ქობაირის მონასტრის ეპიტაფია შანშეს მწიგნობართუხუცესის მათესი და მისი მეუღლის თენისა

№ ECG338 📅 XIII-XIV AD 📍 ქობაირის მონასტერი, სომხეთი 🔨 ქვა 📦 ეპიტაფია 🌐 ka

შინაარსი / Summary

ეპიტაფია

კრიტიკული გამოცემა Interpretive Edition

ესე სფლვი შნშეს მწიგნ ბთოხცესისა: მათესი და მ ისისა: მეუღლისა: თენისი: შნ ღნ
ესე ს(ა)ფლ(ა)ვი შ(ა)ნშეს მწ(ი)გნ(ო)ბ(არ)თო(ჳ)ხ(უ)ცესისა მათესი და მ -
ისისა მეუღლისა თენისი შ(ეუნდვე)ნ ღ(მერთმა)ნ

დიპლომატიური გამოცემა Diplomatic Edition

ႤႱႤ ႱႴႪႥႨ ႸႬႸႤႱ ႫႼႨႢႬ ႡႧႭႾႺႤႱႨႱႠ: ႫႠႧႤႱႨ ႣႠ Ⴋ ႨႱႨႱႠ: ႫႤႳႶႪႨႱႠ: ႧႤႬႨႱႨ: ႸႬ ႶႬ
ႤႱႤ ႱႴႪႥႨ ႸႬႸႤႱ ႫႼႢႬႡႧႭႾႺႤႱႨႱႠ ႫႠႧႤႱႨ ႣႠ Ⴋ
ႨႱႨႱႠ ႫႤႳႶႪႨႱႠ ႧႤႬႨႱႨ ႸႬ ႶႬ
{'ka': 'ეს არის შანშეს მწიგნობართუხუცესის, მათეს, და მისი მეუღლის, თენის, საფლავი, ღმერთმა შეუნდოთ.'}
{'default': 'წარწერაში ქარაგმის ნიშნები არ არის გამოყენებული. განკვეთილობის ნიშნები: პატარა რგოლი ან ორწერტილი თითქმის\n ყოველი სიტყვის შემდეგ; ტექსტში ბგერა უ, ერთ შემთხვევაში, Ⴣ-ს (ჳ) საშუალებით არის\n გადმოცემული; წარწერაში გვხვდება ლიგატურისა და შეწიაღების შემთხვევები.\n წარწერა დაზიანებული არ არის და თავიდან ბოლომდე გარკვევით იკითხება. თემო ჯოჯუასა და გიორგი გაგოშიძის მიხედვით, „შანშას“, ანუ ათაბაგ-ამირსპასალარის შანშე II მხარგრძელის\nერთ-ერთი უმაღლესი მოხელის - მწიგნობართუხუცეს მათესა და მისი თანამეცხედრის თენის ეპიტაფიასთან დაკავშირებით იმთავითვე\nდაისმის ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: რატომ არიან მათე და მისი ცოლი დაკრძალული ცალკე მდგომ\nსამლოცველოში და არა ქობაირის მონასტრის მთავარი ეკლესიის კარიბჭესა თუ კარიბჭის წინ, ეზოში,\nსადაც მხარგრძელთა საგვარეულოს ე. წ. შანშეს ფეოდალური სახლის სხვა მაღალი მოხელეები და\nდიდგვაროვანი ვასალები - მსახურთუხუცესი ოგ~ლა ბუბა, მეღვინეთუხუცეს ივანეს მეუღლე\nგურჯიხათუნი, დავით ლოკელი, შალვა ეგეგომელი და სხვები არიან დაკრძალულნი?\nხომ არ მიუთითებს ეს ფაქტი იმაზე, რომ მწიგნობართუხუცესი მათე და მისი მეუღლე,\nქობაირის მონასტერში დაკრძალულ სხვა მოხელეებსა თუ დიდგვაროვნებთან შედარებით, უფრო მაღალ იერარქიულ\nსაფეხურზე იდგნენ და სხვებზე უფრო აღმატებული პატივით სარგებლობდნენ? თუკი დადგენილ ფაქტად\nმივიჩნევთ იმ გარემოებას, რომ მწიგნობართუხუცეს მათესა და მისი თანამეცხედრის საფლავის ქვა\nიმთავითვე ცალკე მდგომ სამლოცველოში იყო ჩადგმული, მაშინ თითქოს\nმათე ქობაირის მონასტერში დაკრძალულ, „შანშეს სახლის“ სხვა მაღალ მოხელეებსა თუ დიდგვაროვან\nვასალებზე უფრო აღმატებული პატივით სარგებლობდა. მაგრამ იყო კი ეს საფლავის ქვა იმთავითვე\nცალკე მდგომ სამლოცველოში განთავსებული? საქმე ის არის, რომ აღნიშნული სამლოცველო ბოლო\nხანებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად თითქმის თავიდან არის აგებული. შესაბამისად,\nჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მწიგნობართუხუცეს მათესა და მისი თანამეცხედრის საფლავის\nქვა თავდაპირველად ცალკე მდგომ სამლოცველოში არ იყო განთავსებული. ის აქ მხოლოდ მოგვიანებით,\nხსენებული სარესტავრაციო სამუშაოების დროს მიიტანეს და ახლადაღდგენილი სამლოცველოს გასამშვენებლად\nმისი აღმოსავლეთი ნაწილის იატაკში ჩადგეს. აღნიშნულ ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს ის\nგარემოება, რომ მწიგნობართუხუცეს მათეს ვაჟის ასაფის საფლავის ქვა ქობაირის მონასტრის მთავარი\nეკლესიის ჩრდილოეთი ეგვტერის წინ, ეზოშია ჩადგმული და ადგილნაცვალს ნამდვილად არ ჰგავს.\nამ ბოლო ფაქტის გათვალისწინებით, ლოგიკურად დაისმის კითხვა: თუ ცალკე მდგომი სამლოცველო ნამდვილად\nმწიგნობართუხუცეს მათეს ოჯახის საგვარეულო საძვალე იყო, მაშინ იმავე სამლოცველოში რატომ\nარ არის დაკრძალული ასაფი, რომელიც მათეს ვაჟი იყო და, შესაბამისად, საგვარეულო საძვალეში,\nმშობლების გვერდით უნდა ყოფილიყო დაკრძალული? ამ და ზემოთ დასმულ სხვა კითხვებზე\nრაიმე დამაჯერებელი პასუხის გაცემა შესაბამისი მასალის არქონის გამო გამომცემლებს კვლევის ამ ეტაპზე არ\nშეუძლიათ და ამიტომ მათ ღიად ტოვებენ.'}
<div type="edition" xml:lang="ka" ana="mtavruli" xml:space="preserve">
    <ab>
        <lb n="1"/><w lemma="ქრისტე"><expan><abbr>ქ</abbr><ex>რისტ</ex><abbr>ე</abbr></expan></w>
        <w lemma="განსუენება"><expan><abbr>გა</abbr><ex>ნ</ex><abbr>ო</abbr><ex>ჳ</ex><abbr>ს</abbr><ex>უ</ex><abbr>ენე</abbr></expan></w>
        <w lemma="სულ">სოჳ<lb n="2" break="no"/>ლსა</w>
        <name nymRef="ვაჩა">ვაჩაჲს<lb n="3" break="no"/>ასა</name>
        <name nymRef="გურა"><expan><abbr>გო</abbr><ex>ჳ</ex><abbr>რაჲ<lb n="4" break="no"/>სასა</abbr></expan></name>
        <name nymRef="მირა"><expan><abbr>მ</abbr><ex>ი</ex><abbr>რა</abbr><ex>ჲ</ex><abbr>ს</abbr><ex>ა</ex><abbr>ს</abbr><ex>ა</ex></expan></name>
    </ab>
</div>