ტრაქტატის ტექსტი

24 პარაგრაფი
სარედაქციო პრინციპები და აღნიშვნები

ტექსტის წყარო

წინამდებარე გამოცემა ემყარება მზექალა შანიძის კვლევას (1990), რომელშიც კრიტიკული ტექსტი შეჯერებულია ორი ხელნაწერის მიხედვით: A (ათონის ივერთა მონასტრი, A-6) და S (საფარული კრებული, თბილისი S-132).

კრიტიკული აპარატი

ტექსტში ვარიანტული წაკითხვები აღნიშნულია ნუმერაციით (¹ ² ³).
აპარატში მოცემულია ლემა (საბაზისო წაკითხვა) და მისი ვარიანტი ხელნაწერის სიგლით.
შენიშვნებში ნაჩვენებია ორივე ნუსხის ყველა ვარიანტი - ერთი გამონაკლისით: უჱ დაწერილობანი (შუჱნიერ, საძირკუჱლ და სხვა) გასწორებულია საგანგებო მითითების გარეშე - მ.შ.

]
გამყოფი ლემასა და ვარიანტს შორის
[—]
გამოტოვება ხელნაწერში (omisit)

სარედაქციო ნიშნები

სასწავლო მინიშნება („შეისწავე" ტექსტში მითითებულია მძიმის მსგავსი მარჯვნივ წაწვეტებული ნიშნით - მ. შ.)
სტრიქონზე გადატანა ხელნაწერში
[ ]
რედაქტორის მიერ შევსებული ლაკუნა
გადამწერის მიერ წაშლილი ასო
ႣႤႣႠႪႬႨ
აშიაზე მინაწერი (მარგინალია)

ხელნაწერთა შერჩევა

ღილაკებით A და S შეგიძლიათ აირჩიოთ ხელნაწერი. ძირითადი ტექსტი (ლემა) წარმოადგენს რედაქტორის მიერ დადგენილ წაკითხვას.

ლექსიკონი, LOD

ხაზგასმული ტერმინები დაკავშირებულია ლექსიკონთან. ლექსიკონი, თავის მხრივ, ბმულებითაა დაკავშირებული Logeion-თან და სხვა რესურსებთან.

|
ათონის მთა·ივერთა მონასტერი·32r—37r
ხელნაწერების შესახებ
ჩვენება:
| ყველა ერთად
§ 13 #
A 35rb

რამეთუ სამებისა სახელი დედალი არს და ითქუმის ესრეთ: ტრიას [τριάς]. ხოლო117 ართრონიანად რაჲ იტყოდინ118 ამათ ზემო წერილთა ათცამეტთა ართრონთაგან თავისა119 ართრონსა, რომელ არს ინ-ი, თავით120 კერძო დაუსუმენ121 და იტყჳან122 ესრეთ, ვითარმედ: ტრიას123 [ἡ τριάς]; და ნათესაობითად124 რაჲ იტყოდინ125 უართრონოდ: ტრიადოს [τριάδος] და126 ართრონიანად: ტის ტრიადოს [τῆς τριάδος]. ეგრეთვე მიცემითად უართრონოდ: ტრიადი127 [τριάδι] და ართრონიანად: ტი ტრიადი [τῇ τριάδι]; და მიზეზობითად უართრონოდ: ტრიადა [τριάδα] და ართრონიანად: ტინ ტრიადა [τὴν τριάδα]; [A 35rb] და წოდებითად უართრონოდ: ტრიას [τριάς] და ართრონიანად: ო ტრიას [ὦ τριάς]. ესე ვიდრემე ერთისა პირისა სახელის-დრეკანი128 არიან ხუთნი, რომელსა ერთობითად უწოდენ.

კრიტიკული აპარატი

117 ხოლო] S

118 იტყოდინ] იტყ̃დიან S

119 ამათ ზემო წერილთა ათცამეტთა ართრონთაგან თავისა] ამათ ზემო ათცამეტთა S

120 თავით] თავის S

121 დაუსუმენ] დაუსხუმენ A

122 იტყჳან] იტყვიან და S

123 ტრიას] ტურიას S

124 ნათესაობითად] ნათესავობითად S

125 იტყოდინ] იტყ̃დინ A, იტყ̃დიან S

126 და] S

127 ტრიადი] ტრიადე S

128 სახელის-დრეკანი] სახელ-დრეკანი S

კოლაციური ცხრილი

12 ვარიანტი
# ლემა A S ტიპი
117 ხოლო ხოლო ხოლო გამ
118 იტყოდინ იტყოდინ იტყ̃დიან ორთ
119 ამათ ზემო წერილთა ათცამეტთა ართრონთაგან თავისა ამათ ზემო წერილთა ათცამეტთა ართრონთაგან თავისა ამათ ზემო ათცამეტთა გამ
120 თავით თავით თავის ორთ
121 დაუსუმენ დაუსუმენ დაუსუმენ ორთ
122 იტყჳან იტყჳან იტყვიან და დამ
123 ტრიას ტრიას ტურიას ორთ
124 ნათესაობითად ნათესაობითად ნათესავობითად ორთ
125 იტყოდინ იტყოდინ იტყ̃დიან ორთ
126 და და და გამ
127 ტრიადი ტრიადი ტრიადე ორთ
128 სახელის-დრეკანი სახელის-დრეკანი სახელ-დრეკანი ორთ
ორთ ორთოგრაფიული ლექს ლექსიკური მორფ მორფოლოგიური გამ გამოტოვება დამ დამატება

ექსპორტი

TEI-XML
URN დაკოპირდა!