საროს ციხის ვაჩე გურგენისძის წარწერა
Saro Fortress inscription of Vache Gurgenisdze

№ ECG085 📅 1125-1155 AD 🔨 ქვა / Local stone 📦 ფილა / Plaque 🌐 ka

შინაარსი / Summary

მემორიალური Memorial

ბიბლიოგრაფია Bibliography

კრიტიკული გამოცემა Interpretive Edition

ქ(რისტ)ე ად(იდე)ნ ძ(ლიე)რი და ო(ჳ)ძ(ლევე)ლი მეფ(ე)თ(ა)მ(ე)ფე
დ(ემე)ტ(რ)ე რ(ომე)ლ(მა)ნ რ(ე)ჴი მ(ა)მ(ულობი)თ
გ(ჳ)ბ(ო)ძა მ(ა)ს ჟ(ა)მსა ესე
5ც(ი)ხე ავაგ(ე)თ მე ვ(ა)ჩე დავწერე ნ(ძემა)
გ(უ)გ(ენი)ს(მა)ნ და მ(ა)ჭას მ(ა)მული

დიპლომატიური გამოცემა Diplomatic Edition

ႵႤ ႠႣႬ ႻႰႨ ႣႠ ႭႻႪႨ ႫႤႴႧႫႴႤ
ႣႲႤ ႰႪႬ ႰჄႨ ႫႫႧ
ႢႡႻႠ ႫႱ ႯႫႱႠ ႤႱႤ
5ႺႾႤ ႠႥႠႢႧ ႫႤ ႥႹႤ ႣႠႥႼႤႰႤ Ⴌ
ႢႢႱႬ ႣႠ ႫႽႠႱ ႫႫႳႪႨ
{'default': 'ქრისტე, ადიდე ძლიერი და უძლეველი მეფეთა მეფე დემეტრე, რომელმაც რეხი მამულებით გვიბოძა.\n იმ დროს ეს ციხე ავაგეთ. მე, ვაჩემ, დავწერე, გურგენის ძემ. და მაჭას მამული. Christ, glorify the powerful and unconquerable King of the Kings Demetre, who presented us Rekhi with its surroundings. We built this fortress during his time. I, Vache, Son of Gurgen wrote this. And lands of Macha'}
{'default': 'საროს ციხის ნანგრევები, თითქმის ციკლოპური ზომის ქვები, დღესაც შემორჩენილია და მეტად\n შთამბეჭდავია. სარო და მისი მიმდებარე ტერიტორია ყოველთვის ჯავახეთის ნაწილად ითვლებოდა, თუმცა დღეს მისი მთავარანგელოზთა\n სახელობის ეკლესია ახალციხის ეპარქიაში შედის. საროს ციხის წარწერა, როგორც წერილობითი ძეგლი, საინტერესოა დამწერლობის თვალსაზრისით. ამ ასომთავრულ წარწერაში დიდი რაოდენობითაა შერეული, ჩართული\n ნუსხური ასოები - ა, ბ, გ, დ, ვ, თ, ი, ლ, ო, ტ, ც. საროს ციხის საამშენებლო წარწერა იმავდროულად არის მეფის მიერ ფეოდალისათვის სოფლების მამულობით ბოძების დოკუმენტი,\n ეპიგრაფიკული საბუთი. მასში დასახელებულია დემეტრე I და წარწერას სწორედ ამის მიხედვით ათარიღებს 1125-1155 წლებით ვალერი სილოგავა. წარწერაში აღნიშნულია,\n მეფემ რომ რეჴი და მაჭა (სოფლების სახელებია) მამულობით გვიბოძა, „მას ჟამსა ესე ციხე ავაგეთ“. ამის შემდეგ აღნიშნულია: „მე, ვაჩე დავწერე, ძემან გურგენისმან“.\n ვალერი სილოგავას აზრით, ეს ტექსტი თავისი შინაარსით თითქოს წარწერის ტექნიკური შემსრულებლის სახელს გადმოსცემს, მაგრამ სინადვილეში ასე არ არის.\n ამის წინა ტექსტში არც ისაა აღნიშნული, თუ ვინ ააგო „ესე ციხე“ და არც ის, თუ ვის უბოძა მეფე დემეტრემ რეჴი. ისე გამოდის, რომ არც ციხის ამგების სახელია ცნობილი\n და არც იმისი, ვისაც სოფლები ებოძა. ცხადია, ასეთ ბოძებას არანაირი იურიდიული ძალა არ ექნებოდა. ამიტომ ციხის ამგებად და რეჴის მამულობით მიმღებად\n ვაჩე გურგენისძე უნდა მივიჩნიოთ, რომლის სახელი და გვარი ტექსტის ბოლოსაა ამოკვეთილი. წარწერის ბოლოს აღნიშნული მაჭა, ისევე როგორც რეჴი, დღეს დაკარგული\n ტოპონიმებია, რომლებიც სამცხეში იქნებოდა. მაჭა, სავარაუდოდ, ვაჩე გურგენისძეს რეჴის ბოძების შემდეგ ებოძა და ცნობა ამის შესახებ ქვაზე გვიან ამოკვეთეს,\n ან ვაჩემ მას იმთავითვე ფლობდა და რეჴის ბოძებასთან და ციხის აშენებასთან ერთად ხელახლა დაუმტკიცეს. „და მაჭას მამული“ ტექსტში უნდა ჩაიწეროს\n „რეჴი მამულობით გჳბოძას“ შემდეგ და მთელი მსჯელობა გასაგები გახდება.'}
<div type="edition" xml:lang="ka" ana="mtavruli" xml:space="preserve">
    <ab>
        <lb n="1"/><w lemma="ქრისტე"><expan><abbr>ქ</abbr><ex>რისტ</ex><abbr>ე</abbr></expan></w>
        <w lemma="განსუენება"><expan><abbr>გა</abbr><ex>ნ</ex><abbr>ო</abbr><ex>ჳ</ex><abbr>ს</abbr><ex>უ</ex><abbr>ენე</abbr></expan></w>
        <w lemma="სულ">სოჳ<lb n="2" break="no"/>ლსა</w>
        <name nymRef="ვაჩა">ვაჩაჲს<lb n="3" break="no"/>ასა</name>
        <name nymRef="გურა"><expan><abbr>გო</abbr><ex>ჳ</ex><abbr>რაჲ<lb n="4" break="no"/>სასა</abbr></expan></name>
        <name nymRef="მირა"><expan><abbr>მ</abbr><ex>ი</ex><abbr>რა</abbr><ex>ჲ</ex><abbr>ს</abbr><ex>ა</ex><abbr>ს</abbr><ex>ა</ex></expan></name>
    </ab>
</div>