცა იტყჳსო სული წმიდაჲ. არა თქუა: ვითარცა იტყჳს ღმერთი, არცა ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, არამედ სულისა ზედა წარსწერს სიტყუათა, „რომლისათჳს, ვითარცა იტყჳსო. სული წმიდაჲ: დღეს უკუეთუ ჴმისა მისისა, ისმინოთ. ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა“ და შესძინა: „ვითარცა განმცადეს მე მამათა თქუენთა. განმცადეს მე და იხილნეს საქმენი ჩემნი“81 . არამედ მოღებულ იქმნა ესე ვიდრემე მწვალებელთათჳს მხოლოდ, ვინაჲთგან პავლეს [.....] იუდეანთა „ურწმუნო“, რამეთუ „განდგომილად“ უწოდდეს მას.

65 აწ უკუე რაჲთა არცა პავლე იუდეანთა მიერ ცილისწამებულ იქმნეს, არცა ჩუენ მწვალებელთა მიერ, ჩუენისა ვიდრემე წამებისა ძლით პავლეს მოუწოდოთ, ხოლო პავლესისა ძლით წინაჲსწარმეტყუელსა ისაიას. ისმინე უკუე ისაიაჲსი ზედ-წარმწერელისაჲ: უდაბნოსა შინა რაომასა სულისა მიერ წმიდისა „წყალობათა უფლისათა, მოვიჴსენე“. წინაჲსწარმეტყუელისაჲ არს სიტყუაჲ ესე: „სათნოებანი მისნი ყოველთა ზედა, რომელთა მიაგოს. უფალი მსაჯულ სახიერ სახლისა ისრაელისა“82. ამათი მეტყუელი ისაია შესძინებს „წყალობისაებრ მისისა და სიმრავლისაებრ სიმართლისა, მისისა არა მოხუცებულმან, არცა ანგელოზმან, არამედ თავადმან უფალმან აცხოვნნა იგინი მაშინ სიყუარულისათჳს მათისა და რიდობისა მათისა. ხოლო იგინი ურჩ ექმნნეს და განამწარეს სული წმიდაჲ“83.

66 განეკრძალე განმკაცრებით! „წყალობისა უფლისაჲ მოვიჴსენე“84, რამეთუ ვინაჲთგან დასაბამისაცა მოიჴსენებს საქმეთა ეგჳპტის-შინათა, ხოლო გარდმოქმნითრე იყო ეგჳპტურთაგან, ამისთჳს იტყჳს: „წყალობისა უფლისად მოვიჳსენე“ ნაცვალად პირველთა სასწაულთა წყალობანი უფლისანი მოგუაგნეს ჩუენ. „უფალი მსაჯულ მართალი სახლისა ისრაელისა“, და შესძინებს: „წყალობისაებრ მისისა და სიმრავლისაებრ. სიმართლისა მისისა, არა მოხუცებულმან, არცა ანგელოსმან“ ნაცვალად ვითარმედ: „არა მოხუცებულსა, არცა ანგელოსსა“ არცა მოხუცებულსა გინა მამათმთავარსა, არცა სხუასა მართალსა ყოფად, თავადმან უფალმან აცხოვნნა იგინი სიყუარულისათჳს მათისა და რიდობისა მათისა

67 და ვინ არს უფალი? იხილე, ვითარ შეჰკრებს პავლე, მეტყუელი, ვითარმედ: „უფალი სულ არს“85, არამედ ამისთჳს — „თავადმან უფალმან აცხოვნნაო იგინი სიყუარულისათჳს მათისა და რიდობისა მათისა. ხოლო იგინი ურჩ ექმნნეს და განამწარეს სული წმიდაჲ და იქცა მათდა მტერად“86 ხედავა, ვითარ მაშინ განმამწარებელთა ვითარცა ღმერთი სული წმიდაჲ განამწარეს, ამისთჳს უკუე განამწარეს და სტეფანე87, მგულებელი ჩუენებად, ვითარმედ რაითგან იქადაგების სული ბრწყინვალეჲ და ღმრთისმეტყუელებითცა იტყჳს იუდეანთა მიმართ: „ქედ-ფიცხელნო და წინადაუცუეთელნო გულითა და ყურითა, თქუენ მარადის სულსა წმიდასა წინა-აღუდგებით, მარადის ოდეს ვითარცა მამანი თქუენნი“88 წინა-აღდგომილნი განამწარებდეს სულსა წმიდასა.

68 არა გესმაა ისაიასი მეტყუელისაჲ: „ხოლო იგინი ურჩ ექმნნეს და განამწარეს სული წმიდა“?89 და იხილე საკჳრველი; რამეთუ ვითარცა-იგი წერილი შესძინებს მეტყუელი ესრეთ, ვითარმედ: „განმამ]წარეს უც[ხოთა მათ ზედა და საძა] გელითა მათითა გან[მამ]წარეს მე“90, ესრეთვე და აქა: „ხოლო იგინი ურჩ ექმნესო და განამწარეს სული წმიდაჲ“. და ვითარცა განმარისხებელი ღმრთისაჲ დაისაჯების, ესრეთვე განმარისხებელი სულისა წმიდისაჲ მისვე დასჯისა ღირს იქმნების, ეგრეთვე უკუე შემაწუხებელი ღმრთისაჲცა და შემაწუხებელი სულისა წმიდისაჲ.

69 41r რაჲ არს სჯასა ქუეშე მყოფობაჲ, ვითარცა იტყჳს ღმერთი იეზეკიელის მიერ: „ისმინე, სახლო ისრაელისაო“91, „მაღალთა ზედა სჭამდით“92 და „ბორცუთა ზედა ამსხუერპლებდით“93, დედათა თქუენთა „შეკრიბეს ცმელი94 და „აღაშენეს თავისა თჳსისა სახლი სამეძვოჲ“95; და „შემაწუხეს მე ამას ყოველსა შინა“96. იტყჳს უფალი. შემაწუხეს მე ამას ყოველსა შინა, რამეთუ შეაწუხებს ღმერთსა. და არა უსამართლოებისა მცოდველი? „და შემაწუხეს მე ამას ყოველსა შინა“, ვითარცა უკუე თქუმულ არს ღმრთისათჳს ძუელსა შინა, ამას პავლე ახალსა შინა იტყჳს: „და ნუ შეაწუხებ სულსა წმიდასა.“97 ესრეთ ამის გონებისაებრ ყოვლისა მპყრობელ მამაჲ ვითარცა ყოვლისა მქონებელი, ყოვლისა მპყრობელ ძე, | ..........] ყოვლისა მ[პყრო]ბელ და სული წმიდაჲ ვითარცა მპყრობელი ყოველთაჲ და ყოველთა განმყოფელი თჳსისაებრ ნებისა.

70 და იხილე სიტყუათა ერთჴმაობაჲ მამისათჳს თქუმულთა და სულისათჳს, რამეთუ პავლე იტყჳს, ვითარმედ: „თავადი ღმერთი არს მოქმედ ყოვლისა ყოველსა შინა“98. აწ უკუე ლექსი რომელი მისცა ყოვლისა მპყრობელსა მამასა, მისვე მიმცემელი წმიდისა სულისაჲ იტყჳს, ვითარმედ: „ყოველსა ამას მოქმედებს ერთი და იგივე სული, განმყოფელი თჳსისა თითოეულისაჲ, ვითარცა ჰნებავს“99 განმყოფელი და არა განყოფილი! იხილე, ვითარ სიტყუამან წამებათა მიერ განცხადებულად გჳჩუენა ყოვლისა მპყრობელად სული წმიდაჲ

71 ოდეს უკუე გესმას „ყოვლისა მპყრობელი და ყოვლისა მპყრობელი და კუალად ყოვლისა მპყრობელი“. ნუ აღჰრიცხუავ სამთა ყოვლისა მპყრობელთა, არამედ ერთი ღმრთეებაჲ ყოვლისა მპყრობელებრისა ჴელმწიფებისა მქონებელი. რამეთუ ვითარცა მეტყუელი „ღმრთისა და ღმრთისა ღმრთისაჲ“, არა სამთა აღჰრიცხუავ, არამედ ერთისა მიმართ გრწამს ღმრთეებისა და ვითარ-იგი ერთ არს უფალი, ერთისა ძლით უფლებისა, ეგრეთვე, რაჟამს გესმას „ყოვლისა მპყრობელი და ყოვლისა მპყრობელი და ყოვლისა მპყრობელი“, ნუ სამთა ჰგონებ ყოვლისა მპყრობელთა, არამედ ერთი ძალი გულისჴმა-ყავ ყოვლისა მპყრობელობითი.

72 რამეთუ ვითარ-იგი ვთქუ მრავალგზის მეტყუელმან, — რამეთუ არა ჯერ არს გარდასრულთა დავიწყებისა მიცემაჲ — ვითარცა „ძალად“ იწოდების მამაჲ, „ძალად“ ძეცა და სული წმიდაჲ. არა სამთა ვიტყჳთ ძალთა, რამეთუ „ძალად“ ვიდრემე სახელ-იდების მამაჲ თქუმულისა მისებრ მაცხოვრისა მიერ: „ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაჲ, მჯდომარე მარჯუენით ძლიერებისა“100 ესე იგი არს — მამისა.

73 ხოლო კუალად და თჳთცა თავადი ძე ძალ არს, რამეთუ ქრისტე ღმრთისა ძალ არს; ხოლო ღმრთისა ძალ არა ვითარცა შემწე, — რამეთუ იტყჳან ამასცა შვილნი მწვალებელთანი, ვითარ-იგი მუხუნძეულსაცა(?) და იფქლისა გესლსა „ძალად დიდად ღმრთისა“ უწოდენ, — რამეთუ სხუაჲ არს ძალი შემწეობითი და სხუაჲ ძალი ძალისაგან შობილი.

74 რამეთუ ჩუეულებაჲ არს წერილისაჲ ნაყოფსაცა ქუეყანისაგან გამომავალსა „ძალად“წოდებად ღმრთისა მშობელისა, ვითარცა ეტყჳს ღმერთი ადამს101: „არა შესძინოს მოცემად შენდა ქუეყანამან ძალისა თჳსისა“102.ხოლო რომლისაგან დააკლო ადამ, ესე მისცა ერსა გამოსრულსა ეგჳპტით და „გამოიყვანნა იგინი. ძალსა ზედა ქუეყანისასა“103.

75 და არა ხოლო ნერგთა ზედა ქუეყანისათა და ხეთა ძალად ნაყოფი იწოდების მშობელისა, არამედ და კაცთაცა ზედა; და ისმინე დიდისა მამათმთავრისა იაკობისი მეტყუელისაჲ: „რუბენ პირმშოჲ ჩემი და ძალი ჩემი“ ესრეთვე იწოდების „ძალად“ მამისა და ძეცა, ესე იგი არს თვთ მის ძალისაგან შობილი და თვისისა ძალისა მიერ მთარგმანე- ბელი ძირისა გამომღებელისა და მშობელისაჲ გამოუთქმუ- მელად, უხილავად და მიუწთომელად ყოველთა ჟამთა ზესთა მდებარისაჲ ყოველთა საუკუნეთა [................................]ისაჲ.| და ვითარ იგი უკუე სახელ-იდების ძალად, ეგრეთვე სული წმიდაჲ „ძალად“ სახელ-დებულ არს. რამეთუ „დაადგერითო“ — ეტყუს მაცხოვარი მოციქულთა — „იერუსალემს შინა, ვიდრემდის შეიმოსოთ ძალი მაღლით“ „რამეთუ იოვანე ვიდრემე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელიღოთ სულითა წმიდითა არა მრავალთა დღეთა შემდგომად“ ერთ არს უკუე ყოვლისა მპყრობელობითი ძალი სამებისაჲ: ერთი სიბრძნე, ერთი ძალი, ერთი მეფობაჲ, ერთი ხელმწიფებაჲ, ერთი მოქმედებაჲ. სამებისა მიერ აღვეგენით, სამებისა მიმართ ნათელ-ვიღეთ და სამებისა მიმართ გურწმენა. სამებისაცა აღვავლინოთ დიდებაჲ საუკუნეთა საუკუნეთასა. ამინ

გვ. 1 / 6

ექსპორტი

TEI XML
ციტატა დაკოპირდა!