[S 108v] ესენი ვიდრემე დამორ‖ჩილებითნი არიან პირველთა ართრონთანი ართრონნი ესეცა; გარნა ვინაჲთგან ამათსაცა ძალსა აწ განმარტებაჲ205 სატჳრთოდ აღუჩნდებოდა მკითხველსა და აწინდელსა სიტყუასა ამათისა ძალისა განმარტებაჲ არარად206 ეჴმარებოდა, ამისთჳს ნამეტავად207 ვჰგონეთ208 ამათთჳს209 სიტყჳსა განვრცობაჲ210, ვინაჲთგან და თჳთ პირველთა ართრონთა ძლითიცა ესე სიტყუაჲ ნუუკუე და საწყინო უჩნდეს მკითხველსა სიმრავლისათჳს211 ქცევათა სახელისათა. გარნა აჩუენოს თუ მოსწრაფებაჲ, გულსმოდგინებით მრავალ გზის, და უწყინოდ წარკითხვითა ყოველივე განმარტებულად ეპოვოს212 ძალი213 ართრონთა ვითარებისაჲ214, თუ რანი215 არიან ართრონნი, ვინაჲთგან თჳნიერ ტკივილისა შეუძლებელ არს ყოველი216 საქმე217 მოღუაწებად.
კრიტიკული აპარატი
205 განმარტებაჲ] განმართებაჲ S
206 არარად] არად S
207 ნამეტავად] ნამეტნავად S
208 ვჰგონეთ] ჰგონეთ S
209 ამათთჳს] ამისთვს S
210 განვრცობაჲ] განვრცომა S
211 სიმრავლისათჳს] სიმრავლისაგან S
212 ეპოვოს] ეპოოს S
213 ძალი] ძალი რ̃ი S
214 ვითარებისაჲ] ვედრებისაჲ S
215 რანი] რ̃ჲნი S
216 ყოველი] ყოვლისა S
217 საქმე] საქმისა S
კოლაციური ცხრილი
13 ვარიანტი| # | ლემა | A | S | ტიპი |
|---|---|---|---|---|
| 205 | განმარტებაჲ | განმარტებაჲ | განმართებაჲ | ორთ |
| 206 | არარად | არარად | არად | ორთ |
| 207 | ნამეტავად | ნამეტავად | ნამეტნავად | ორთ |
| 208 | ვჰგონეთ | ვჰგონეთ | ჰგონეთ | ორთ |
| 209 | ამათთჳს | ამათთჳს | ამისთვს | ორთ |
| 210 | განვრცობაჲ | განვრცობაჲ | განვრცომა | ორთ |
| 211 | სიმრავლისათჳს | სიმრავლისათჳს | სიმრავლისაგან | მორფ |
| 212 | ეპოვოს | ეპოვოს | ეპოოს | ორთ |
| 213 | ძალი | ძალი | ძალი რ̃ი | ორთ |
| 214 | ვითარებისაჲ | ვითარებისაჲ | ვედრებისაჲ | ლექს |
| 215 | რანი | რანი | რ̃ჲნი | ორთ |
| 216 | ყოველი | ყოველი | ყოვლისა | მორფ |
| 217 | საქმე | საქმე | საქმისა | მორფ |