ხოლო საჭირო არს პირველად თქუმად, თუ რანი არიან ართრონნი. საცნაურ უკუე იყავნ8, რამეთუ სახელნი ყოველნი9 — სულიერთა და უსულოთანი, ხილულთა და უხილავთანი — სამთა სახელის-დებათაგან საცნაურ იქმნებიან და იწოდებიან ბერძენთა10 შორის, ესე იგი არს: მამალთა და დედალთა11 და შუათაგან. ამათ მამალთა და დედალთა და შუათა სახელთაგან არა თითოეულსა12 სახელსა სამნივე და სამთაგანვე სახელის-დებათა ეწოდებიან, არამედ ყოველთა სახელთა შორის გინა თუ მამალი ეწოდების სახელი, გინა თუ დედალი, გინა თუ შუაჲ13 და თჳსისა სახელისა აქუს განკუთნვილებაჲ; და არა გარდაერწყუმის ერთი მეორისასა სახელთა ცვალებულებაჲ, არამედ თითოეულისა ნათესავისასა14 სცავს თითოეული დრეკასა სახელთასა15.
კრიტიკული აპარატი
8 იყავნ] იყვ̃ნა S
9 ყოველნი] ყოველთა S
10 ბერძენთა] ბრძენთა S
11 დედალთა] დედალთა შორის S
12 თითოეულსა] თჳთეულსა S
13 შუაჲ] შუა S
14 ნათესავისასა] ნათესავისა S
15 თითოეული დრეკასა სახელთასა] S
კოლაციური ცხრილი
8 ვარიანტი| # | ლემა | A | S | ტიპი |
|---|---|---|---|---|
| 8 | იყავნ | იყავნ | იყვ̃ნა | ორთ |
| 9 | ყოველნი | ყოველნი | ყოველთა | მორფ |
| 10 | ბერძენთა | ბერძენთა | ბრძენთა | ორთ |
| 11 | დედალთა | დედალთა | დედალთა შორის | დამ |
| 12 | თითოეულსა | თითოეულსა | თჳთეულსა | ორთ |
| 13 | შუაჲ | შუაჲ | შუა | ორთ |
| 14 | ნათესავისასა | ნათესავისასა | ნათესავისა | ორთ |
| 15 | თითოეული დრეკასა სახელთასა | თითოეული დრეკასა სახელთასა | თითოეული დრეკასა სახელთასა | გამ |