ქობაირის მონასტრის მაკარის ეპიტაფია

№ ECG347 📅 XIII-XIV AD 📍 ქობაირის მონასტერი, სომხეთი 🔨 ქვა 📦 ეპიტაფია 🌐 ka

შინაარსი / Summary

ეპიტაფია

კრიტიკული გამოცემა Interpretive Edition

ესე საფლ(ა)ვი არის
მ(ა)კარისი შ(ეუნდვე)ნ ღ(მერთმა)ნ და
მ(ა)სცა შ(ეუნდვე)ნ ღ(მერთმა)ნ ვინც -
თქუას

დიპლომატიური გამოცემა Diplomatic Edition

† ႤႱႤ ႱႠႴႪႥႨ ႠႰႨႱ
ႫႩႠႰႨႱႨ ႸႬ ႶႬ ႣႠ
ႫႱႺႠ ႸႬ ႶႬ ႥႨႬႺ
Ⴀ ႧႵႳႠႱ
{'ka': 'ეს არის მაკარის საფლავი, შეუნდოს ღმერთმა; და მასაც შეუნდოს ღმერთმა, ვინც თქვას [შენდობა].'}
{'default': 'წარწერაში ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია განივი კლაკნილი ხაზი; განკვეთილობის ნიშნები: ორწერტილი თითქმის ყოველი სიტყვის შემდეგ;\n III სტრიქონის მერევე გრაფემის - Ⴌ (ნ) - შემდეგ ორწერტილი და ხაზი, ხოლო ტექსტის ბოლოს წერტილი და წვერით მარჯვნივ მიმართული\n ისრისპირისებური ნიშანია დასმული; ტექსტში ბგერა უ, ერთ შემთხვევაში, Ⴍ-ს (ო) საშუალებით არის გადმოცემული; გვხვდება\n შეწიაღების შემთხვევები. წარწერა დაზიანებული არ არის და ტექსტი თავიდან ბოლომდე გარკვევით იკითხება. თემო ჯოჯუასა და გიორგი გაგოშის მიხედვით, მაკარის ეპიტაფია ქართველმა მკვლევრებმა (?) პირველად 1930-იან წლებში მოიხილეს და\nმისი ფოტონეგატივი თბილისში ჩამოიტანეს. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ამ ფოტონეგატივით\nსაგანგებოდ დაინტერესდა ვალერი სილოგავა. მკვლევარმა იმ ფოტოგრაფის ვინაობა,\nრომელმაც ეპიტაფიის ფოტონეგატივი დაამზადა, ვერ დაადგინა, თუმცა კი გაარკვია, რომ ფოტონეგატივი\nთავდაპირველად ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის საკუთრება\nიყო, მოგვიანებით კი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის\nინსტიტუტს გადაეცა. გარდა ამისა, ვალერი სილოგავამ მაკარის ეპიტაფიის ადგილზე\nმოძიებაც სცადა, მაგრამ მას ვერ მიაკვლია და ივარაუდა, რომ ეს საფლავის ქვის წარწერა\nქობაირის მონასტრის მიმდებარე კლდეებიდან ჩამოცვენილი ლოდებით უნდა ყოფილიყო დაფარული.\nსაბოლოოდ, ვალერი სილოგავამ მაკარის ეპიტაფია მის ფოტონეგატივზე დაყრდნობით\nგამოსცა და ამ პუბლიკაციას, დამატებით, წარწერის ფოტო და ფოტოს მიხედვით შესრულებული\nპალეოგრაფიული პირიც დაურთო. ვალერი სილოგავას შემდეგ მაკარის ეპიტაფიის ადგილზე\nმოძიება გიორგი კალანდიამ და ქეთევან ასათიანმაც სცადეს, მაგრამ მათი მცდელობაც უშედეგოდ\nდასრულდა და ეპიტაფია ქობაირის მონასტრის დაკარგული ქართული ლაპდარული\nწარწერების რიცხვში აღმოჩნდა. 2012 წელს დალი ჩიტუნაშვილმა და გიორგი პატაშურმა მაკარის დაკარგულად მიჩნეულ\nეპიტაფიას ქობაირის მონასტრის ტერიტორიაზე, უფრო ზუსტად კი, მონასტრის ძირითადი ნაწილისაგან\nრამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, ქვედა დონეზე მდებარე პატარა დარბაზული\nეკლესიის ეზოში მიაკვლიეს (დ. ჩიტუნაშვილი, გ. პატაშური, სომხეთის ქართული ძეგლები, 2012 (მოხსენების მასალები).\nმაკარის ეპიტაფიის გამოვლენის შემდეგ ცხადი\nგახდა, თუ რატომ ვერ მიაკვლიეს მას სხვა ქართველმა მკვლევრებმა: ვალერი სილოგავა, გიორგი\nკალანდია, ქეთევან ასათიანი და სხვები ეპიტაფიას, როგორც ჩანს, მონასტრის ძირითად ნაწილში,\nმისი მთავარი ეკლესიისა და სატრაპეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებდნენ, წარწერა კი,\nრეალურად, მონასტრის სულ სხვა ნაწილში, მისი ქვედა ეკლესიის ეზოში მდებარეობდა. ვალერი სილოგავას აზრით, მაკარისა და მისი შვილის, გრიგოლის, ეპიტაფიების ტექსტი შედგენილია მსგავსი ტრაფარეტული ფორმულით, რომელიც ქობაირის მონასტრის\n სხვა ეპიტაფიების ფორმულის მსგავსია, თუმცა მათ შორის მცირედი განსხვავებაც არის. მაგ., ქობერის ყველა ეპიტაფია იწყება სიტყვებით: „ესე საფლავი...“ და\n შემდეგ დასახელებულია დაკრძალული პირი. მაკარისა და გრიგოლის ეპიტაფიაში აღნიშნულ სიტყვებს მოსდევს „არის“, ე.ი. „ესე საფლავი არის...“. გარდა ამისა,\n ქობერის ყველა ცნობილი ეპიტაფიისაგან განსხვავებით, მაკარისა და გრიგოლის წარწერა მთავრდება სიტყვებით: „და მასცა შეუნდვენ ღმერთმან, ვინცა თქუას“.\n ვალერი სილოგავა ასკვნის, რომ ისინი ქობაირის მონასტრის ეპიტაფიების ტრაფარეტული ტექსტების შემდგომ განვითარებად შეიძლება მივიჩნიოთ და\n ქრონოლოგიურად მათ მომდევნო დროს აკუთვნებს. პალეოგრაფიული ნიშნებისა და ტექნიკური შესრულების ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, მკვლევარი ფიქრობს, რომ\n ეს წარწერები სხვადასხვა პირების მიერ შესრულებულად უნდა ჩაითვალოს. სამწუხაროდ, მაკარისა და გრიგოლის პიროვნებები სხვა წყაროებით უცნობია.'}
<div type="edition" xml:lang="ka" ana="mtavruli" xml:space="preserve">
    <ab>
        <lb n="1"/><w lemma="ქრისტე"><expan><abbr>ქ</abbr><ex>რისტ</ex><abbr>ე</abbr></expan></w>
        <w lemma="განსუენება"><expan><abbr>გა</abbr><ex>ნ</ex><abbr>ო</abbr><ex>ჳ</ex><abbr>ს</abbr><ex>უ</ex><abbr>ენე</abbr></expan></w>
        <w lemma="სულ">სოჳ<lb n="2" break="no"/>ლსა</w>
        <name nymRef="ვაჩა">ვაჩაჲს<lb n="3" break="no"/>ასა</name>
        <name nymRef="გურა"><expan><abbr>გო</abbr><ex>ჳ</ex><abbr>რაჲ<lb n="4" break="no"/>სასა</abbr></expan></name>
        <name nymRef="მირა"><expan><abbr>მ</abbr><ex>ი</ex><abbr>რა</abbr><ex>ჲ</ex><abbr>ს</abbr><ex>ა</ex><abbr>ს</abbr><ex>ა</ex></expan></name>
    </ab>
</div>