ჰნევანქის (ძელი ჭეშმარიტი) ივანე მანდატურთუხუცესისა და ამირსპასალარის ძის, სუმბატის, წარწერა

№ ECG335 📅 XII-XIII AD 📍 ჰნევანქი (ძელი ჭეშმარიტი), სომხეთი 🔨 ქვა 📦 გუმბათი 🌐 ka

შინაარსი / Summary

საამშენებლო

კრიტიკული გამოცემა Interpretive Edition

ს(ა)ხ(ე)ლითა ღ(მრთისა)ჲთა მეოხებითა
წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა
შეწევნითა ყოველთა წმიდათაჲთა ღირს-ვი -
ქმენ მე სოჳბატ
5ძე ივანე მანდატურთუხუცე-
სისა და ამირსპასალარისაჲ მეორედ განახლებად და შე -
მკობად დიდებულისა საყდრისა წმიდისა ძელი ჭეშმარიტისასა საოხად და სა -
ლხინებლად სულთა ჩუენთა
და მშობელთა
10ჩუენთათჳს და ყოველთა
მომავალთა ჩუენთათჳს საუკუნოდ შემდგომითი შემდგომათა ლოც ვა ყავთ სადიდებლად ღმრთისა მოწყალისა მონისათვის ქრონიკონი იყო ტოფ

დიპლომატიური გამოცემა Diplomatic Edition

† ႱႾႪႨႧႠ ႶჂႧႠ ႫႤႭႾႤႡႨႧႠ
ႼႫႨႣႨႱႠ ႶႫႰႧႨႱႫႸႭႡႤႪႨႱႠჂႧႠ
ႸႤႼႤႥႬႨႧႠ ႷႭႥႤႪႧႠ ႼႫႨႣႠႧႠჂႧႠ ႶႨႰႱ-ႥႨ
ႵႫႤႬ ႫႤ ႱႭჃႡႠႲ
5ႻႤ ႨႥႠႬႤ ႫႠႬႣႠႲႳႰႧႳႾႳႺႤ
ႱႨႱႠ ႣႠ ႠႫႨႰႱႮႠႱႠႪႠႰႨႱႠჂ ႫႤႭႰႤႣ ႢႠႬႠႾႪႤႡႠႣ ႣႠ ႸႤ
ႫႩႭႡႠႣ ႣႨႣႤႡႳႪႨႱႠ ႱႠႷႣႰႨႱႠ ႼႫႨႣႨႱႠ ႻႤႪႨ ႽႤႸႫႠႰႨႲႨႱႠႱႠ ႱႠႭႾႠႣ ႣႠ ႱႠ
ႪႾႨႬႤႡႪႠႣ ႱႳႪႧႠ ႹႳႤႬႧႠ
ႣႠ ႫႸႭႡႤႪႧႠ
10ႹႳႤႬႧႠႧჃႱ ႣႠ ႷႭႥႤႪႧႠ
ႫႭႫႠႥႠႪႧႠ ႹႳႤႬႧႠႧჃႱ ႱႠႳႩႳႬႭႣ ႸႤႫႣႢႭႫႨႧႨ ႸႤႫႣႢႭႫႠႧႠ ႪႭႺ ႥႠ ႷႠႥႧ ႱႠႣႨႣႤႡႪႠႣ ႶႫႰႧႨႱႠ ႫႭႼႷႠႪႨႱႠ ႫႭႬႨႱႠႧႥႨႱ ႵႰႭႬႨႩႭႬႨ ႨႷႭ ႲႭႴ
{'ka': '† სახელითა ღმრთისაჲთა, წმიდა ღმრთისმშობლის მეოხებით, ყოველთა წმიდათა შეწევნით, ღირსი გავხდი მე, სუბატ, [ძე ივანე მანდატურთუხუცე]სისა\n და ამირსპასალარისა, მეორედ განახლებად და შემკობად დიდებული საყდრის, წმიდა [ძელი ჭეშმარიტი]ს, საოხად და სალხინებლად სულთა ჩუენთა,\n მშობელთა ჩუენთა და ჩვენს შემდგომად მომავალთა საუკუნოდ. ილოცეთ მონისათვის მოწყალე ღმრთის სადიდებლად. ქრონიკონი იყო ტოფ.'}
{'default': 'ჰნევანქის (ძელი ჭეშმარიტი) ნამონასტრალი მდებარეობს ძორაგეტის ხეობაში, მდინარის მარჯვნივ, რკინიგზის სადგურ თუმანიანიდან\n სტეფანავანისკენ მიმავალი გზის პირას, ახლანდელი ძორაჰესის საგუბარს ზემოთ. სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას შეიცავს, რომელთა შორის\n უძველესია ცენტრალურგუმბათიანი ჯვრის რიგის ტრიქონკი, IX საუკუნის შემდეგ არაერთგზის განახლებული. მიშენებული აქვს კარიბჭე სამხრეთის მხრიდან.\n ჰნევანქის მონასტერი ნანახი აქვს ვახუშტი ბატონიშვილს, რომელიც მის შესახებ წერს:\n „კვალად დასავლით ამისა (ქობერისა, ლ. მ.-ბ.) არს მონასტერი ძელი ჭეშმარიტისა - მშვენიერი, ამ ბერდუჯის მდინარესა ზედა, უპყრავსთ სომეხთავე.\n აქა არს მაღალს კლდესა შინა ქვაბნი მრავალნი, და მას ქვაბსა შინა მდებარეობენ შიგნნი მრავალნი ძველნი, არამედ კაცთა აუსვლელობით უხმარ არიან.\n დასავლით ამისსა არს ციხე ლორისა და ქალაქი მცირე“ (ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, 35).\n წარწერა ჯერ 1928 წელს, ხოლო მეორედ 1964 წელს შეისწავლა და გამოსცა ლეონ მელიქსეთ-ბეგმა.\n მას მიაჩნია, რომ ეს ძეგლი თავდაპირველად სომეხ ანტიქალკედონიანთა კერა იყო,\n შემდეგ კი, XII საუკუნიდან, ქალკედონიანთა ხელში გადასულა, რისი დასტურიცაა XII-XIII საუკუნეების\n ქართული ასომთავრული წარწერები მის გარე კედლებზე. მისი აზრით, წარწერაში დასახელებული სუბატი უნდა იყოს იგივე სუმბატი,\n ან პირველი - ძე დიდი ივანე ორბელისა, დემეტრე I-ის თანამედროვე, ან მეორე - ივანე ორბელის შვილიშვილი, გიორგი III-ის თანამედროვე.'}
<div type="edition" xml:lang="ka" ana="mtavruli" xml:space="preserve">
    <ab>
        <lb n="1"/><w lemma="ქრისტე"><expan><abbr>ქ</abbr><ex>რისტ</ex><abbr>ე</abbr></expan></w>
        <w lemma="განსუენება"><expan><abbr>გა</abbr><ex>ნ</ex><abbr>ო</abbr><ex>ჳ</ex><abbr>ს</abbr><ex>უ</ex><abbr>ენე</abbr></expan></w>
        <w lemma="სულ">სოჳ<lb n="2" break="no"/>ლსა</w>
        <name nymRef="ვაჩა">ვაჩაჲს<lb n="3" break="no"/>ასა</name>
        <name nymRef="გურა"><expan><abbr>გო</abbr><ex>ჳ</ex><abbr>რაჲ<lb n="4" break="no"/>სასა</abbr></expan></name>
        <name nymRef="მირა"><expan><abbr>მ</abbr><ex>ი</ex><abbr>რა</abbr><ex>ჲ</ex><abbr>ს</abbr><ex>ა</ex><abbr>ს</abbr><ex>ა</ex></expan></name>
    </ab>
</div>