ვარძიის რატი ერისთავთ-ერისთავის წარწერა

№ ECG117 📅 1184-1186 AD 📍 ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი 🔨 ქვა 📦 კედელი 🌐 ka

შინაარსი / Summary

სავედრებელი

კრიტიკული გამოცემა Interpretive Edition

ღ(მრ)თისა დედაო მ(ო)ითჳ
მსახო(ჳ)რებ(ა)ჲ ჩემ მ(იე)რ მონისა შ(ე)ნსა რატი -
ვ ა და ქართლისა ერისთ(ა)ვისაგ(ა)ნ ნ(ომელმა) ვიგო(ჳ)ლსმო -
დგინე და მოხატვით აღ ვამკვე წ(მიდა)ჲ ესე ტ(ა)ძ(ა)რი დ(იდე)ბისა
5შ(ე)ნისაჲ და ნა ცვალ მაგ ე წ(ინაშ)ე ძესა შ(ე)ნსა და ღ(მერთს)ა
ჩ(უე)ნსა დღესა მ(ა)ს დიდსა სა(შ)ლ(ა)სას
და ამას სოფ(ე)ლსა შ(ინ)ა ძეთა
ჩ(ე)მთა ნა(ა) და მფარველ მე ქმენ

დიპლომატიური გამოცემა Diplomatic Edition

✱ Ⴥ ႶႧႨႱႠ ႣႤႣႠႭ ႫႨႧჃ
ႫႱႠႾႭႰႤႡჂ ႹႤႫ ႫႰ ႫႭႬႨႱႠ ႸႬႱႠ ႰႠႲႨ
Ⴅ Ⴀ ႣႠ ႵႠႰႧႪႨႱႠ ႤႰႨႱႧႥႨႱႠႢႬ Ⴌ ႥႨႢႭႪႱႫႭ
ႣႢႨႬႤ ႣႠ ႫႭႾႠႲႥႨႧ ႠႶ ႥႠႫႩႥႤ ႼჂ ႤႱႤ ႲႻႰႨ ႣႡႨႱႠ
5ႸႬႨႱႠჂ ႣႠ ႬႠ ႺႥႠႪ ႫႠႢ Ⴄ ႼႤ ႻႤႱႠ ႸႬႱႠ ႣႠ ႶႠ
ႹႬႱႠ ႣႶႤႱႠ ႫႱ ႣႨႣႱႠ ႱႠႪႱႠႱ
ႣႠ ႠႫႠႱ ႱႭႴႪႱႠ ႸႠ ႻႤႧႠ
ႹႫႧႠ ႬႠ Ⴋ ႣႠ ႫႴႠႰႥႤႪ ႫႤ ႵႫႤႬ
{'ka': '✱ ჰოი, ღმრთის დედაო, მიითვალე მცირედი მსახურება შენი მონის, რატი ერისთავთა ერისთავისა და\n ქართლისა ერისთავისაგან, რომელმაც ვიგულსმოდგინე და მოხატვით შევამკე ეს წმიდა ტაძარი შენი დიდებისა.\n მომაგე სანაცვლო შენი ძის და ჩვენი ღმერთის წინაშე იმ დიდი საშჯელის დღეს. ხოლო ამ წუთისოფელში ჩემი ძეების მცველი და მფარველი იყავ.'}
{'default': 'გივი გაფრინდაშვილის მიხედვით, წარწერაში სიტყვების განყოფის ნიშნად ნახმარია ორი ან სამი წერტილი, ხოლო საერთო თავნიშნად რვაქიმიანი ვარსკვლავია დასმული.\n მეორე სტრიქონზე შემორჩენილი ბოლო ორი ასო, ႰႠ, გამომცემლის აზრით, ერისთვის სახელს უნდა გამოხატავდეს. ეს სახელი კი რატი უნდა იყოს. მომდევნო\n ასოს შერჩენილი აქვს მუცლის მარჯვენა ნაწილი და ფეხის დასაწყისი, იგი Ⴒ უნდა იყოს, მის ტანში კი შეწიაღებული Ⴈ-ს თავია და ბუნის ნაწყვეტი ნაწილები ჩანს.\n სახელი რატის მატარებელი თამარის დროს ერთადერთი პიროვნებაა: რატი სურამელი, რომელსაც თამარ მეფემ ქართლის ერისთავობა უბოძა. წარწერაშიც უცნობი პირი ქართლის ერისთავად მოიხსენიება.\n წარწერაში სიტყვების „ქართლის ერისთავის“ წინ დასმულია კავშირი ႣႠ, რომლის წინ რატის მეორე თანამდებობდა უნდა ყოფილიყო აღნიშნული (ვალერი სილოგავა მას აღადგენს, როგორც\n ერისთავთა ერისთავი).\n რაც შეეხება წარწერის დათარიღებას, გივი გაფრინდაშვილისათვის ამოსავალ წერტილს ვარძიის თამარ მეფისა და გიორგი III-ის ფრესკების წარწერებისა და თავად თამარის პორტრეტი\n წარმოადგენს. როგორც წარწერიდან ირკვევა, გიორგი III ამ დროს გარდაცვლილია, ხოლო თამარ მეფის ფრესკა შესრულებულია მის პირველ გათხოვებამდე (ამ ფრესკაში მის თავსამკაულს\n არ აქვს მარგალიტებით შემზადებული აცმულა და ნიკაპის ქვეშ ასაკრავი, რასაც მხოლოდ ქმრიანი ქალები ატარებდნენ. დანარჩენ ფრესკებში (ბეთანიის, ყინწვისის,\n ბერთუბნის) მას ეს ატრიბუტები აქვს). მაშასადამე, ვარძიის ტაძრის წარწერები თავსდება მეფე გიორგი III-ის გარდაცვალებასა და თამარ მეფის გათხოვებას შორის, ე. ი. 1184 წელსა\n და 1185-1186 წლებს შორის. ვინაიდან ვარძიის ტაძრის წარწერები სავსებით ემთხვევა ერთმანეთს და ერთი ოსტატის ნამუშევარს ჰგავს, რატი სურამელის წარწერაც 1184-1185 წლებით\n შეიძლება დათარიღდეს.'}
<div type="edition" xml:lang="ka" ana="mtavruli" xml:space="preserve">
    <ab>
        <lb n="1"/><w lemma="ქრისტე"><expan><abbr>ქ</abbr><ex>რისტ</ex><abbr>ე</abbr></expan></w>
        <w lemma="განსუენება"><expan><abbr>გა</abbr><ex>ნ</ex><abbr>ო</abbr><ex>ჳ</ex><abbr>ს</abbr><ex>უ</ex><abbr>ენე</abbr></expan></w>
        <w lemma="სულ">სოჳ<lb n="2" break="no"/>ლსა</w>
        <name nymRef="ვაჩა">ვაჩაჲს<lb n="3" break="no"/>ასა</name>
        <name nymRef="გურა"><expan><abbr>გო</abbr><ex>ჳ</ex><abbr>რაჲ<lb n="4" break="no"/>სასა</abbr></expan></name>
        <name nymRef="მირა"><expan><abbr>მ</abbr><ex>ი</ex><abbr>რა</abbr><ex>ჲ</ex><abbr>ს</abbr><ex>ა</ex><abbr>ს</abbr><ex>ა</ex></expan></name>
    </ab>
</div>