ტრაქტატის ტექსტი

24 პარაგრაფი
სარედაქციო პრინციპები და აღნიშვნები

ტექსტის წყარო

წინამდებარე გამოცემა ემყარება მზექალა შანიძის კვლევას (1990), რომელშიც კრიტიკული ტექსტი შეჯერებულია ორი ხელნაწერის მიხედვით: A (ათონის ივერთა მონასტრი, A-6) და S (საფარული კრებული, თბილისი S-132).

კრიტიკული აპარატი

ტექსტში ვარიანტული წაკითხვები აღნიშნულია ნუმერაციით (¹ ² ³).
აპარატში მოცემულია ლემა (საბაზისო წაკითხვა) და მისი ვარიანტი ხელნაწერის სიგლით.
შენიშვნებში ნაჩვენებია ორივე ნუსხის ყველა ვარიანტი - ერთი გამონაკლისით: უჱ დაწერილობანი (შუჱნიერ, საძირკუჱლ და სხვა) გასწორებულია საგანგებო მითითების გარეშე - მ.შ.

]
გამყოფი ლემასა და ვარიანტს შორის
[—]
გამოტოვება ხელნაწერში (omisit)

სარედაქციო ნიშნები

სასწავლო მინიშნება („შეისწავე" ტექსტში მითითებულია მძიმის მსგავსი მარჯვნივ წაწვეტებული ნიშნით - მ. შ.)
სტრიქონზე გადატანა ხელნაწერში
[ ]
რედაქტორის მიერ შევსებული ლაკუნა
გადამწერის მიერ წაშლილი ასო
ႣႤႣႠႪႬႨ
აშიაზე მინაწერი (მარგინალია)

ხელნაწერთა შერჩევა

ღილაკებით A და S შეგიძლიათ აირჩიოთ ხელნაწერი. ძირითადი ტექსტი (ლემა) წარმოადგენს რედაქტორის მიერ დადგენილ წაკითხვას.

ლექსიკონი, LOD

ხაზგასმული ტერმინები დაკავშირებულია ლექსიკონთან. ლექსიკონი, თავის მხრივ, ბმულებითაა დაკავშირებული Logeion-თან და სხვა რესურსებთან.

|
ათონის მთა·ივერთა მონასტერი·32r—37r
ხელნაწერების შესახებ
ჩვენება:
| ყველა ერთად
§ 1 #
A 32r S 106r A 32va

[A 32r] [S 106r] შეისწავე, რამეთუ ვინაჲთგან ართრონთა ძლით უმეცრად1 და ბნელად საგონებელ არს ენასა ზედა ჩუენსა2 ლექსი თარგმანებული, რომელსა წმიდათა შორის იოანე ოქროპირი მწვალებელთაგან მოღებულად წინა-აღსადგომელად ჩუენ მართლმადიდებელთა მომართად იტყჳს ლექსსა მას მიერ თქუმულსა ძისათჳს; და ბერძულსა შინა ვიდრემე ნათლად ძეს ლექსი იგი; ხოლო გარდამოითარგმნოს რაჲ, დაბნელდების [A 32va] უართრონობისათჳს ენისა ჩუენისა და ცხადსა და ნათელსა სიტყუასა3 უცნაურ ვინაჲმე ჰყოფს, რამეთუ შეუძლებელ არს თარგმანებაჲ მისი ენასა ზედა ქართულსა; ხოლო რაჲთა გამოვაჩინოთ, თუ რაჲ არს ართრონი და ვითარ ვერ ეგების ენასა4 ზედა ქართულსა თარგმნაჲ5 მისი და ვითარ იჴუმევენ ამას ართრონსა ბერძენნი, არა დავფაროთ ძალისაებრ და გულისჴმის-ყოფისა6 ჩუენისა7.

კრიტიკული აპარატი

1 უმეცრად] უმეცრ̃დ S

2 ენასა ზედა ჩუენსა] ენასა ჩუენსა ზედა S

3 სიტყუასა] სიტყჳს̃ჲ S

4 ენასა] ენაჲსა S

5 თარგმნაჲ] თარგმნა S

6 გულისჴმის-ყოფისა] ყოფისაჲ S

7 ჩუენისა] ჩუენისაებრ S

კოლაციური ცხრილი

7 ვარიანტი
# ლემა A S ტიპი
1 უმეცრად უმეცრად უმეცრ̃დ ორთ
2 ენასა ზედა ჩუენსა ენასა ზედა ჩუენსა ენასა ჩუენსა ზედა ლექს
3 სიტყუასა სიტყუასა სიტყჳს̃ჲ ორთ
4 ენასა ენასა ენაჲსა ორთ
5 თარგმნაჲ თარგმნაჲ თარგმნა ორთ
6 გულისჴმის-ყოფისა გულისჴმის-ყოფისა ყოფისაჲ ორთ
7 ჩუენისა ჩუენისა ჩუენისაებრ მორფ
ორთ ორთოგრაფიული ლექს ლექსიკური მორფ მორფოლოგიური გამ გამოტოვება დამ დამატება

ექსპორტი

TEI-XML
URN დაკოპირდა!