ქობაირის მონასტრის ეპიტაფია ეკლესიისა და მონასტრის აღმშენებლის, შაჰანშა მანდატურთუხუცესის ცოლის, ზაქარია ამირსპასალარის დედის, ლაკლაკთა ასულის ხუაშაქისა
შინაარსი / Summary
ეპიტაფია
ბიბლიოგრაფია Bibliography
კრიტიკული გამოცემა Interpretive Edition
† ესე საფლავ ი ა-
5ცოლისა ზ(ა)ქ(ა)რ(ი) ამირსპ(ა)სალა -
რისა დედისა ლ(ა)კლ(ა)კთა ასულ -
ისა ხ(უა)შ(ა)ქისაი შენდ(ო)ბაი მითხო -
ვეთ ამ გეპს ჩემთან არ აღიქვამს ჩემისათო(ჳ)ის
დიპლომატიური გამოცემა Diplomatic Edition
† ႤႱႤ ႱႠႴႪႠႥ Ⴈ Ⴀ
ႫႠ ႤႩႪႤႱႨჂႱႠ ႣႠ ႠႶႫႸႤႬႡႪႨႱႠ ႸჀႠႸႠ ႫႬႣႠႲႰႧႾႳႺႤႱႨႱႠ
5ႺႭႪႨႱႠ ႦႵႰ ႠႫႨႰႱႮႱႠႪႠ
ႰႨႱႠ ႣႤႣႨႱႠ ႪႩႪႩႧႠ ႠႱႳႪ
ႨႱႠ ႾႸႵႨႱႠႨ ႸႤႬႣႡႠႨ ႫႨႧႾႭ
ႥႤႧ ႠႫ ႢႤႮႱ ႹႤႫႧႠႬ ႠႰ ႠႶႨႵႥႠႫႱ ႹႤႫႨႱႠႧႭႨႱ
{'ka': 'ეს არის საფლავი ამ ეკლესიისა და მონასტრისა აღმშენებლის,\n შაჰანშა მანდატურთუხუცესის ცოლის, ზაქარია ამირსპასალარის დედისა, ლაკლაკთა ასულის ხუაშაქის.\n შენდობა ითხოვეთ ჩემთვის.'}
{'default': 'წარწერაში ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია განივი კლაკნილი ან ტეხილი ხაზი;\n განკვეთილობის ნიშნები: ორწერტილი ან სამი წერტილი თითქმის ყოველი სიტყვის შემდეგ;\n ტექსტში ბგერა ი, რიგ შემთხვევებში, Ⴢ-ს (ჲ), ხოლო ბგერა უ, ზოგჯერ, Ⴍ-ს (ო) საშუალებით არის გადმოცემული;\n წარწერაში გვხვდება ლიგატურისა და შეწიაღების შემთხვევები.\n საფლავის ქვის ზედაპირი გადაცვეთილია, რის გამოც მთელი რიგი გრაფემები გაჭირვებით იკითხება,\n ზოგიერთი გრაფემა კი საერთოდ აღარ განირჩევა. დაკარგული გრაფემები კონტექსტის მიხედვით არის აღდგენილი. ხუაშაქ ლაკლაკის აქამდე უცნობი ეპიტაფია თემო ჯოჯუასა და გიორგი გაგოშიძის ექსპედიციის შედეგად აღმოჩნდა.\n წარწერა ქობაირის მონასტრისა და მისი მთავარი ეკლესიის „აღშენების“ ფაქტისა და დროის, ამ სააღმშენებლო\n სამუშაოების უპირველესი ინიციატორის - ხუაშაქის საგვარეულო კუთვნილების, გარდაცვალების\n დროისა და დაკრძალვის ადგილის შესახებ უძვირფასეს ცნობებს გვაწვდის: 1. დღეისათვის ცნობილი წერილობითი ძეგლები ქობაირის მონასტრისა და მისი მთავარი\n ეკლესიის აღშენების ფაქტის შესახებ არანაირ პირდაპირ ცნობას არ გვაწვდის. მოგვეპოვება\n მხოლოდ XIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსის კირაკოს განძაკეცის მიერ შედგენილ „სომხეთის\n ისტორიაში“ დაცული ერთი ცნობა, საიდანაც ვიგებთ, რომ მანდატურთუხუცეს შანშე I-ის თანამეცხედრემ,\n რომლის სახელიც ტექსტში მოხსენიებული არ არის, ქობაირის მონასტერი „სომეხთაგან“\n გამოისყიდა: „Когда печальная весть (იგულისხმება მონღოლების მიერ ამირსპასალარ\n ზაქარია III-ის სიკვდილით დასჯის ამბავი - თ. ჯ.) дошла до отца его, Шахиншаха, в селение Одзун,\n тот впал в отчаяние и умер от горя. Его повезли и похоронили в Кобайре, который был куплен его женой у\n армян“ (Киракос Гандзакеци, История Армении, Перевод с древнеармянского, предисловие и комментарий Л. А. Ханларян (Москва,\n 1976), 236). ხუაშაქ ლაკლაკის ეპიტაფია, ჯერჯერობით, ერთადერთი წერილობითი ძეგლია, რომელშიც\n ქობაირის მონასტრისა და მისი მთავარი ეკლესიის აღშენების ფაქტი პირდაპირ არის\n მითითებული. ეს წარწერა, რომელშიც ქობაირის „ეკლესიისა და მონასტრის აღმშენებლად“ მანდატურთუხუცეს\n შანშე I-ის თანამეცხედრე და ამირსპასალარ ზაქარია III-ის დედა ხუაშაქია\n დასახელებული, ლოგიკურად აგრძელებს კირაკოს განძაკელის მონათხრობს და გვაუწყებს, რომ\n ხუაშაქმა, მას შემდეგ, რაც ქობაირის მონასტერი სომეხთაგან გამოისყიდა და ქალკედონიტთა\n სავანედ აქცია, აქ ფართო სააღმშენებლო სამუშაოები წამოიწყო და არა მხოლოდ მონასტრის\n მთავარი ეკლესია, ანუ დღემდე მოღწეული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის დიდი დარბაზული\n ტაძარი ააგო, არამედ აღმავლობის გზაზე შემდგარი სამონასტრო ცხოვრებისათვის საჭირო\n სხვა ახალი ნაგებობებიც (მაგ. სატრაპეზო, სენაკები და სხვ.) აღაშენა. 2. თემო ჯოჯუას მიხედვით, დღეისათვის სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ მანდატურთუხუცეს\n შანშე I-ის თანამეცხედრე ხუაშაქი დაკრძალულია ქობაირის მონასტრის მთავარი ეკლესიის\n ჩრდილოეთ კარიბჭეში, საფლავის ქვების აღმოსავლეთიდან მესამე რიგში, სამხრეთიდან\nმეოთხე საფლავის ქვის ქვეშ, რომელზეც რუსთველური შაირით შედგენილი ლექსი-ეპიტაფიაა\nშესრულებული. აღნიშნული მოსაზრება ვალერი სილოგავას ეკუთვნის: მკვლევარმა\nლექსი-ეპიტაფიის ბოლო ორი, დაზიანებული სტრიქონი ასეთი სახით წაიკითხა: „[ს(უ)ლსა\nშ]ანშ(ე)ს და ხუაშ(ა)სა, შ(ეუნდვე)ნ ღ(მერთმა)ნ“, ამის შემდეგ წაკითხულ ფრაგმენტში მოხსენიებული\nპირები ქობაირის მონასტერთან დაკავშირებულ ისტორიულ პირებთან - მანდატურთუხუცეს\nშანშე I-თან და მის ცოლთან ხუაშაქთან გააიგივა და საბოლოოდ გამოთქვა მოსაზრება,\nრომ შანშე I-ის თანამეცხედრე ხუაშა ლექსი-ეპიტაფიის მქონე საფლავის ქვის ქვეშ არის დაკრძალული\n(ვალერი სილოგავა, ეპიგრაფიკული ეტიუდები და შენიშვნები, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე,\nისტორიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, IV, თბილისი, 1990, 116-117).\nხუაშაქ ლაკლაკის ეპიტაფიიდან ირკვევა, რომ ვალერი სილოგავას მსჯელობა და მის\nმიერ გამოთქმული მოსაზრება მართებული არ არის: მანდატურთუხუცეს შანშე I-ის ცოლი ხუაშაქი,\nსინამდვილეში, ქობაირის მონასტრის მთავარი ეკლესიის ჩრდილოეთი კარიბჭის სულ სხვა\nადგილას, საფლავის ქვების აღმოსავლეთიდან პირველ რიგში, სამხრეთიდან მეოთხე საფლავის\nქვის ქვეშ არის დაკრძალული. რაც შეეხება ვალერი სილოგავას მიერ შესწავლილ ლექს-ეპიტაფიას,\nმის ტექსტში მოხსენიებული შანშე და ხუაშა (თუკი, ასეთი სახელები ეპიტაფიაში საერთოდ იკითხება)\nარა მანდატურთუხუცესი შანშე I და მისი თანამეცხედრე ხუაშაქი, არამედ სულ\nსხვა პირები არიან და, შესაბამისად, ლექსი-ეპიტაფიაც არა ხუაშაქს, არამედ სხვა, ჯერჯერობით,\nდაუდგენელ პირს ეკუთვნის. 3. დღეისათვის ცნობილი წერილობითი ძეგლები მანდატურთუხუცეს შანშე I-ის თანამეცხედრის\nსაგვარეულო კუთვნილების შესახებ არანაირ ცნობას არ გვაწვდის.\nხუაშაქ ლაკლაკის ეპიტაფია ამ ხარვეზს მთლიანად ავსებს და გვაუწყებს, რომ ხუაშაქი\nსამცხის ერთ-ერთი უძველესი და პატივდებული ფეოდალური სახლის, ლაკლაკთა საგვარეულოს\nწარმომადგენელი იყო. მაშასადამე, სახეზე გვაქვს მხარგრძელთა საგვარეულოსა და\nსამცხის დაწინაურებულ ფეოდალურ სახლებს შორის მომხდარი დინასტიური ქორწინების კიდევ\nერთი ფაქტი: აქამდე ცნობილი იყო, რომ ამირსპასალარ ზაქარია III მხარგრძელს სამცხის სპასალარის\nსარგის I ჯაყელ-ციხისჯვარელის ასული ჰყავდა ცოლად\n(შოთა მესხია, საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში, თბილისი, 1979, 269).\nახლა კი, დადგინდა ისიც, რომ ამირსპასალარ ზაქარია III-ისა და მანდატურთუხუცეს ივანე II-ის მამა, მანდატურთუხუცესი\nშანშე I, აგრეთვე, სამცხის ერთ-ერთი ფეოდალური საგვარეულოს - ლაკლაკთა სახლის\nასულზე, ხუაშაქზე იყო დაქორწინებული. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ხუაშაქ ლაკლაკის\nეპიტაფია, იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნში შეტანილ ლაკლაკთა\nქალის ქ~ინა-ყოფილი ქრისტინეს XIV-XV საუკუნეებით დათარიღებულ აღაპთან ერთად\n(ელ. მეტრეველი, მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI-XVII სს.), თბილისი, 1962,\n104, ტაბ. XVIII), ჩვენამდე მოღწეული ყველაზე გვიანდელი წერილობითი ძეგლია, რომელშიც ლაკლაკთა ფეოდალური\nსახლის წარმომადგენელი იხსენიება. XIII-XV საუკუნეების შემდეგ წერილობით ძეგლებში\nლაკლაკთა გვარი აღარ ჩანს, XVI საუკუნის დასაწყისისათვის კი ეს უძველესი ფეოდალური\nსახლი უკვე საბოლოოდ ამოვარდნილია: ლაკლაკები 1516 წლის ახლოხანებში შედგენილ სამცხის\nთავადთა ნუსხაში მოხსენიებული უკვე აღარ არიან (სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVI სს.),\nტექსტების პუბლიკაცია, გამოკვლევები და საძიებლები ქრ. შარაშიძისა, თბილისი, 1961, 31-36). 4. ხუაშაქ ლაკლაკის გარდაცვალების დროის საკითხი, მისი საგვარეულო კუთვნილების\nსაკითხის მსგავსად, აქამდე გადაუჭრელი იყო, ხუაშაქ ლაკლაკის ეპიტაფია კი ამ საკითხის\nგადასაწყვეტად ირიბ, მაგრამ მნიშვნელოვან მითითებას გვაწვდის. ეპიტაფიაში აღნიშნულია,\nრომ ხუაშაქ ლაკლაკი მანდატურთუხუცეს შანშე I-ის თანამეცხედრე და ამირსპასალარ\nზაქარია III-ის დედა იყო. იმავდროულად, სამეცნიერო ლიტერატურიდან ცნობილია, რომ ამირსპასალარი\nზაქარია III მონღოლებმა 1261-1262 წლებში სიკვდილით დასაჯეს, შვილის დაღუპვით\nშეძრული მანდატურთუხუცესი შანშე I იმავე 1261-1262 წლებში გარდაიცვალა, მათი ნაქონი\nსავაზირო სახელოები _ მანდატურთუხუცესობა და ამირსპასალარობა კი შანშე I-ის მეორე\nვაჟს ავაგ-სარგის მხარგრძელს გადაეცა\n(შოთა მესხია, საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში, თბილისი, 1979, 272-273, 316). თემო ჯოჯუას დაკვირვებით, ის ფაქტი, რომ ხუაშაქ ლაკლაკი ახლად გამოვლენილ ეპიტაფიაში\nარა ამირსპასალარ ზაქარია III-ისა და მანდატურთუხუცეს-ამირსპასალარ ავაგ-სარგისის დედად,\nარამედ მხოლოდ ამირსპასალარ ზაქარია III-ის დედად არის მოხსენიებული, იმ დასკვნისაკენ\nგვიბიძგებს, რომ ხუაშაქის გარდაცვალების დროისათვის წარწერაში მოხსენიებული მანდატურთუხუცესი\nშანშე I და ამირსპასალარი ზაქარია III ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ და\nმხარგრძელთა სახლს კვლავ ისინი ედგნენ სათავეში, ავაგ-სარგისი კი ჯერ არც მხარგრძელთა\nსახლის თავკაცი იყო და არც ძმისა და მამის დაღუპვა-გარდაცვალების შემდეგ გამოთავისუფლებულ\nსავაზირო სახელოებს ფლობდა. თუ ეს დაკვირვება სწორია, მაშინ გამოდის, რომ\nხუაშაქ ლაკლაკი ზაქარია III-ესა და შანშე I-ზე უფრო ადრე ანუ 1261-1262 წლების წინარე\nხანებში გარდაიცვალა. ხუაშაქ ლაკლაკის გარდაცვალების ქვედა ქრონოლოგიური ზღვრის\nდადგენა, ზედა ქრონოლოგიური ზღვრის დადგენასთან შედარებით, ბევრად უფრო იოლი ამოცანაა:\nევროპელი მოგზაურის გუილიომ რუბრუკვისის თხზულების „მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყნებში“\nცნობით, 1256 წლის იანვარში ხუაშაქი, რომელიც ტექსტში სახელის გარეშე,\n„საჰენზას მეუღლედ“, ანუ შანშე I-ის თანამეცხედრედ არის მოხსენიებული, ჯერ კიდევ ცოცხალი\nიყო: „ჩვენ ნაქსუა (ქალაქი ნახჭევანი - თ. ჯ.) ნათლიღების კვირაში დავტოვეთ... ოთხი\nდღის შემდეგ ჩვენ მივაღწიეთ საჰენზას ქვეყანას; ეს საჰენზა წინათ მეტად ძლიერი ქართველი\nყოფილა, მაგრამ დღეს ხარკს აძლევს თათრებს, რომელთაც ყველა მისი ციხე-სიმაგრე გაუნადგურებიათ...\nმე ვისადილე საჰენზასთან და როგორც მან, ისე მისმა მეუღლემ და მისმა ვაჟმა\nზაქარიამ დიდი თავაზიანობა გამოიჩინეს ჩემს მიმართ“ (გუილიომ რუბრუკვისი, მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყნებში, თარგმანი ფრანგულიდან გ. ქიქოძისა, მასალები\nსაქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვეთი V, თბილისი, 1942, 173-174).\nგარდა ამისა, ხუაშაქი ცოცხლად არის მოხსენიებული ჰოვჰანავანქის მონასტრის 1258 წლის სომხურ წარწერაშიც, რომელშიც იგი, თანამეცხედრესთან,\nმანდატურთუხუცეს შანშე I-თან და შვილებთან ერთად არის დასახელებული:\n„В 707 (1258) г. волею всемогущего господа это мое повеление и непреклонное установление мандан-\nтортаухуцеса Шахиншаха, сына амир спасалара Великой Армении и Грузии Закария, что написал я на\nпостроенной мною часовне, передал село Шалвашен [обители] святого Карапета на помин души моей и\nХошак и за долголетие детей наших“ (Закарий Канакерци, Хроника, Перевод с армянского,\nпредисловие и комментарий М. О. Дарбинян-Меликян (Москва, 1969),\n248; შოთა მესხია, საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში, თბილისი, 1979, 268).\nამგვარად, დგინდება, რომ ხუაშაქ ლაკლაკი, ერთი მხრივ, ჰოვანავანქის წარწერის შედგენის შემდგომ პერიოდში,\nხოლო, მეორე მხრივ, უფროსი ვაჟისა და ქმრის დაღუპვის წინარე ხანებში, ანუ 1258-1261/1262\nწლებში გარდაიცვალა. 5. ქობაირის მონასტრის ძირითადი ნაწილისა და მისი მთავარი ეკლესიის აღშენების დროის\nშესახებ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა ზაზა სხირტლაძემ, რომელმაც დაასკვნა, რომ\nტაძარი 1230-1240-იანი წლებიდან 1262 წლამდე პერიოდში იყო აგებული. ამ მოსაზრების გამოთქმისას\nმკვლევარი სამ ძირითად არგუმენტს დაემყარა: 1. ხუაშაქი, რომელმაც ქობაირის მონასტერი\n„სომხებს“, ანუ მონოფიზიტებს „წარუღო“ და დიოფიზიტთა სავანედ აქცია, მანდატურთუხუცეს\nშანშე I-ის მეუღლე 1230-იანი წლებიდან უნდა გამხდარიყო. ამაზე, პირველ რიგში, გიულიომ\nრუბრუკვისის ცნობა მიუთითებს, რომლის თანახმადაც, 1255 წლისათვის შანშე I-ისა და\nხუაშაქის უფროსი ვაჟი, ამირსპასალარი ზაქარია უკვე ჭაბუკი იყო და საფრანგეთის მეფის\nლუი IX-ის კარზე სამსახური სურდა; 2. ქობაირის მონასტრის მთავარი ეკლესია ქალკედონური\nრიტუალის მოთხოვნილების შესაბამისად იყო აგებული. მაშასადამე, მისი მშენებლობა ქობაირის\nმონასტრის დიოფიზიტების ხელში გადასვლის შემდეგ, ანუ 1230-1240-იანი წლებიდან იყო\nმოსალოდნელი; 3. მანდატურთუხუცესი შანშე I-ის გარდაცვალებისა და ქობაირის მონასტერში\nდაკრძალვის დროს, ანუ 1262 წელს ქობაირი უკვე „დიდშენი“ და ძლიერი სავანე იყო. სხვაგვარად,\nწარმოუდგენელია, რომ იმ დროის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ფეოდალური\nსახლის ასეთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ქობაირში დაეკრძალათ\n(ზ. სხირტლაძე, გამოკვლევა ქობაირის ტაძრის მოხატულობის შესახებ, თბილისის უნივერსიტეტის შრომები, ტომი\n243, ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია, თბილისი, 1983, 187-188). ხუაშაქ ლაკლაკის ეპიტაფიას ზაზა სხირტლაძის მიერ შემოთავაზებულ\nდასკვნაში გარკვეული კორექტივი შეაქვს. კერძოდ, ეპიტაფიაში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ\nქობაირის მონასტრის მთავარი ტაძრის აღმშენებელი ხუაშაქ ლაკლაკი იყო. იმავდროულად,\nხუაშაქი 1258-1261/1262 წლებში გარდაიცვალა. აქედან, სრულებით ცხადია, რომ\nქობაირის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის დარბაზული ეკლესია 1258-1261/1262 წლების წინარე ხანებში\nიყო აგებული. მეორე მხრივ, სპეციალური ლიტერატურიდან ცნობილია, რომ 1212 წელს, როცა მანდატურ-\nთუხუცეს-ამირსპასალარი ზაქარია II მხარგრძელი გარდაიცვალა, მისი ვაჟი, შემდგომში, მანდატურთუხუცესი\nშანშე I ხუთი წლისა იყო (შოთა მესხია, საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში, თბილისი, 1979, 268).\nაშკარაა ისიც, რომ 1207 წელს დაბადებული\nშანშე I ხუაშაქ ლაკლაკზე, ყველაზე უფრო ადრე, 13-18 წლის ასაკში, ანუ 1220-1225 წლებში დაქორწინდებოდა.\nგარდა ამისა, კირაკოს განძაკეცის თხზულებიდან ცნობილია, რომ 1250 წელს, ათაბაგ-ამირსპასალარის\nავაგ მხრაგრძელის გარდაცვალების შემდეგ, მთელი მისი სენიორია, ანუ ე. წ. „ავაგის სახლი“ და\nმასთან ერთად, როგორც ჩანს, ამირსპასალარის სახელოც, მანდატურთუხუცეს შანშე I-ისა და ხუაშაქის\nუფროს ვაჟს, ზაქარია III-ეს გადაეცა\n(Киракос Гандзакеци, История Армении, Перевод с древнеармянского, предисловие и комментарий Л. А. Ханларян (Москва,\n1976), 236).\nაქედან, ირკვევა, რომ 1250 წლისათვის ზაქარია III, სულ მცირე, 15-20 წლისა მაინც იყო.\nეს კი, თავის მხრივ, იმაზე მიუთითებს, რომ მანდატურთუხუცეს შანშე I-ისა და\nხუაშაქ ლაკლაკის უფროსი ვაჟი, ყველაზე უფრო გვიან, 1230-1235 წლებში იყო დაბადებული. მაშასადამე,\nირკვევა, რომ მანდატურთუხუცეს შანშე I-ისა და ხუაშაქ ლაკლაკის ქორწინებას, დაახლოებით, 1220/1225-\n1230/1235 წლებში ჰქონდა ადგილი. აქედან კი, უკვე ავტომატურად გამომდინარეობს დასკვნა, რომ მხარგრძელთა\nსახლში რძლად შესულმა ხუაშაქ ლაკლაკმა ქობაირის მონასტერი სომეხი მონოფიზიტებისაგან\n1220/1225-1230/1235 წლებსა თუ შემდგომ პერიოდში გამოისყიდა და ეპიტაფიაში მოხსენიებული სააღმშენებლო\nსამუშაოებიც იმავე 1220/1225-1230/1235 წლებსა თუ შემდგომ ხანებში ჩაატარა. ყოველივე\nზემოთქმულიდან გამომდინარე, თემო ჯოჯუა ასკვნის, რომ ხუაშაქ ლაკლაკმა ქობაირის მონასტრის მთავარი ტაძარი\n- ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის დარბაზული ეკლესია და სხვა სამონასტრო ნაგებობები (სატრაპეზო,\nსენაკები და სხვ.), ერთი მხრივ, მანდატურთუხუცეს შანშე I-ზე ქორწინების (1220-1235 წწ.) შემდგომ\nპერიოდში, ხოლო, მეორე მხრივ, თავისი გარდაცვალების (1258-1261/1262 წწ.) წინარე ხანებში, ანუ 1220/1235-\n1258/1262 წლებში აღაშენა.'}
<div type="edition" xml:lang="ka" ana="mtavruli" xml:space="preserve">
<ab>
<lb n="1"/><w lemma="ქრისტე"><expan><abbr>ქ</abbr><ex>რისტ</ex><abbr>ე</abbr></expan></w>
<w lemma="განსუენება"><expan><abbr>გა</abbr><ex>ნ</ex><abbr>ო</abbr><ex>ჳ</ex><abbr>ს</abbr><ex>უ</ex><abbr>ენე</abbr></expan></w>
<w lemma="სულ">სოჳ<lb n="2" break="no"/>ლსა</w>
<name nymRef="ვაჩა">ვაჩაჲს<lb n="3" break="no"/>ასა</name>
<name nymRef="გურა"><expan><abbr>გო</abbr><ex>ჳ</ex><abbr>რაჲ<lb n="4" break="no"/>სასა</abbr></expan></name>
<name nymRef="მირა"><expan><abbr>მ</abbr><ex>ი</ex><abbr>რა</abbr><ex>ჲ</ex><abbr>ს</abbr><ex>ა</ex><abbr>ს</abbr><ex>ა</ex></expan></name>
</ab>
</div>