ტრაქტატის ტექსტი

24 პარაგრაფი
სარედაქციო პრინციპები და აღნიშვნები

ტექსტის წყარო

წინამდებარე გამოცემა ემყარება მზექალა შანიძის კვლევას (1990), რომელშიც კრიტიკული ტექსტი შეჯერებულია ორი ხელნაწერის მიხედვით: A (ათონის ივერთა მონასტრი, A-6) და S (საფარული კრებული, თბილისი S-132).

კრიტიკული აპარატი

ტექსტში ვარიანტული წაკითხვები აღნიშნულია ნუმერაციით (¹ ² ³).
აპარატში მოცემულია ლემა (საბაზისო წაკითხვა) და მისი ვარიანტი ხელნაწერის სიგლით.
შენიშვნებში ნაჩვენებია ორივე ნუსხის ყველა ვარიანტი - ერთი გამონაკლისით: უჱ დაწერილობანი (შუჱნიერ, საძირკუჱლ და სხვა) გასწორებულია საგანგებო მითითების გარეშე - მ.შ.

]
გამყოფი ლემასა და ვარიანტს შორის
[—]
გამოტოვება ხელნაწერში (omisit)

სარედაქციო ნიშნები

სასწავლო მინიშნება („შეისწავე" ტექსტში მითითებულია მძიმის მსგავსი მარჯვნივ წაწვეტებული ნიშნით - მ. შ.)
სტრიქონზე გადატანა ხელნაწერში
[ ]
რედაქტორის მიერ შევსებული ლაკუნა
გადამწერის მიერ წაშლილი ასო
ႣႤႣႠႪႬႨ
აშიაზე მინაწერი (მარგინალია)

ხელნაწერთა შერჩევა

ღილაკებით A და S შეგიძლიათ აირჩიოთ ხელნაწერი. ძირითადი ტექსტი (ლემა) წარმოადგენს რედაქტორის მიერ დადგენილ წაკითხვას.

ლექსიკონი, LOD

ხაზგასმული ტერმინები დაკავშირებულია ლექსიკონთან. ლექსიკონი, თავის მხრივ, ბმულებითაა დაკავშირებული Logeion-თან და სხვა რესურსებთან.

|
ათონის მთა·ივერთა მონასტერი·32r—37r
ხელნაწერების შესახებ
ჩვენება:
| ყველა ერთად
§ 15 #

ხოლო მრავალთა რაჲ პირთა ცხად-ჰყოფდენ ადვილობითად133, უართრონოდ134: ტრიადეს [τριάδες], ვითარმედ: სამებანი, ხოლო ართრონიანად: ე ტრიადეს [αἱ τριάδες], ვითარმედ: სამებანი; ეგრეთვე ნათესაობითად135 უართრონოდ: ტრიადონ [τριάδων] და ართრონიანად: ტონ ტრიადონ [τῶν τριάδων], ვითარმედ: სამებათანი; ხოლო მიცემითად უართრონოდ: ტრიასი136 [τριάσι] და ართრონიანად: ტეს137 ტრიასი [ταῖς τριάσι], ვითარმედ: სამებათა; ხოლო მიზეზობითად უართრონოდ: ტრიადას [τριάδας] და ართრონიანად: ტას ტრიადას138 [τὰς τριάδας], ვითარმედ: სამებათა. ხოლო წოდებითად უართრონოდ: ტრიადეს [τριάδες], და ართრონიანად: ო ტრიადეს [ὦ τριάδες], ვითარმედ: ჵ სამებანო.

ესრეთ სხუა-სახე და139 განყოფილების მქონებელ, არიან მამალთაგან დედალნი ართრონნი და სახელნი.

კრიტიკული აპარატი

133 ადვილობითად] ადვილობითად და S

134 უართრონოდ] უართრონოდე S

135 ნათესაობითად] ნათესავობითად S

136 ტრიასი] ტრიას S

137 ტეს] ტჳს A

138 ტას ტრიადას] ტრიადას S

139 სხუა-სახე და] სხ̃ი სახედ S

კოლაციური ცხრილი

7 ვარიანტი
# ლემა A S ტიპი
133 ადვილობითად ადვილობითად ადვილობითად და დამ
134 უართრონოდ უართრონოდ უართრონოდე ორთ
135 ნათესაობითად ნათესაობითად ნათესავობითად ორთ
136 ტრიასი ტრიასი ტრიას ორთ
137 ტეს ტეს ტეს ორთ
138 ტას ტრიადას ტას ტრიადას ტრიადას გამ
139 სხუა-სახე და სხუა-სახე და სხ̃ი სახედ ლექს
ორთ ორთოგრაფიული ლექს ლექსიკური მორფ მორფოლოგიური გამ გამოტოვება დამ დამატება

ექსპორტი

TEI-XML
URN დაკოპირდა!