[A 32r] [S 106r] შეისწავე, რამეთუ ვინაჲთგან ართრონთა ძლით უმეცრად1 და ბნელად საგონებელ არს ენასა ზედა ჩუენსა2 ლექსი თარგმანებული, რომელსა წმიდათა შორის იოანე ოქროპირი მწვალებელთაგან მოღებულად წინა-აღსადგომელად ჩუენ მართლმადიდებელთა მომართად იტყჳს ლექსსა მას მიერ თქუმულსა ძისათჳს; და ბერძულსა შინა ვიდრემე ნათლად ძეს ლექსი იგი; ხოლო გარდამოითარგმნოს რაჲ, დაბნელდების [A 32va] უართრონობისათჳს ენისა ჩუენისა და ცხადსა და ნათე‖ლსა სიტყუასა3 უცნაურ ვინაჲმე ჰყოფს, რამეთუ შეუძლებელ არს თარგმანებაჲ მისი ენასა ზედა ქართულსა; ხოლო რაჲთა გამოვაჩინოთ, თუ რაჲ არს ართრონი და ვითარ ვერ ეგების ენასა4 ზედა ქართულსა თარგმნაჲ5 მისი და ვითარ იჴუმევენ ამას ართრონსა ბერძენნი, არა დავფაროთ ძალისაებრ და გულისჴმის-ყოფისა6 ჩუენისა7.
კრიტიკული აპარატი
1 უმეცრად] უმეცრ̃დ S
2 ენასა ზედა ჩუენსა] ენასა ჩუენსა ზედა S
3 სიტყუასა] სიტყჳს̃ჲ S
4 ენასა] ენაჲსა S
5 თარგმნაჲ] თარგმნა S
6 გულისჴმის-ყოფისა] ყოფისაჲ S
7 ჩუენისა] ჩუენისაებრ S
კოლაციური ცხრილი
7 ვარიანტი| # | ლემა | A | S | ტიპი |
|---|---|---|---|---|
| 1 | უმეცრად | უმეცრად | უმეცრ̃დ | ორთ |
| 2 | ენასა ზედა ჩუენსა | ენასა ზედა ჩუენსა | ენასა ჩუენსა ზედა | ლექს |
| 3 | სიტყუასა | სიტყუასა | სიტყჳს̃ჲ | ორთ |
| 4 | ენასა | ენასა | ენაჲსა | ორთ |
| 5 | თარგმნაჲ | თარგმნაჲ | თარგმნა | ორთ |
| 6 | გულისჴმის-ყოფისა | გულისჴმის-ყოფისა | ყოფისაჲ | ორთ |
| 7 | ჩუენისა | ჩუენისა | ჩუენისაებრ | მორფ |