ტრაქტატის ტექსტი

24 პარაგრაფი
სარედაქციო პრინციპები და აღნიშვნები

ტექსტის წყარო

წინამდებარე გამოცემა ემყარება მზექალა შანიძის კვლევას (1990), რომელშიც კრიტიკული ტექსტი შეჯერებულია ორი ხელნაწერის მიხედვით: A (ათონის ივერთა მონასტრი, A-6) და S (საფარული კრებული, თბილისი S-132).

კრიტიკული აპარატი

ტექსტში ვარიანტული წაკითხვები აღნიშნულია ნუმერაციით (¹ ² ³).
აპარატში მოცემულია ლემა (საბაზისო წაკითხვა) და მისი ვარიანტი ხელნაწერის სიგლით.
შენიშვნებში ნაჩვენებია ორივე ნუსხის ყველა ვარიანტი - ერთი გამონაკლისით: უჱ დაწერილობანი (შუჱნიერ, საძირკუჱლ და სხვა) გასწორებულია საგანგებო მითითების გარეშე - მ.შ.

]
გამყოფი ლემასა და ვარიანტს შორის
[—]
გამოტოვება ხელნაწერში (omisit)

სარედაქციო ნიშნები

სასწავლო მინიშნება („შეისწავე" ტექსტში მითითებულია მძიმის მსგავსი მარჯვნივ წაწვეტებული ნიშნით - მ. შ.)
სტრიქონზე გადატანა ხელნაწერში
[ ]
რედაქტორის მიერ შევსებული ლაკუნა
გადამწერის მიერ წაშლილი ასო
ႣႤႣႠႪႬႨ
აშიაზე მინაწერი (მარგინალია)

ხელნაწერთა შერჩევა

ღილაკებით A და S შეგიძლიათ აირჩიოთ ხელნაწერი. ძირითადი ტექსტი (ლემა) წარმოადგენს რედაქტორის მიერ დადგენილ წაკითხვას.

ლექსიკონი, LOD

ხაზგასმული ტერმინები დაკავშირებულია ლექსიკონთან. ლექსიკონი, თავის მხრივ, ბმულებითაა დაკავშირებული Logeion-თან და სხვა რესურსებთან.

|
ათონის მთა·ივერთა მონასტერი·32r—37r
ხელნაწერების შესახებ
ჩვენება:
| ყველა ერთად
§ 6 #

ვინაჲ პირველსავე სიტყუასა ზედა36 აღვიდეთ. რამეთუ რაჟამს, პირველად37 ადვილობითად და ერთსა პირსა აჴსენებდენ და ართრონი დაუსუან38 ესრეთ იტყჳან39, ვითარმედ: ო თეოს [ὁ θεός], ხოლო უკუეთუ უართრონოდ იტყოდინ40, გამოუღებენ ონ-სა და ესრეთ იტყჳან, ვითარმედ: თეოს [θεός] ესე იგი არს, ვითარმედ: ღმერთი. რამეთუ ჩუენსა ენასა არა ჰქონან სახელთა წინა დასასხმელნი ართრონნი, ვინაჲცა41, რაჟამს გეგულებოდის ბერძულსა ართრონიანსა42 სახელსა თარგმანებაჲ, ო თეოს-სა [ὁ θεός] ესრეთ სთარგმნი, ვითარმედ: ღმერთი ხოლო უკუეთუ თეოს-სა [θεός] თჳნიერ ართრონისა, ესრეთვე, ვითარმედ: ღმერთი.43 რამეთუ არა არს ართრონი ენასა ზედა ჩუენსა44 და ვერ შესაძლებელ45 არს თარგმნაჲ46 მისი, ვინაჲთგან არა არს. რამეთუ ართრონი47 წინა-დასადებელი48 არს სახელისაჲ49 და შუენიერ-ჰყოფს სახელსა და რეცა პატივსა რასმე მიჰმადლებს50.

კრიტიკული აპარატი

36 ზედა] S

37 პირველად] პირველად და A

38 დაუსუან] დასუან S

39 იტყჳან] იტყჳ̃ნ S

40 იტყოდინ] იტყ̃დიან S

41 ვინაჲცა] ვინაცა S

42 ართრონიანსა] ართრონიანისა S

43 ხოლო უკუეთუ თეოს-სა [θεός] თჳნიერ ართრონისა, ესრეთვე, ვითარმედ: ღმერთი.] S

44 ენასა ზედა ჩუენსა] ენასა ჩუენსა ზედა S

45 შესაძლებელ] შემძ̃ლბლ S

46 თარგმნაჲ] თარგმნა S

47 ართრონი] ართრონნი S

48 წინა-დასადებელი] წინა დასადებელნი S

49 სახელისაჲ] სახელისა S

50 მიჰმადლებს] მიმადლებს S

კოლაციური ცხრილი

15 ვარიანტი
# ლემა A S ტიპი
36 ზედა ზედა ზედა გამ
37 პირველად პირველად პირველად დამ
38 დაუსუან დაუსუან დასუან ორთ
39 იტყჳან იტყჳან იტყჳ̃ნ ორთ
40 იტყოდინ იტყოდინ იტყ̃დიან ორთ
41 ვინაჲცა ვინაჲცა ვინაცა ორთ
42 ართრონიანსა ართრონიანსა ართრონიანისა მორფ
43 ხოლო უკუეთუ თეოს-სა [θεός] თჳნიერ ართრონისა, ესრეთვე, ვითარმედ: ღმერთი. ხოლო უკუეთუ თეოს-სა [θεός] თჳნიერ ართრონისა, ესრეთვე, ვითარმედ: ღმერთი. ხოლო უკუეთუ თეოს-სა [θεός] თჳნიერ ართრონისა, ესრეთვე, ვითარმედ: ღმერთი. გამ
44 ენასა ზედა ჩუენსა ენასა ზედა ჩუენსა ენასა ჩუენსა ზედა ლექს
45 შესაძლებელ შესაძლებელ შემძ̃ლბლ ორთ
46 თარგმნაჲ თარგმნაჲ თარგმნა ორთ
47 ართრონი ართრონი ართრონნი მორფ
48 წინა-დასადებელი წინა-დასადებელი წინა დასადებელნი მორფ
49 სახელისაჲ სახელისაჲ სახელისა ორთ
50 მიჰმადლებს მიჰმადლებს მიმადლებს ორთ
ორთ ორთოგრაფიული ლექს ლექსიკური მორფ მორფოლოგიური გამ გამოტოვება დამ დამატება

ექსპორტი

TEI-XML
URN დაკოპირდა!