ჰნევანქის (ძელი ჭეშმარიტი) თეოდორე მამათმთავრის წარწერა

№ ECG336 📅 XII-XIII AD 📍 ჰნევანქი (ძელი ჭეშმარიტი), სომხეთი 🔨 ქვა 📦 ფასადი 🌐 ka

შინაარსი / Summary

საამშენებლო

კრიტიკული გამოცემა Interpretive Edition

შეწევნითა მამისაჲთა ძ(ი)ს(აჲ)თა ს(უ)ლ(ი)სა წ(მიდი)ს(აჲ)თა მ(ეო)ხ(ე)ბ(ი)თა წ(მიდის)ა ღ(მრთი)სმშ(ო) და მ(არადი)ს ქ(ა)ლწ(უ)ლ
მ(ისაჲ)თა მ(ეო)ხ(ე)ბ(ი)თა წ(მიდა)თა წ(ინა)წ(არმეტ)ყ(უელ) მ(ო)ც(ი)ქ(ულ)თა მღ(უ)დ(ელ)თ
ვ(ა)შ(ე)ნ კ(ა)რ(ი)ს ბჭე ესე პ(ირველა)დ დღ(ე)გრძ(ე)ლ(ო)ბ(ი)ს და თუხ(უ)ც(ე)ს(ი)ს(ა)თ(ჳ)ს მხ(ა)რგრძ(ე)ლთ(ა)თ(ჳ)ს ს(ა)ლ(ო)ცვ(ე)ლ(ა)დ თ(ეოდორ)ე მ(ა)მ ს(ე)ნ(ე)თ და ლ(ო)ც(უ)ა ყავთ

დიპლომატიური გამოცემა Diplomatic Edition

ႸႤႼႤႥႬႨႧႠ ႫႠႫႨႱႠჂႧႠ ႻႱႧႠ ႱႪႱႠ ႼႱႧႠ ႫႾႡႧႠ ႼႠ ႶႱႫႸ ႣႠ ႫႱ ႵႪႼႪ
ႫႧႠ ႫႾႡႧႠ ႼႧႠ ႼႼႷ ႫႺႵႧႠ ႫႶႣႧ
ႥႸႬ ႩႰႱ ႡႽႤ ႤႱႤ ႮႣ ႣႶႢႰႻႪႡႱ ႣႠ ႧႳႾႺႱႱႧႱ ႫႾႰႢႰႻႪႧႧႱ ႱႪႺႥႪႣ ႧႤ ႫႫ ႱႬႧ ႣႠ ႪႺႠ ႷႠႥႧ
{'ka': 'მამის, ძის და სული წმიდის შეწევნით, წმიდა ღმრთისმშობლის და მარადისქალწულ მარიამის,\n წმიდათა წინაწარმეტყუელთა, მოციქულთა, მღუდელმთავართა მეოხებით,\n ავაშენე ეს კარიბჭე პირველად დღეგრძელობისათვის და სალოცველად მანდატურთუხუცეს მხარგრძელთათჳს,\n თეოდორე მამათმთავარი მომიხსენეთ და ლოცვა ყავთ.'}
{'default': 'ჰნევანქის (ძელი ჭეშმარიტი) ნამონასტრალი მდებარეობს ძორაგეტის ხეობაში, მდინარის მარჯვნივ, რკინიგზის სადგურ თუმანიანიდან\n სტეფანავანისკენ მიმავალი გზის პირას, ახლანდელი ძორაჰესის საგუბარს ზემოთ. სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას შეიცავს, რომელთა შორის\n უძველესია ცენტრალურგუმბათიანი ჯვარის რიგის ტრიქონკი, IX საუკუნის შემდეგ არაერთგზის განახლებული. მიშენებული აქვს კარიბჭე სამხრეთის მხრიდან.\n ჰნევანქის მონასტერი ნანახი აქვს ვახუშტი ბატონიშვილს, რომელიც მის შესახებ წერს:\n „კვალად დასავლით ამისა (ქობერისა, ლ. მ.-ბ.) არს მონასტერი ძელი ჭეშმარიტისა - მშვენიერი, ამ ბერდუჯის მდინარესა ზედა, უპყრავსთ სომეხთავე.\n აქა არს მაღალს კლდესა შინა ქვაბნი მრავალნი, და მას ქვაბსა შინა მდებარეობენ შიგნნი მრავალნი ძველნი, არამედ კაცთა აუსვლელობით უხმარ არიან.\n დასავლით ამისსა არს ციხე ლორისა და ქალაქი მცირე“ (ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, 35).\n წარწერა 1964 წელს შეისწავლა და გამოსცა ლეონ მელიქსეთ-ბეგმა.\n მას მიაჩნია, რომ ეს ძეგლი თავდაპირველად სომეხ ანტიქალკედონიანთა კერა იყო,\n შემდეგ კი, XII საუკუნიდან, ქალკედონიანთა ხელში გადასულა, რისი დასტურიცაა XII-XIII საუკუნეების\n ქართული ასომთავრული წარწერები მის გარე კედლებზე. მისი აზრით, წარწერაში მოხსენიებული მანდატურთუხუცესი მხარგრძელთაგანი შეიძლება იყოს ივანე\n მანდატურთუხუცესი, ხოლო თეოდორე მამათმთავარი - ან ადგილობრივი სავანის მამასახლისი, ანდა ქართველთა კათალიკოსი თეოდორე, რომელიც\n მამამთავრობდა 1186-1206 წლებში (თეოდორე II).'}
<div type="edition" xml:lang="ka" ana="mtavruli" xml:space="preserve">
    <ab>
        <lb n="1"/><w lemma="ქრისტე"><expan><abbr>ქ</abbr><ex>რისტ</ex><abbr>ე</abbr></expan></w>
        <w lemma="განსუენება"><expan><abbr>გა</abbr><ex>ნ</ex><abbr>ო</abbr><ex>ჳ</ex><abbr>ს</abbr><ex>უ</ex><abbr>ენე</abbr></expan></w>
        <w lemma="სულ">სოჳ<lb n="2" break="no"/>ლსა</w>
        <name nymRef="ვაჩა">ვაჩაჲს<lb n="3" break="no"/>ასა</name>
        <name nymRef="გურა"><expan><abbr>გო</abbr><ex>ჳ</ex><abbr>რაჲ<lb n="4" break="no"/>სასა</abbr></expan></name>
        <name nymRef="მირა"><expan><abbr>მ</abbr><ex>ი</ex><abbr>რა</abbr><ex>ჲ</ex><abbr>ს</abbr><ex>ა</ex><abbr>ს</abbr><ex>ა</ex></expan></name>
    </ab>
</div>